როგორ "ვიშოპინგოთ" Online - მარტივად და უსაფრთხოდ

როგორ "ვიშოპინგოთ" Online - მარტივად და უსაფრთხოდ

ჩემს ირგვლივ უამრავი გოგონა "მკურნალობს" ე.წ. "შოპინგოთერაპიით".

რასაც ისინი თერაპიად და სტრესისგან თავის დაღწევის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევენ, ჩემთვის ნამდვილი ჯოჯოხეთია - იარე ამ პაპანაქება ზაფხულში ბაზრობებსა და შოპინგ-ცენტრებში... თუკი დროის დეფიციტი გაქვთ, პარკინგის პრობლემაც აუცილებლად შეგაწუხებთ. ფასიანი ავტოსადგომები სავაჭრო ცენტრებისგან გაცილებით შორსაა (ერთეულებს თუ არ ჩავთვლით) და თუ შოპინგი გაგიგრძელდათ, შესაძლოა, იმხელა თანხის გადახდა მოგიწიოთ, რომ იმფასად ერთ ნივთს კიდევ შეიძენდით. მოკლედ, შოპინგისთვის გამოყოფილი დროის ნახევარი სწორედა მპრობლემის მოგვარებას მიაქვს. დანიშნულების ადგილზე მისული კი ცალკე სიარულით უნდა დაიღალო და ცალკე სასურველი ნივთის ძებნით... თუ რომელიმე მაღაზიას ფასდაკლება აქვს, ეს კიდევ ართულებს სიტუაციას (რამდენადაა ფასდაკლება, ეს კიდევ საკითხავია). შესაძლოა, იქ ცხვირის შეყოფაც ვერ მოახერხოთ. თუ მაინც მოახერხეთ, რიგშიც ჩადექით და გასახდელში რამდენჯერმე შემოვარდნილ თქვენსავით გათანგულ კლიენტს "გაუმკლავდით", აღმოჩნდება, რომამ მაღაზიაში პლასტიკურიბარათით ვერ გადაიხდით. მოკლედ, შოპინგი ჩემთვის განტვირთვისა და თერაპიის საშუალება არა ღმოჩნდა. მეტიც, სასურველი ნივთის შეძენით გამოწვეული სიხარული, ვერაფრით ფარავს ამ რუტინულ პროცესს.

მყავს შვილები, მაქვს სამსახური და მანქანა - ანუ ყველა პირობა იმისთვის, რომ "ონლაინშოპინგ"- ით დავინტერესებულიყავი. მაგრამ თბილისში ძალიან პოპულარულია ყველა სიახლის სირთულედ ქცევა- ჩემს ახლობელს ტანსაცმელი საბაჟოზე დაეკარგა, რეგისტრაციის პროცესი ყოფილა ძალია ნძნელი, ონლაინ-შოპინგისთვის სპეციალური ბარათია საჭირო, რომელიც არვიცი სად კეთდება, ზომები და ფერები არ ჩამოდის როგორიც ორიგინალშია მითითებული... დაივიწყეთ ეს გაცვეთილი ფრაზები! თუკი მაინცდამაინც ბაზრობაზე სიარული არ გაქვთ ჰობად ქცეული, მინდა გაგიზიაროთ ის დადებითი მხარეები, რომლებიც ინტერნეტ-შოპინგ სგააჩნია: პირადად ჩემთვის, ეს საღამოს, ტელევიზორის წინ შოპინგი აღოჩნდა. არსად გეჩქარება, ვინაიდან ონლაინ მაღაზიები არასოდეს იკეტება, არავინ გაწუხებს, ვინაიდან მარტოხარ შენ და შენთვის სასურველი მილიონობით ნივთი, ზოგი ცისეთი, რომელსაც აქ თვეები სმანძილზე ეძებ და ვერსად პოულობ! გაოცებს ფასებიც. ჩემმა მეგობარმა ერთ-ერთი ცნობილი ბრენდის ჩანთა იმდენად სასაცილო ფასად შეიძინა, რომ დიდიხანი არც მჯეროდა, სანამ ჩემი თვალით არ ვნახე... მიუხედავად სრული ბედნიერებისა, განცდა იმისა, რომ ონლაინ შოპინგი "მარტივია" და "ჩემნაირ არაკომპიუტერიზირებულ ადამიანსაც კი გამოუვა" მაინც ფანტასტიკად მეჩვენებოდა.

ბოლოს და ბოლოს ჩემს დაქალს გამძლეობამ უმტყუნა და მან "ონლაინშოპინგის" შესახებ შექმნილი ვებგვერდი, shopper.ge მირჩია, რომელიც ზუსტად ჩემნაირი ადმიანებისთვის არი სშექმნილი. "ონლანშოპინგის" სამყაროში ერთგვარი გზამკვლევი,აღმოჩნდა მარტივი, ძალიან გასაგები საიტი, რომელსაც რამდენიმე მაგალითზე, ნელ-ნელა სასურველი ნივთის შეძენამდე მიყავხარ. "ონლაინშოპინგის" ძირითადი პრინციპი თურმე ყველგან ერთი და იგივე ყოფილა. აქ მხოლოდ დეტალებია განსხვავებული, რასაც shopper.ge "Victoria's Secret"-ის ინტერნეტმაღაზიის მაგალითზე გვასწავლის. პირველი ნაბიჯი რეგისტრაციის გავლაყოფილა...

ამასგარდა, shopper.ge გვიხსნის, რაარისPayPall, გვირჩევს პოპულარულ ონლაინმაღაზიებს და ამავდროულად გვასწავლის, თუ როგორ შეიძლება შოპინგი amazon.com-ის საშუალებით. საინტერესოა, რომ "ამაზონზე" დარეგისტრირებული მომხმარებელი ამავდროულად ავტომატურად რეგისტრირებულია ვებმაღაზიაზე: www.endless.com და შეუძლია გამოიყენოს ერთი username (მომხმარებლისსახელი) და password (პაროლი) შესყიდვებისათვის. (2 მაღაზია = 1 მომხმარებლის სახელი და პაროლი) იგი ვეპრინციპი აქვს მაღაზიას oldnavy. შეგიძლიათ ერთი რეგისტრაციით ისარგებლოთ მაღაზიებში piperlime.com, bananarepublic.com, gap.com და athleta.com (5 მაღაზია = 1 მომხმარებლის სახელი და პაროლი)

და ბოლოს, იცოდით რომ ევროპული 38 ფეხისზომა, იაპონიაში 34.5-ია? shopper.ge -ზე ზომების ცხრილსაც კი წავაწყდი, რომელიც გამოუცდელი ინტერნეტ "შოპერისთვის" ყოველთვის პრობლემატური საკითხია. გირჩევთ ახლავე მოინახულოთ ეს გვერდი, მე კი მომავალ ონლაინ შეხვედრამდე გემშვიდობებით, ახალიდა ძალიან საჭირო ონლაინ რჩევებით.

რა უპირატესობა აქვს ონლაინ შოპინგს

რამდენად უსაფრთხოა საკრედიტო ბარათით სარგებლობა online shopping-ის დროს