სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გიგი კალანდაძეს თეა წულუკიანისა და ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანა სურს
გიგი კალანდაძეს თეა წულუკიანისა და ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანა სურს

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის ყო­ფილ უფ­როსს გიგი კა­ლან­და­ძეს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი­სა და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნის სურ­ვი­ლი აქვს.

რო­გორც გიგი კა­ლან­და­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, ად­ვო­კა­ტებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ებს გა­ივ­ლის და მი­ნის­ტრე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნას ამის შემ­დეგ გა­და­წყვეტს.

"სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნის სურ­ვი­ლი მაქვს, მაგ­რამ ეს ად­ვო­კა­ტებ­თან შე­თან­ხმე­ბით უნდა მოხ­დეს. სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ვი­ღებ, მაგ­რამ ჯერ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი არ ვარ", - გა­ნა­ცხა­და გიგი კა­ლან­და­ძემ.

ამას­თან, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის ყო­ფილ­მა ხემ­ძღვა­ნელ­მა ის მი­ზე­ზე­ბი გან­მარ­ტა, რის გა­მოც ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ა­სა და თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნა სურს.

"ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ მო­ტყუ­ე­ბით მი­მიყ­ვა­ნა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში, და­მა­პა­ტიმ­რა. წა­მი­კი­თხეს ბრალ­დე­ბა. მო­ტყუ­ე­ბით მი­მიყ­ვა­ნეს ვი­თომ ავ­ღა­ნე­თი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ მი­სი­ას­თან შე­სახ­ვედ­რად მივ­დი­ო­დით. მერე, გა­მო­ვი­და და თქვა, რომ მე ფორ­მის და მუნ­დი­რის ღირ­სე­ბა შე­ვუ­რა­ცხყ­ვე და ღირ­სი არ ვარ ვი­ა­რო ამ ფორ­მით და მუნ­დი­რით. მო­ი­ტა­ნა ტყუ­ი­ლი, თით­ქოს 500 000 ლარი ავი­ღე და ვი­ყი­დე ბინა. წუ­ლუ­კი­ა­ნის შემ­თხვე­ვა­ში კი, იგი გა­მო­ვი­და და თქვა, რომ სა­მეგ­რე­ლო­ში დავ­დი­ო­დი და მოწ­მე­ებ­ზე ვახ­დენ­დი ზე­გავ­ლე­ნას", - გა­ნა­ცხა­და გიგი კა­ლან­და­ძემ.

იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა კი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ცი­ლის­წა­მე­ბის­თვის მის წი­ნა­აღ­მდეგ სარ­ჩელს ვე­რა­ვინ შე­ი­ტანს, რად­გან სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სი­დან ეს მუხ­ლი ამო­ი­ღეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

გიგი კალანდაძეს თეა წულუკიანისა და ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანა სურს

გიგი კალანდაძეს თეა წულუკიანისა და ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანა სურს

გაერთიანებული შტაბის ყოფილ უფროსს გიგი კალანდაძეს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისა და თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანის სურვილი აქვს.

როგორც გიგი კალანდაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, ადვოკატებთან კონსულტაციებს გაივლის და მინისტრების წინააღმდეგ სარჩელის შეტანას ამის შემდეგ გადაწყვეტს.

"სარჩელის შეტანის სურვილი მაქვს, მაგრამ ეს ადვოკატებთან შეთანხმებით უნდა მოხდეს. სავარაუდოდ, ამ გადაწყვეტილებას მივიღებ, მაგრამ ჯერ ჩამოყალიბებული არ ვარ", - განაცხადა გიგი კალანდაძემ.

ამასთან, გაერთიანებული შტაბის ყოფილმა ხემძღვანელმა ის მიზეზები განმარტა, რის გამოც ირაკლი ალასანიასა და თეა წულუკიანის წინააღმდეგ სარჩელის შეტანა სურს.

"ირაკლი ალასანიამ მოტყუებით მიმიყვანა თავდაცვის სამინისტროში, დამაპატიმრა. წამიკითხეს ბრალდება. მოტყუებით მიმიყვანეს ვითომ ავღანეთიდან დაბრუნებულ მისიასთან შესახვედრად მივდიოდით. მერე, გამოვიდა და თქვა, რომ მე ფორმის და მუნდირის ღირსება შევურაცხყვე და ღირსი არ ვარ ვიარო ამ ფორმით და მუნდირით. მოიტანა ტყუილი, თითქოს 500 000 ლარი ავიღე და ვიყიდე ბინა. წულუკიანის შემთხვევაში კი, იგი გამოვიდა და თქვა, რომ სამეგრელოში დავდიოდი და მოწმეებზე ვახდენდი ზეგავლენას", - განაცხადა გიგი კალანდაძემ.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კი ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ცილისწამებისთვის მის წინააღმდეგ სარჩელს ვერავინ შეიტანს, რადგან სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სისხლის სამართლის კოდექსიდან ეს მუხლი ამოიღეს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა