კერი ვაშინგტონი ყველაზე მოდურად დაასახელეს

კერი ვაშინგტონი ყველაზე მოდურად დაასახელეს

გამოცემა Vanity Fair-მა ტრადიციული, ყველაზე მოდურად ჩაცმულ ვარსკვლავთა რეიტინგი შეადგინა. სიის მიხედვით, 2013 წელს ყველაზე მოდური ვარსკვლავი მსახიობი კერი ვაშინგტონია. დღემდე ერთპიროვნული ლიდერი ქეით მიდლტონი კი ამჯერად მხოლოდ მე-3 ადგილს დასჯერდა.

ყველაზე მოდურთა სიაში მეორე ადგილი მსახიობმა და მომღერალმა ჯასტინ ტიმბერლეიკმა დაიკავა, რომელიც წლებია ტომ ფორდის კლასიკურ კოსტუმებს არ ღალატობს.

ქეით მიდლტონი ყველაზე მოდურთა რეიტინგში მესამე ადგილს Alexander McQueen-ის ვარდისფერ ქურთუკს უნდა უმადლოდეს, რომელიც ჰერცოგინიას 15 ივნისს ერთ-ერთ ოფიციალურ ღონისძიებაზე ეცვა.

სიაში ასევე მოხვდნენ ვიქტორია ბექჰემი, ჟიზელ ბუნდჰენი, ბიონსე, ბრუკ შილდსი, შარლიზ ტერონი, რონან ფეროუ და ჩინეთის პირველი ლედი პენ ლიუანი.

მომზადებულია vanityfair.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება