თენგიზ კიტოვანი: "ამათ იარაღის დიდი ნაწილი აზერბაიჯანში და თურქეთში აქვთ გადატანილი და იქ თურქ-მესხებს პირდებიან საქართველოში დაბრუნებას"

თენგიზ კიტოვანი: "ამათ იარაღის დიდი ნაწილი აზერბაიჯანში და თურქეთში აქვთ გადატანილი და იქ თურქ-მესხებს პირდებიან საქართველოში დაბრუნებას"

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მოსკოვში ცხოვრობდა, საქართველოში დაბრუნდა და უკვე აქციაც გამართა დაბა ბორჯომში. მან, ადგილობრივებთან ერთად, ბორჯომის წყლების ბორჯომელებისთვის დაბრუნება მოითხოვა. მისი თქმით, ის ქართული პოლიტიკიდან არსად წასულა, მიუხედავად იმისა, რომ აქ არ ცხოვრობდა.

- ახალი ხელისუფლებაც აცხადებს, რომ საქართველოს გზა ევროინტეგრაციაა…

- ევროკავშირის მომხრე მეც ვარ, უეჭველად უნდა გვქონდეს პარტიორობა, ასევე უნდა გვქონდეს კარგი ურთიერთობა რუსეთთან. არ მომწონს ამერიკული სპეცსამსახურები რომ მუშაობენ საქართველოში, ამის წინააღმდეგი ვარ. აგერ ხომ ვნახეთ, მიშამ თქვა, თურმე 26 მაისს აქ იყვნენ და დარბევას უყურებდნენ.

- ბატონო თენგიზ, არაფერი გჯერათ მიხეილ სააკაშვილის და მაინც და მაინც ეს განცხადება რატომ დაიჯერეთ?

- კი, მიშა სულ იტყუება, მაგრამ ეგეთ ტყუილს ვერ გაბედავდა. აკვირდებით, ამოხტება ხოლმე და მაგინებს. ახლაც წაიკითხავს ამ სტატიას და დაიწყებს ისევ. კიტოვანმა დაანგრია თბილისი და მე ავაშენეო. - იძახის.

- ისე, თბილისის ცენტრი სწორედ იმ ომის დროს დაინგრა, რომელშიც მონაწილეობდით.

- ომი იყო და დაინგრეოდა, აბა, რა იქნებოდა. მაგრამ მაგან რა ააშენა? აი, გმირთა მოედანი აიღეთ, რას ჰგავს იქაურობა, ვერ გაიგებ რა ხდება? ამას ჰქვია აშენებული ქალაქი? ძველი ყველაფერი დაანგრია და ახალი ბოლომდე არაფერი მიიყვანა.

- მიხეილ სააკაშვილს იცნობთ პირადად?

- არა, არ ვიცნობ და არც მინდა მაგის გაცნობა.

- საპრეზიდენტო არჩევნები მოდის, ვინ მოგწონთ დასახელებული კანდიდატებიდან?

- ძალიან მომწონს გიორგი მარგველაშვილი, კარგი ბიჭია, მაგის ჰაბიტუსიც მომწონს და ჭკვიანიც ჩანს. ნინო ბურჯანაძეს მე მხარს ვერ დავუჭერ, თორემ ისე არ არის ურიგო ქალი. მე ახლა უფრო მარგველაშვილი მაინტერესებს. ამ ორის მონაწილეობა კარგია, მათ შორის იქნება ძრითადად კონკურენცია.

- ბატონო თენგიზ, ხატავთ კიდევ?

- რა თქმა უნდა, ესენი ჩემი ნახატებია (კედელზე გამოფენილ ნახატებს მაჩვენებს), წყნეთშიც მაქვს ბევრი. მოსკოვშიც სულ ვხატავ, მერე ვყიდი, მაგით ვცხოვრობ. მშიერი მოვკვდებოდი, რომ არ ვხატავდე.

- კრემლის ამჟამინდელ ოფიციოზთან გაქვთ კავშირები?

- არა, არავისთან. არაფერს ვერჩი რუსებს, არ ვიცი, რატომ უნდა ვიყო რუსეთისადმი აგრესიულად განწყობილი, როდესაც მეორე მსოფლიო ომის ომის განმავლობაში, ქართველები და რუსები ერთად იბრძოდნენ.

- კი, მაგრამ მას მერე რუსეთი ჩვენ გვეომა და ჩვენი ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებული აქვს, ეს არ არის საკმარისი მიზეზი რომ მის მიმართ აგრესია გვქონდეს?

- რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტა საქართველოს დაღუპვას ნიშნავს.

- აბა, რა ვქნათ, შევეგუოთ ოკუპაციას?

- არავითარ შემთხვევაში, მაგრამ იქიდან დავიწყოთ, რომ გავერკვეთ, ეს ოკუპაცია ვისი ბრალია? რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ რუსეთი ოკუპანტია და უნდა წავიდეს ჩვენი ტერიტორიებიდან. მაგრამ ამისთვის ამერიკელებს უნდა დავანებით თავი და მოვაწყოთ ქვეყანა ფედერაციულად. დარწმუნებული ვარ, რუსეთი ამაზე თანახმა იქნება. საქართველო დაიღუპებოდა, ივანიშვილი რომ არ მოსულიყო. მაგრამ არ მომწონს, რომ ძალიან წელავენ ამ დაძაბულ ვითარებას, კოჰაბიტაცია თუ რაღაც რომ ჰქვია. კაცს თუ იჭერ, უნდა დაიჭირო და აღარ უნდა გამოუშვა. ეს ხალხს აბრაზებს. გარდა ამისა, "ნაციონალებს" რაღაც შენიღბული თავდაცვისუნარიანობა აქვთ, გამოჩნდა კიდეც, აგერ სამეგრელოში ხომ იპოვეს იარაღი დამალული, რაზეც მე ვლაპარაკობდი. როცა ადამიანს ბევრი ფული აქვს, ასე ადვილად არ თმობს ძალაუფლებას. რატომღაც მგონია, რომ ამათ იარაღის დიდი ნაწილი აზერბაიჯანში და თურქეთში აქვთ გადატანილი და იქ თურქ-მესხებს პირდებიან საქართველოში დაბრუნებას. თუ დაჭირდებათ, მათ მისცემენ იარაღს და გამოიყენებენ ქვეყნაში სიტუაციის დასაძაბად.

- თქვენ ახალ სკანდალურ განცახდებას აკეთებთ, გაქვთ რაიმე ინფორმაცია, თუ ესეც თქვენი ლოგიკური აზროვნების შედეგია?

- არა, ანალიზს ვაკეთებ. მე ვთქვი, რომ ამათ იარაღი ჰქონდათ გადამალული და გამართლდა. ახლა ვამბობ, რომ მათი მომხრე შეიძლება იყვენენ თურქი-მესხები, რომელთაც უნდათ საქართველოში დაბრუნება.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა