ანდრეს ბრეივიკი უნივერსიტეტში აბარებს

ანდრეს ბრეივიკი უნივერსიტეტში აბარებს

ნორვეგიელი ტერორისტი ანდრეს ბრეივიკი ოსლოს უნივერსიტეტში აბარებს. მან უკვე შეიტანა საბუთები უმაღლეს სასწავლებელში. ბრეივიკს პოლიტოლოგიის შესწავლა უნდა. ამის შესახებ გამოცემა Local-ი წერს.

როგორც პორტალი იუწყება, პოლიტოლოგიის ფაკულტეტის ზოგიერთმა მასწავლებელმა ბრეივიკისთვის განათლების მიცემაზე უარი თქვა, თუმცა მიუხედავად ამისა, რექტორის ოლე პეტერ ოტერსენის თქმით, უნივერსიტეტი პატიმრის განაცხადს მაინც განიხილავს.

"მესმის, რომ ამას რეაქცია მოყვება. ჩვენ ვერავის ვეტყვით უარს ოსლოს უნივერსიტეტში სწავლაზე. ჩვენ უმაღლესში ჩაბარების ტექნიკური წესები უნდა დავიცვათ”, - აცხადეს რექტორი.

ილას ციხის უფროსი კნუტ ბიარკეიდი ბრეივიკს გადაწყვეტილებას უწონებს.

"ციხემ უნდა უზრუნველყოს, რომ პატიმრება განათლება მიიღონ, რათა გათავისუფლების შემდეგ სამსახურის შოვნა შეძლონ", - აცხადებს ბიარკეიდი.

მაისში ციხეში მყოფმა ტერორისტმა პოლიტიკური ასოციაციის ჩამოყალიბება სცადა, მაგრამ ასოციაციის დარეგისტრირებაზე უარი მიიღო. მისი ადვოკატის თქმით, მალე ბრეივიკი ახალ განაცხადს შეიტანს და მასში დაცული იქნება ყველა იურიდიული ნორმა.

ტერორისტმა ანდერს ბრეივიკმა 2011 წლის 22 ივლისს ნორვეგიაში ორი ტერაქტი განახორციელა. კუნძულ უტოიაზე მოწყობილ ახალგაზრდულ ბანაკში ტერორისტმა 77 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

მომზადებულია ria.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა