ჰოლივუდის მსახიობმა ჯენიფერ ენისტონმა ჟურნალ Glamour-ს გულახდილი ინტერვიუ მისცა და გამოცემის სექტემბრის ნომრისთვის ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა.
"ყველა იმსახურებს, რომ დაოჯახდეს და საკუთარი ბუდე შექმნას. ვფიქრობ, ბედნიერება არჩევანშია. უნდა შეძლო და მოიშორო დისკომფორტი, რომელიც ცხოვრებას წამლავს, საკუთარ თავს უნდა აიძულო, რომ ბედნიერი იყო. დღევანდელი გადასახედიდან 20 წლის ენისტონსა და ყველა გოგონას ვურჩევდი, ყურადღებით იყვნენ, სწავლას მიხედონ, გაკვეთილი არ გააცდინონ და საშინაო დავალებები შეასრულონ", - განაცხადა მსახიობმა ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ჯენიფერმა ახალ ფილმზეც ისაუბრა, სადაც ეგზოტიკური მოცეკვავის როლს ასრულებს.
"ვფიქრობ, სტრიპტიზის მოცეკვავეები ძალიან მოსაწყენები არიან და ამ შემთხვევაში, უბრალოდ როლს ვასახიერებ. სტრიპტიზ კლუბები საზიზღრობაა", - განაცხადა მსახიობმა.
მომზადებულია Glamour-ის მიხედვით.