აქა ამბავი სველი ჯაზფესტივალისა

აქა ამბავი სველი ჯაზფესტივალისა

ჩემს კუდაბზიკა დაქალებთან ერთად, როგორც კაი ხალხი იტყვის ხოლმე, "ჯაზების" მოსასმენად ზღვისპირეთს მივაშურე. წლევანდელი, რიგით მეშვიდე ბათუმის საერთაშორისო ჯაზფესტივალის ჰედლაინერი გახლდათ ლეგენდარული შემსრულებელი, 7 "გრემის" მფლობელი ელ ჯერო, ასევე ჯაზის მოყვარულებს ჰქონდათ საშუალება, მოესმინათ კარმენ სოუზას კვარტეტისთვის, გიტარისტ მაიკ სტერნისა და ბასგიტარისტ ვიქტორ ვუტენის ვირტუოზული დუეტისთვის და ბოლოს, საქართველოში არცთუ ცნობილი, მაგრამ რიტმ ენდ ბლუზისა და ჯაზის ამომავალი ვარსკვლავის, ხოსე ჯეიმსისთვის, რომლის ბენდი ცალკე აღნიშვნის ღირსია. პირადად მე, ხოსე ჯეიმსის დიდი სიყვარულის მიუხედავად, ვინაიდან მისი კონცერტი კვირას იყო და მეორე დღეს, ყველა ნორმალური ადამიანივით, სამსახურში უნდა ვყოფილიყავი, სწორედ ჯეიმსის გამოსვლაზე დასწრება ვერ მოვახერხე, არადა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ სწორედ დასკვნითი კონცერტი იყო ყველაზე საინტერესო. თუკი არ მოგისმენიათ ხოსე ჯეიმსის ახალი ალბომი და მეტიც, არც მისი ძველი სიმღერების მოსმენით შეგიწუხებიათ თავი, ბუკლე, როგორც მუსიკის დიდი მოყვარული, გირჩევთ, სასწრაფოდ მოინახულოთ "იუთუბი" და მისი რამდენიმე კომპოზიციით მაინც დაიტკბოთ სმენა.

მოკლედ, მე მხოლოდ და მხოლოდ ორ კონცერტს დავესწარი, მათ შორის, ერთ-ერთი ფესტივალის გახსნაზე ელ ჯეროს გამოსვლა იყო. მინდა გითხრათ, რომ ზოგადად, ამ შესანიშნავი შემსრულებლის კონცერტზე დასწრება ძალიან მინდოდა. თავს იმით ვიმშვიდებდი, ასაკის მიუხედავად და იმის მიუხედავად, მღერის უკვე თუ ვეღარ-მეთქი, ამ ლეგენდარულ მუსიკოსს თვალს შევავლებდი და ამით დავიკმაყოფილებდი ცნობისმოყვარეობას, თუმცა, ვინაიდან კარგი კონცერტებისა და ლაივების მოყვარული გახლავართ, ელ ჯეროს გამოსვლით კმაყოფილი არ დავრჩი. 73 წლის მუსიკოსი ფორმაში აღარ არის, რაც ძალიან სამწუხაროა. ამას ისიც მოწმობდა, რომ პოლ დეზმონდის ცნობილი კომპოზიცია "თაკე 5"-ის ბათუმური შესრულება ახლოსაც ვერ მოვიდოდა ელ ჯეროს ადრინდელ იმპროვიზაციებთან, მეტიც, ამ ვარიანტში ინსტრუმენტალი უფრო მეტი იყო, ვიდრე თავად ელ ჯეროს ხმა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება