კონკურენციის სააგენტო და ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა წლის ბოლომდე ამოქმედდება

კონკურენციის სააგენტო და ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა წლის ბოლომდე ამოქმედდება

კონკურენციის სააგენტო და ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა წლის ბოლომდე ამოქმედდება.

ეკონომიკის მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, კანონის მიღებამდე კერძო ბიზნეში ჩარევა, საწვავის თუ სხვა პროდუქტის ფასების ხელოვნურად დარეგულირება დაუშვებელია.

"ჩვენ შეგვიძლია ბიზნესს მოვუხსნათ საქმიანობის დაწყების ხელისშემშლელი ყველა ადმინისტრაციული ბარიერი და ეს არაერთხელ გავაკეთეთ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

გარკვეული ბერკეტების ამოქმედება მხოლოდ კონკურენციის სააგენტოს შექმნის შემდეგ გახდება შესაძლებელი.

ანტიმონოპოლიური კანონმდებლობით, კარტელური შეთანხმებების აღკვეთის თაობაზე, ასევე არბიტრაჟის აღდგენაზე, პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ გაპრემიერებამდე იუწყებოდა და აცხადებდა, რომ ანტიმონოპოლიური კომიტეტის არარსებობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებდა.

ქვეყანაში ანტიმონოპოლიური სამსახურის გაუქმება, იმდროინდელი ეკონომიკის მინისტრის, კახა ბენდუქიძის იდეა იყო, რადგან ამ სამსახურის შევარდნაძის მთავრობის პირობებში არსებული ფორმით დარჩენა, კორუფციის ხელშემწყობად ჩაითვალა. 

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ