საუკეთესო მანქანები სექსისთვის

საუკეთესო მანქანები სექსისთვის

ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყოველ მეორე ინგლისელს ერთხელ მაინც ჰქონია მანქანაში სექსი.

"ჩვენზე ხშირად ამბობენ, რომ ზედმეტად თავდაჭერილები ვართ, მაგრამ ეს ასე არ არის", - ასეთ კომენტარს აკეთებს კვლევაზე ბრიტანული გამოცემა The Daily Mail.

გამოკითხულთა 49%-ის თქმით, მათ მინიმუმ ხუთჯერ მაინც ჰქონიათ მანქანაში სექსი.

"სექსისთვის გამოსადეგი მანქანების ჰიტ-აღლუმის" ლიდერი ავტომობლები Ford Fiesta, Volkswagen Golf და Vauxhall Corsa-ია. მანქანების მწარმოებლები სარეკლამო რგოლებში განსაკუთრებით უსვამენ ხაზს იმ ფაქტს, რომ უკანა სავარძლების მოცულობა რამდენიმე სანტიმეტრით გაიზარდა.

როგორც BBA Reman-ის გამოკითხვამ აჩვენა, "ავტოსექსის" მოყვარულები ძირითადად არა მოზარდები, არამედ 35 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები არიან. 35-წლამდე ასაკის ადამიანებში მანქანაში სექსი მხოლოდ 38%-ს უყვარს, ხოლო შედარებით უფროსებში ეს მაჩვენებელი 60%-ს აღწევს.

გამოკითხვის მიხედვით, მანქანაში სექსისთვის გამოკითხულთა 37% წყნარ ადგილებს, ძირითადად სოფლის პეიზაჟებს ირჩევს. 29% უპირატესობას ავტოსადგომებს ანიჭებს, ხოლო ავტოსტრადა მიმზიდველად 22%-ს ეჩვენება (3%-მა აღიარა, რომ სექსის დროს ავტომობილი მოძრაობდა).

მომზადებულია The Daily Mail-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს