სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ჯულიანა მური შვილს "ფეისბუქის" გვერდს უკონტროლებს
ჯულიანა მური შვილს "ფეისბუქის" გვერდს უკონტროლებს

ჯუ­ლი­ა­ნა მური კვლავ აო­ცებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას. 52 წლის მსა­ხი­ობ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­უმ­ხი­ლა, რო­გორ ას­წრებს, იყოს კვლავ შე­სა­ნიშ­ნავ ფორ­მა­ში და ფილ­მებ­შიც აქ­ტი­უ­რად ითა­მა­შოს. მით უმე­ტეს, რომ ჯუ­ლი­ა­ნა კლა­სი­კუ­რი ამე­რი­კე­ლი დი­ა­სახ­ლი­სია - ორი შვი­ლი, ბედ­ნი­ე­რი ქორ­წი­ნე­ბა, ორი ძაღ­ლი და იდე­ა­ლუ­რი სახ­ლი ვესტ-ვი­ლი­ჯში.

"მკაც­რი დედა ვარ"

- რო­გორ გა­დის თქვე­ნი ჩვე­უ­ლებ­რივ დღე?

- როცა გა­და­ღე­ბე­ბი არ მაქვს, მი­ლი­ო­ნო­ბით ქალს ვგა­ვარ, მთელ მსოფ­ლი­ო­ში რომ არი­ან. შვიდ სა­ათ­ზე ვდგე­ბი, ძაღ­ლებს ვა­სე­ირ­ნებ, სა­უზ­მეს ვამ­ზა­დებ და ბავ­შვებს სკო­ლა­ში ვუშ­ვებ. მერე დავ­რბი­ვარ ან კა­ბი­ნეტ­ში ვი­კე­ტე­ბი, რომ წა­ვი­მუ­შაო - წე­რი­ლებს ვპა­სუ­ხობ, სცე­ნა­რებს ვკი­თხუ­ლობ. ამას მოჰ­ყვე­ბა ბავ­შვე­ბის სკო­ლი­დან გა­მოყ­ვა­ნა, სხვა მე­ცა­დი­ნე­ო­ბებ­ზე ტა­რე­ბა და ასე­ვე თვალ­ყუ­რის დევ­ნე­ბა, რომ და­ვა­ლე­ბე­ბი მო­ამ­ზა­დონ. სახ­ლში საქ­მე­ებს მე და ჩემი ქმა­რი, რე­ჟი­სო­რი ბარტ ფრე­ინდლი­ხი ვი­ნა­წი­ლებთ. პა­თო­ლო­გი­უ­რად მიყ­ვარს სი­სუფ­თა­ვე, ამი­ტომ გა­მუდ­მე­ბით ვა­ლა­გებ, ჩემი ქმა­რი კი კარ­გად ამ­ზა­დებს.

- ორი შვი­ლი გყავთ. გი­ჭირთ მათი მოვ­ლა?

- გა­მი­მარ­თლა, შე­სა­ნიშ­ნა­ვი ბავ­შვე­ბი მყავს. მათ მი­აჩ­ნი­ათ, რომ მკაც­რი დედა ვარ, მაგ­რამ სიმ­კაც­რის გა­რე­შე დღეს არ შე­იძ­ლე­ბა. ქა­ლიშ­ვილს 11 წელი შე­უს­რულ­და, ვაჟი კი უკვე 15-ისაა. მალე მე გა­მას­წრებს სი­მაღ­ლით. ნე­ბას ვრთავ, რომ "ფე­ის­ბუ­ქით" ისარ­გებ­ლოს, მაგ­რამ იცის, რომ ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევ მის გვერდს.

- როცა ისი­ნი პა­ტა­რე­ბი იყ­ვნენ, მათ­თვის ზღაპ­რებს თხზავ­დით და მერე გა­მო­ე­ცით კი­დეც. გეგ­მავთ რა­ი­მეს და­წე­რას მო­ზარ­დე­ბის­თვის?

- არა მგო­ნია, გა­მო­მი­ვი­დეს. მო­თხრო­ბე­ბი თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის­თვის დი­დად გან­სხვავ­დე­ბა პა­ტა­რე­ბის­თვის და­წე­რი­ლი ზღაპ­რე­ბის­გან. ის უფრო რთუ­ლია, ბევ­რი ფან­ტა­ზია უნდა. მე მარ­ტივ წიგ­ნებს ვთხზავ პა­ტა­რა ბავ­შვე­ბის­თვის. ამ წელს მე­ო­თხე წიგ­ნი გა­მო­ი­ცე­მა.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ჯულიანა მური შვილს "ფეისბუქის" გვერდს უკონტროლებს

ჯულიანა მური შვილს "ფეისბუქის" გვერდს უკონტროლებს

ჯულიანა მური კვლავ აოცებს საზოგადოებას. 52 წლის მსახიობმა ჟურნალისტებს გაუმხილა, როგორ ასწრებს, იყოს კვლავ შესანიშნავ ფორმაში და ფილმებშიც აქტიურად ითამაშოს. მით უმეტეს, რომ ჯულიანა კლასიკური ამერიკელი დიასახლისია - ორი შვილი, ბედნიერი ქორწინება, ორი ძაღლი და იდეალური სახლი ვესტ-ვილიჯში.

"მკაცრი დედა ვარ"

- როგორ გადის თქვენი ჩვეულებრივ დღე?

- როცა გადაღებები არ მაქვს, მილიონობით ქალს ვგავარ, მთელ მსოფლიოში რომ არიან. შვიდ საათზე ვდგები, ძაღლებს ვასეირნებ, საუზმეს ვამზადებ და ბავშვებს სკოლაში ვუშვებ. მერე დავრბივარ ან კაბინეტში ვიკეტები, რომ წავიმუშაო - წერილებს ვპასუხობ, სცენარებს ვკითხულობ. ამას მოჰყვება ბავშვების სკოლიდან გამოყვანა, სხვა მეცადინეობებზე ტარება და ასევე თვალყურის დევნება, რომ დავალებები მოამზადონ. სახლში საქმეებს მე და ჩემი ქმარი, რეჟისორი ბარტ ფრეინდლიხი ვინაწილებთ. პათოლოგიურად მიყვარს სისუფთავე, ამიტომ გამუდმებით ვალაგებ, ჩემი ქმარი კი კარგად ამზადებს.

- ორი შვილი გყავთ. გიჭირთ მათი მოვლა?

- გამიმართლა, შესანიშნავი ბავშვები მყავს. მათ მიაჩნიათ, რომ მკაცრი დედა ვარ, მაგრამ სიმკაცრის გარეშე დღეს არ შეიძლება. ქალიშვილს 11 წელი შეუსრულდა, ვაჟი კი უკვე 15-ისაა. მალე მე გამასწრებს სიმაღლით. ნებას ვრთავ, რომ "ფეისბუქით" ისარგებლოს, მაგრამ იცის, რომ ყურადღებას ვაქცევ მის გვერდს.

- როცა ისინი პატარები იყვნენ, მათთვის ზღაპრებს თხზავდით და მერე გამოეცით კიდეც. გეგმავთ რაიმეს დაწერას მოზარდებისთვის?

- არა მგონია, გამომივიდეს. მოთხრობები თინეიჯერებისთვის დიდად განსხვავდება პატარებისთვის დაწერილი ზღაპრებისგან. ის უფრო რთულია, ბევრი ფანტაზია უნდა. მე მარტივ წიგნებს ვთხზავ პატარა ბავშვებისთვის. ამ წელს მეოთხე წიგნი გამოიცემა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება