სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
თინა ტერნერი - "როგორც იქნა, ყველაფერი რიგზე მაქვს"
თინა ტერნერი - "როგორც იქნა, ყველაფერი რიგზე მაქვს"

როკ-ენ-რო­ლის დე­დო­ფალ­მა, 73 წლის თინა ტერ­ნერ­მა, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე დღის წინ 57 წლის გერ­მა­ნელ პრო­დუ­სერ­ზე იქორ­წი­ნა, ჟურ­ნალ HELLO-სთან სა­კუ­თა­რი ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა.

"ეს ისე­თი ბედ­ნი­ე­რე­ბაა, რო­დე­საც ბო­ლოს და ბო­ლოს შე­გიძ­ლია ამო­ი­სუნ­თქო და თქვა: ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა", - გა­ნა­ცხა­და ტერ­ნერ­მა.

ქორ­წილ­ში მომ­ღე­რალს Armani-ს ნა­ხევ­რად მწვა­ნე და ნა­ხევ­რად შავი კაბა ეცვა, რო­მე­ლიც პე­კი­ნის მო­დის კვი­რე­ულ­ზე შე­არ­ჩია. სტუმ­რებს (120), პა­ტარ­ძლის თხოვ­ნით, თეთ­რი კოს­ტუ­მე­ბი ეც­ვათ.

"ამ კა­ბის ყიდ­ვა და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე მო­მინ­და, გა­ვი­ფიქ­რე: "ის ჩემი უნდა იყოს, თუნ­დაც არას­დროს ჩა­ვიც­ვა. გულ­მა მიგ­რძნო, რომ ეს ჩემი სა­ქორ­წი­ლო კაბა გახ­დე­ბო­და!", - იხ­სე­ნებს ტერ­ნე­რი.

მომ­ღერ­ლის სახ­ლი 70 000 ვარ­დით, თეთ­რი ფარ­დე­ბი­თა და ფარ­და­გე­ბით იყო მორ­თუ­ლი. ცე­რე­მო­ნია ბუ­დის­ტუ­რი წე­სით შეს­რულ­და, ვი­ნა­ი­დან მომ­ღე­რა­ლი 1970-იანი წლე­ბის შემ­დეგ სწო­რედ ამ რე­ლი­გი­ის მიმ­დე­ვა­რია.

თინა ტერ­ნე­რი­სა და მისი რჩე­უ­ლის, ერ­ვინ ბა­ხის ურ­თი­ერ­თო­ბა უკვე 27 წე­ლია გრძელ­დე­ბა. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში პრო­დი­უ­სერს არა­ერ­თხელ უთხო­ვია მომ­ღერ­ლის ხელი, თუმ­ცა ყო­ველ ჯერ­ზე პა­სუ­ხად უარს იღებ­და. მომ­ღერ­ლის წინა ქორ­წი­ნე­ბა წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. პირ­ვე­ლად მომ­ღე­რალ­მა 1958 წელს აიკ ტერ­ნერ­თან იქორ­წი­ნა. თუმ­ცა მე­უღ­ლე თი­ნას ცემ­და, ერთ-ერთი მო­რი­გი სკან­და­ლის შემ­დეგ კი მომ­ღე­რალ­მა ქმა­რი მი­ა­ტო­ვა. მას ამ დროს 36 ცენ­ტი ჰქონ­და ჯი­ბე­ში. წლე­ბის შემ­დეგ ერ­ვინ ბახ­მა საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის გა­დარ­წმუ­ნე­ბა შეძ­ლო და მათ რამ­დე­ნი­მე დღის წინ შვე­ი­ცა­რი­ა­ში იქორ­წი­ნეს.

ქორ­წილს წყვი­ლის უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბი და ნა­თე­სა­ვე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ. მათ შო­რის ცნო­ბი­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ოპრა უინფრი, დე­ვიდ ბოუი, ეროს რა­მა­ზო­ტი და შადე.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია HELLO-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

თინა ტერნერი - "როგორც იქნა, ყველაფერი რიგზე მაქვს"

თინა ტერნერი - "როგორც იქნა, ყველაფერი რიგზე მაქვს"

როკ-ენ-როლის დედოფალმა, 73 წლის თინა ტერნერმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ 57 წლის გერმანელ პროდუსერზე იქორწინა, ჟურნალ HELLO-სთან საკუთარი ქორწინების შესახებ ისაუბრა.

"ეს ისეთი ბედნიერებაა, როდესაც ბოლოს და ბოლოს შეგიძლია ამოისუნთქო და თქვა: ყველაფერი რიგზეა", - განაცხადა ტერნერმა.

ქორწილში მომღერალს Armani-ს ნახევრად მწვანე და ნახევრად შავი კაბა ეცვა, რომელიც პეკინის მოდის კვირეულზე შეარჩია. სტუმრებს (120), პატარძლის თხოვნით, თეთრი კოსტუმები ეცვათ.

"ამ კაბის ყიდვა დანახვისთანავე მომინდა, გავიფიქრე: "ის ჩემი უნდა იყოს, თუნდაც არასდროს ჩავიცვა. გულმა მიგრძნო, რომ ეს ჩემი საქორწილო კაბა გახდებოდა!", - იხსენებს ტერნერი.

მომღერლის სახლი 70 000 ვარდით, თეთრი ფარდებითა და ფარდაგებით იყო მორთული. ცერემონია ბუდისტური წესით შესრულდა, ვინაიდან მომღერალი 1970-იანი წლების შემდეგ სწორედ ამ რელიგიის მიმდევარია.

თინა ტერნერისა და მისი რჩეულის, ერვინ ბახის ურთიერთობა უკვე 27 წელია გრძელდება. ამ დროის განმავლობაში პროდიუსერს არაერთხელ უთხოვია მომღერლის ხელი, თუმცა ყოველ ჯერზე პასუხად უარს იღებდა. მომღერლის წინა ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა. პირველად მომღერალმა 1958 წელს აიკ ტერნერთან იქორწინა. თუმცა მეუღლე თინას ცემდა, ერთ-ერთი მორიგი სკანდალის შემდეგ კი მომღერალმა ქმარი მიატოვა. მას ამ დროს 36 ცენტი ჰქონდა ჯიბეში. წლების შემდეგ ერვინ ბახმა საყვარელი ქალის გადარწმუნება შეძლო და მათ რამდენიმე დღის წინ შვეიცარიაში იქორწინეს.

ქორწილს წყვილის უახლოესი მეგობრები და ნათესავები ესწრებოდნენ. მათ შორის ცნობილი ტელეწამყვანი ოპრა უინფრი, დევიდ ბოუი, ეროს რამაზოტი და შადე.

მომზადებულია HELLO-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება