სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ბატონო ბიძინა, თუ სამართალი არ იზეიმებს, ყველაფერი წყალში ჩაიყრება"
"ბატონო ბიძინა, თუ სამართალი არ იზეიმებს, ყველაფერი წყალში ჩაიყრება"

რო­გორ აღ­მოჩ­ნდა სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში ყო­ფი­ლი ვიცე-პრე­მი­ე­რის (1993-1994 წწ.), ამი­რან ქა­და­გიშ­ვი­ლის ოჯა­ხი ცი­ხე­ში და მათი ქო­ნე­ბა კი სა­ხელ­მწი­ფოს ხელ­ში, რის გამო გახ­და ქა­და­გიშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხი სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­მიზ­ნე და რისი იმე­დი აქვთ მათ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან, ამის შე­სა­ხებ "კვი­რის პა­ლიტ­რას" ყო­ფი­ლი ვიცე-პრე­მი­ე­რის ვაჟი, "გა­მა­ბან­კის" ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი და პო­ლიტ­დევ­ნი­ლი გი­ორ­გი ქა­და­გიშ­ვი­ლი ექ­სკლუ­ზი­უ­რად ესა­უბ­რა:

- ალ­ბათ, არ­სე­ბობ­და სია იმ ობი­ექ­ტე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" უნდა და­ე­რე­კე­ტე­ბი­ნა. ჩვენ პირ­ვე­ლი აღ­მოვ­ჩნდით და სა­მა­გა­ლი­თოდ, ყვე­ლას­თვის საჩ­ვე­ნებ­ლად და­ვი­სა­ჯეთ. ჩემი ძმა, არ­ჩი­ლი, "გა­მა­ბან­კის" საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე გახ­ლდათ. ჩვე­ნი ფირ­მა, შპს "ასა­მი", "გა­მა­ბან­კის" 33%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი იყო, 51%-ის მფლო­ბე­ლე­ბი კი უცხო­ე­ლე­ბი იყ­ვნენ.

"გა­მა­ბან­კის"გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტო­რად ორი თვის და­ნიშ­ნუ­ლი ვი­ყა­ვი, როცა ბან­კში პრო­კუ­რა­ტუ­რა შე­მო­ვი­და, 10 მი­ლი­არ­დი ევრო გა­ა­თეთ­რე­თო. მა­შინ სა­ქარ­თვე­ლო­ში 28 ბან­კი იყო და ყვე­ლა რომ გა­ფი­ცუ­ლი­ყო, მთავ­რო­ბაც მიხ­ვდე­ბო­და, რომ კერ­ძო ბანკთან თავ­ხე­დო­ბა არ გა­უ­ვი­დო­და. თა­ვი­დან­ვე გვი­თხრეს, გა­და­ი­ხა­დეთ 20 მლნ დო­ლა­რი და საქ­მე და­ი­ხუ­რე­ბაო, მაგ­რამ ამ­დენ ფულს სა­ი­დან გა­და­ვუხ­დი­დით?

ახა­ლი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და კო­ჯორ­ში ვის­ვე­ნებ­დით. თა­ნამ­შრო­მელ­მა და­მი­რე­კა, ბანკსა და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის სახ­ლებ­ში პრო­კუ­რო­რე­ბი შე­მოგ­ვიც­ვივ­დნე­ნო. მშობ­ლებ­თან დავ­რე­კე და დე­დის ნაც­ვლად პრო­კუ­რორ­მა ქალ­მა მი­პა­სუ­ხა, წარ­მოგ­ვიდ­გი­ნეთ თქვე­ნი თა­ვიო. მივ­ხვდი, რომ მშობ­ლე­ბის ბინა ალ­ყა­ში იყო.

"გა­მა­ბანკს" იუ­რი­დი­ულ მომ­სა­ხუ­რე­ბას ფირ­მა "პარტნი­ო­რი" (რომ­ლის დამ­ფიძ­ნე­ბე­ლი და­ვით სა­ა­კაშ­ვი­ლია) უწევ­და და იქ მი­ვე­დი. "პარტნი­ო­რის" დი­რექ­ტორ­მა ლე­ვან პა­ტე­იშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც ჩემ­თან სა­უბ­რის პა­რა­ლე­ლუ­რად პრო­კუ­რო­რებს ეკონ­ტაქ­ტე­ბო­და, მი­თხრა, მე­უბ­ნე­ბი­ან, თუ ორი­ვე ძმა არ ჩაგ­ვბარ­დე­ბა, მშობ­ლებს და­ვა­კა­ვებ­თო. ჩემი ძმა იმ პი­რო­ბით ჩა­ბარ­დათ, რომ მშობ­ლებს არ და­ი­ჭერ­დნენ. ვფიქ­რობ­დი, რომ ეს აბ­სურ­დი მალე დას­რულ­დე­ბო­და. 11-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი კა­პი­ტა­ლის მქო­ნე ბანკს, რომ 10 მი­ლი­არ­დი ევ­როს (ერთ სა­ბან­კო დღე­ში) გა­თეთ­რე­ბას და­აბ­რა­ლებ, ძა­ლი­ან ალო­გი­კუ­რია.

შინ დავ­რე­კე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სახ­ლი სპეც­რაზ­მე­ლე­ბით იყო სავ­სე, დე­დამ მო­ას­წრო ტე­ლე­ფო­ნის აღე­ბა და მი­თხრა, მა­მაც და­ა­კა­ვეს და შენი ძმა­ცო. მივ­ხვდი, რომ "პარტნი­ო­რი" ჩვენს სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან თა­ნამ­შრომ­ლობ­და. ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბის გარ­და, ბან­კის 7 თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ა­კა­ვეს. მათ აღი­ა­რეს ფულს ვა­თეთ­რებ­დი­თო.

- თქვენ რო­გორ გა­და­ურ­ჩით და­კა­ვე­ბას?

- რო­დე­საც დე­დამ მი­თხრა, ძმაც და მა­მაც და­ა­კა­ვე­სო, მო­ვას­წა­რი "პარტნი­ო­რის" ოფი­სი­დან გაქ­ცე­ვა. თაფ­ლო­ბის თვე­ში ძებ­ნი­ლად ვი­ქე­ცი. ერთხანს სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­მა­ლე­ბო­დი. პირ­ვე­ლი სამი თვე შოკი და დეპ­რე­სია მქონ­და. ისე­თი გან­ცდა მქონ­და, გრი­გალ­მა გა­და­მი­ა­რა-მეთ­ქი. ამა­სო­ბა­ში გა­ვი­გე, რომ დე­დაც და­ა­პა­ტიმ­რეს. პრო­კუ­რა­ტუ­რას შე­ვუთ­ვა­ლე, ოღონდ დედა გა­მო­უშ­ვით და მე ჩაგ­ბარ­დე­ბით-მეთ­ქი, მაგ­რამ პა­სუ­ხი ვერ მი­ვი­ღე.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ბატონო ბიძინა, თუ სამართალი არ იზეიმებს, ყველაფერი წყალში ჩაიყრება"

"ბატონო ბიძინა, თუ სამართალი არ იზეიმებს, ყველაფერი წყალში ჩაიყრება"

როგორ აღმოჩნდა სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე თვეში ყოფილი ვიცე-პრემიერის (1993-1994 წწ.), ამირან ქადაგიშვილის ოჯახი ციხეში და მათი ქონება კი სახელმწიფოს ხელში, რის გამო გახდა ქადაგიშვილების ოჯახი სააკაშვილის ხელისუფლების სამიზნე და რისი იმედი აქვთ მათ ახალი ხელისუფლებისგან, ამის შესახებ "კვირის პალიტრას" ყოფილი ვიცე-პრემიერის ვაჟი, "გამაბანკის" ყოფილი გენერალური დირექტორი და პოლიტდევნილი გიორგი ქადაგიშვილი ექსკლუზიურად ესაუბრა:

- ალბათ, არსებობდა სია იმ ობიექტებისა, რომლებიც "ნაციონალურ მოძრაობას" უნდა დაერეკეტებინა. ჩვენ პირველი აღმოვჩნდით და სამაგალითოდ, ყველასთვის საჩვენებლად დავისაჯეთ. ჩემი ძმა, არჩილი, "გამაბანკის" საბჭოს თავმჯდომარე გახლდათ. ჩვენი ფირმა, შპს "ასამი", "გამაბანკის" 33%-იანი წილის მფლობელი იყო, 51%-ის მფლობელები კი უცხოელები იყვნენ.

"გამაბანკის"გენერალურ დირექტორად ორი თვის დანიშნული ვიყავი, როცა ბანკში პროკურატურა შემოვიდა, 10 მილიარდი ევრო გაათეთრეთო. მაშინ საქართველოში 28 ბანკი იყო და ყველა რომ გაფიცულიყო, მთავრობაც მიხვდებოდა, რომ კერძო ბანკთან თავხედობა არ გაუვიდოდა. თავიდანვე გვითხრეს, გადაიხადეთ 20 მლნ დოლარი და საქმე დაიხურებაო, მაგრამ ამდენ ფულს საიდან გადავუხდიდით?

ახალი დაქორწინებული ვიყავი და კოჯორში ვისვენებდით. თანამშრომელმა დამირეკა, ბანკსა და თანამშრომლების სახლებში პროკურორები შემოგვიცვივდნენო. მშობლებთან დავრეკე და დედის ნაცვლად პროკურორმა ქალმა მიპასუხა, წარმოგვიდგინეთ თქვენი თავიო. მივხვდი, რომ მშობლების ბინა ალყაში იყო.

"გამაბანკს" იურიდიულ მომსახურებას ფირმა "პარტნიორი" (რომლის დამფიძნებელი დავით სააკაშვილია) უწევდა და იქ მივედი. "პარტნიორის" დირექტორმა ლევან პატეიშვილმა, რომელიც ჩემთან საუბრის პარალელურად პროკურორებს ეკონტაქტებოდა, მითხრა, მეუბნებიან, თუ ორივე ძმა არ ჩაგვბარდება, მშობლებს დავაკავებთო. ჩემი ძმა იმ პირობით ჩაბარდათ, რომ მშობლებს არ დაიჭერდნენ. ვფიქრობდი, რომ ეს აბსურდი მალე დასრულდებოდა. 11-მილიონიანი კაპიტალის მქონე ბანკს, რომ 10 მილიარდი ევროს (ერთ საბანკო დღეში) გათეთრებას დააბრალებ, ძალიან ალოგიკურია.

შინ დავრეკე. მიუხედავად იმისა, რომ სახლი სპეცრაზმელებით იყო სავსე, დედამ მოასწრო ტელეფონის აღება და მითხრა, მამაც დააკავეს და შენი ძმაცო. მივხვდი, რომ "პარტნიორი" ჩვენს საწინააღმდეგოდ პროკურატურასთან თანამშრომლობდა. ჩემი ოჯახის წევრების გარდა, ბანკის 7 თანამშრომელი დააკავეს. მათ აღიარეს ფულს ვათეთრებდითო.

- თქვენ როგორ გადაურჩით დაკავებას?

- როდესაც დედამ მითხრა, ძმაც და მამაც დააკავესო, მოვასწარი "პარტნიორის" ოფისიდან გაქცევა. თაფლობის თვეში ძებნილად ვიქეცი. ერთხანს საქართველოში ვიმალებოდი. პირველი სამი თვე შოკი და დეპრესია მქონდა. ისეთი განცდა მქონდა, გრიგალმა გადამიარა-მეთქი. ამასობაში გავიგე, რომ დედაც დააპატიმრეს. პროკურატურას შევუთვალე, ოღონდ დედა გამოუშვით და მე ჩაგბარდებით-მეთქი, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ