გიორგი სუხიტაშვილი - "გული დამწყდა, რომ ამას კადრულობს ადამიანი"

გიორგი სუხიტაშვილი - "გული დამწყდა, რომ ამას კადრულობს ადამიანი"

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი გაძარცვეს. გიორგი ამის შესახებ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ჩივილს არ აპირებს.

"ძალიან დამწყდა გული დღეს, როცა ჩემს მანქანას ბამპერზე პლასტმასის ნაწილები ქონდა შეხსნილი, იმიტომ კი არა, რო მე ვიზარალე, არამედ იმიტომ რომ ადამიანებს ისევ უჩნდებათ სურვილი ასეთი რამე აკეთონ, მე არ ვაბრალებ ამას ამნისტოებს და მთავრობის ცვლილებას, უბრალოდ გული დამწყდა, რომ ამას კადრულობს ადამიანი, ესეთი ფაქტები ძალიან ბევრია. იქვე ახლოს მაღაზიაა, სადაც კამერა დგას და დიდი შანსია იქ ჩანდეს, არ მივედი და არ დავიწყე გარკვევა, რო დაიჭირონ, რა მერე? მე პლასტმასებს მომცემენ და იმას ან დააკავებენ ან დააჯარიმებენ, თუ ვინმე ამ პოსტს წაიკითხავს, ისეთი, ვისაც ხელი წაუცდა სხვის ქონებაში ან შემდგომში დააპირებს ამას, უბრალოდ გეტყვით, ყველაფერი კანონზომიერია და ეს კანონზომიერება ბალანსს აყენებს ჩვენს ცხოვრებაში, შენ მე მომპარე, შენ ვიღაცამ შეიძლება სახლი გაგიტეხოს, იმას სადარბაზოში დახვდნენ, იმას მანქანა დაეჯახება, მანქანის პატრონი დაიმალება, მერე მის შვილს სასწრაფო დასჭირდება და ის არ მოვა, ბევრი რო არ გავაგრძელო, ადრე თუ გვიან ყველაფერს თავისი საპირწონე საზღაური მიეზღვება. მორალს არავის არ ვუკითხავ, მინდა, რომ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ ისევ საკუთარი თავისთვის", - წერს სუხიტაშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს