კონტროლიორების აღსარება - "ჩვენც გვაკონტროლებენ და გვაჯარიმებენ"
კონტროლიორების აღსარება - "ჩვენც გვაკონტროლებენ და გვაჯარიმებენ"

ვი­საც ავ­ტო­ბუ­სით უმგზავ­რია, მიხ­ვდე­ბა, რო­გო­რი რთუ­ლი პრო­ფე­სი­აა ავ­ტო­ბუ­სის კონ­ტრო­ლი­ო­რო­ბა, მით უმე­ტეს ჩვენ­ში, სა­დაც მგზავ­რე­ბის არ­ცთუ მცი­რე ნა­წილს ბი­ლე­თე­ბის აღე­ბა არ უყ­ვარს, ნა­წილს კი ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არა აქვს. "ყვე­ლა სი­ახ­ლე" შე­ე­ცა­და ამ სამ­სა­ხუ­რის სირ­თუ­ლე­ებ­ზე თა­ვად კონ­ტრო­ლი­ო­რებს გა­სა­უბ­რე­ბო­და, თუმ­ცა ორი ქალ­ბა­ტო­ნის გარ­და, ჟურ­ნა­ლის­ტთან გა­სა­უბ­რე­ბის­გან ყვე­ლამ თავი შე­ი­კა­ვა.

ლ.კ.: ძა­ლი­ან რთუ­ლი სა­მუ­შა­ოა. ყვე­ლას ხა­სი­ათს ხომ ვერ გა­მო­იც­ნობ, ბი­ლეთს რომ ვთხოვთ, ზო­გი­ერ­თი მგზავ­რი აქეთ გვი­ტევს, ჯერ ამოს­ვლა მა­ცა­ლეო. არა­და, ზე­მო­დან გვა­ვა­ლე­ბენ, ავ­ტო­ბუს­ში ას­ვლის­თა­ნა­ვე მგზავ­რებს ბი­ლე­თი მოვ­თხო­ვოთ, წე­სის თა­ნახ­მა­დაც ასეა სა­ჭი­რო - ბი­ლე­თი ას­ვლის­თა­ნა­ვე უნდა აიღო. ჩვენც გვა­კონ­ტრო­ლე­ბენ და უბი­ლე­თო მგზავ­რი თუ დაგ­ვი­ჭი­რეს, გვა­ჯა­რი­მე­ბენ. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა სა­ში­ნე­ლე­ბაა, როცა დი­ლი­დან და­ღა­მე­ბამ­დე უამ­რა­ვი მგზავ­რი ერ­თსა და იმა­ვე თე­მა­ზე გე­ჩხუ­ბე­ბა. ჩვე­ნიც ხომ უნდა გა­ი­გონ, ჩვენ ხომ მხო­ლოდ და­ვა­ლე­ბას ვას­რუ­ლებთ. ეგ კი არა, ზოგ­ჯერ ავ­ტო­ბუ­სე­ბის დაგ­ვი­ა­ნე­ბის გა­მოც ჩვენ გვე­ჩხუ­ბე­ბი­ან. თუკი რა­მე­ზე გა­ნა­წყენ­დე­ბი­ან, აგ­რე­სია ჩვენ­ზე გად­მო­აქვთ. რკი­ნის ნერ­ვე­ბი უნდა გქონ­დეს, ამას რომ მშვი­დად შეხ­ვდე და გა­უძ­ლო.

პრე­ტენ­ზი­ებს ძი­რი­თა­დად ის მგზავ­რე­ბი გა­მოთ­ქვა­მენ, ვი­საც ბი­ლე­თის აღე­ბა არ უნდა, ან ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არა აქვს. ხში­რად თავს იმით იმარ­თლე­ბენ, რომ სამ­სა­ხუ­რი არა აქვთ და ბი­ლე­თის შე­ძე­ნა არ შე­უძ­ლი­ათ, ან ფული და ბა­რა­თი სახ­ლში დარ­ჩათ. ერთი შე­ხედ­ვით შე­ა­ტყობ, ვის მარ­თლა დარ­ჩა და ვინ ცრუ­ობს. ვი­საც უხერ­ხუ­ლო­ბა ეტყო­ბა, იმას უბი­ლე­თო­დაც ვა­ტა­რებთ. გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რდე­ბი უხე­შო­ბენ, ზოგ­ჯერ პირ­და­პირ შე­ტე­ვა­ზე გად­მო­დი­ან, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში პატ­რულს ვი­ძა­ხებთ ან ავ­ტო­ბუ­სი­დან ვაგ­დებთ.

ლ.გ.: ურ­თუ­ლე­სი საქ­მეა, გან­სა­კუთ­რე­ბით ქა­ლის­თვის. ვუძ­ლებ, რო­გორც შე­მიძ­ლია. ზოგ­ჯერ რა­ტომ­ღაც ბი­ლე­თი­ა­ნე­ბიც კი გვე­ჩხუ­ბე­ბი­ან. არ ვიცი, ზო­გი­ერ­თი ჩვე­ნი კო­ლე­გა შე­იძ­ლე­ბა ცუ­დად იქ­ცე­ვა, მაგ­რამ ერ­თე­უ­ლე­ბის გამო ჯოხი ყვე­ლა­ზე არ უნდა გა­და­ტე­ხო.

მარი ონე­ზაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

კონტროლიორების აღსარება - "ჩვენც გვაკონტროლებენ და გვაჯარიმებენ"

კონტროლიორების აღსარება - "ჩვენც გვაკონტროლებენ და გვაჯარიმებენ"

ვისაც ავტობუსით უმგზავრია, მიხვდება, როგორი რთული პროფესიაა ავტობუსის კონტროლიორობა, მით უმეტეს ჩვენში, სადაც მგზავრების არცთუ მცირე ნაწილს ბილეთების აღება არ უყვარს, ნაწილს კი ამის საშუალება არა აქვს. "ყველა სიახლე" შეეცადა ამ სამსახურის სირთულეებზე თავად კონტროლიორებს გასაუბრებოდა, თუმცა ორი ქალბატონის გარდა, ჟურნალისტთან გასაუბრებისგან ყველამ თავი შეიკავა.

ლ.კ.: ძალიან რთული სამუშაოა. ყველას ხასიათს ხომ ვერ გამოიცნობ, ბილეთს რომ ვთხოვთ, ზოგიერთი მგზავრი აქეთ გვიტევს, ჯერ ამოსვლა მაცალეო. არადა, ზემოდან გვავალებენ, ავტობუსში ასვლისთანავე მგზავრებს ბილეთი მოვთხოვოთ, წესის თანახმადაც ასეა საჭირო - ბილეთი ასვლისთანავე უნდა აიღო. ჩვენც გვაკონტროლებენ და უბილეთო მგზავრი თუ დაგვიჭირეს, გვაჯარიმებენ. წარმოიდგინეთ, რა საშინელებაა, როცა დილიდან დაღამებამდე უამრავი მგზავრი ერთსა და იმავე თემაზე გეჩხუბება. ჩვენიც ხომ უნდა გაიგონ, ჩვენ ხომ მხოლოდ დავალებას ვასრულებთ. ეგ კი არა, ზოგჯერ ავტობუსების დაგვიანების გამოც ჩვენ გვეჩხუბებიან. თუკი რამეზე განაწყენდებიან, აგრესია ჩვენზე გადმოაქვთ. რკინის ნერვები უნდა გქონდეს, ამას რომ მშვიდად შეხვდე და გაუძლო.

პრეტენზიებს ძირითადად ის მგზავრები გამოთქვამენ, ვისაც ბილეთის აღება არ უნდა, ან ამის საშუალება არა აქვს. ხშირად თავს იმით იმართლებენ, რომ სამსახური არა აქვთ და ბილეთის შეძენა არ შეუძლიათ, ან ფული და ბარათი სახლში დარჩათ. ერთი შეხედვით შეატყობ, ვის მართლა დარჩა და ვინ ცრუობს. ვისაც უხერხულობა ეტყობა, იმას უბილეთოდაც ვატარებთ. განსაკუთრებით ახალგაზრდები უხეშობენ, ზოგჯერ პირდაპირ შეტევაზე გადმოდიან, ასეთ შემთხვევაში პატრულს ვიძახებთ ან ავტობუსიდან ვაგდებთ.

ლ.გ.: ურთულესი საქმეა, განსაკუთრებით ქალისთვის. ვუძლებ, როგორც შემიძლია. ზოგჯერ რატომღაც ბილეთიანებიც კი გვეჩხუბებიან. არ ვიცი, ზოგიერთი ჩვენი კოლეგა შეიძლება ცუდად იქცევა, მაგრამ ერთეულების გამო ჯოხი ყველაზე არ უნდა გადატეხო.

მარი ონეზაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია