2013 წლის იანვრიდან ივლისამდე სტალინის სახლ-მუზეუმში ტურისტების რაოდენობამ უკვე 15 000 -ს მიაღწია.
"კომუნისტების დროს რომ მოდიოდნენ, თითქმის იმდენი ხალხი მოდის. ძირითადად, ისრაელიდან და ჩინეთიდან აქტიურობენ. მოდიან ასევე ამერიკიდან, გაახშირეს რუსეთის ქალაქებიდან ჩამოსვლა. ქართველები უფრო ნაკლებად ჩანან", - აცხადებს მუზეუმის წარმომადგენელი ნუნუ მახარაშვილი.