ევა ლონგორია სულ ერთი თვეა, რაც ერნესტო არგუელოს ხვდება, თუმცა წყვილი უკვე გადადის ურთიერთობის ახალ ეტაპზე. ევა და ერნესტო ერთად ცხოვრებას აპირებენ. მსახიობი და მისი საყვარელი პაპარაცებმა მაშინ გამოიჭირეს, როდესაც ისინი სახლს ეძებდნენ.
წყვილი აპარტამენტებს ჰოლივუდში ეძებს. 37 წლის ევამ და მისმა 34 წლის საყვარელმა უკვე 5 სახლი დაათვალიერეს.
ერნესტო არგუელო მაიამელი მწერალი და ფილანტროპია. წყვილმა ერთმანეთი Ready For Love-ის გადაღებებზე გაიცნო - ერნესტო შოუში მონაწილეობდა, ევა კი პროდუსერი იყო.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.