სკანდალური ფოტო: საბჭოთა კავშირის დროს პუტინი ოპოზიციონერების ცემას და დაჭერას კურირებდა

სკანდალური ფოტო: საბჭოთა კავშირის დროს პუტინი ოპოზიციონერების ცემას და დაჭერას კურირებდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, საბჭოთა კავშირის დროს ოპოზიციონერებს უსწორდებოდა და მათ დაჭერას კურირებდა. ამ ფაქტის ამსახველი ფოტო რუსი უფლებადამცველის, იულია რიბაკოვის წიგნში "ჩემი საუკუნე" გამოქვეყნდა.

ფოტოზე რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 1989 წელს, ვალერი ტერეხოვის და "დემოკრატიული კავშირის" სხვა წევრების შეპყრობას და ცემას ხელმძღვანელობს. 

ფოტოს შემდეგი წარწერა აქვს დართული: "ვ.პუტინი "დემოკრატიული კავშირის" ლიდერის ვალერი ტერეხოვის შეპყრობას კურირებს. ყაზანის ტაძარი. 1989 ".

რიბაკოვს ეს ფოტო 1989 წლის 12 მარტს გამართული აქციის მონაწილეებმა გადასცეს. წიგნში მოყვანილია ტერეხოვის დეტალური მონათხრობი, სადაც ნახსენებია, რომ პუტინს დაჭერების კურატორის როლი ჰქონდა. ტერეხოვს არ ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ ის სწორედ პუტინის ბრძანებით დააკავეს.

როგორც თავის ბლოგში ანდრეი ტრეზინი წერს, არსებობენ სხვა თვითმხილველებიც, რომლებმაც ამ დღეს პუტინი ყაზანის ტაძართან ბრძანებების გაცემისას შეამჩნიეს. მისივე თქმით, 1989 წლის 12 მარტის აქციის დროს 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

1989 წლის 12 მარტს გამართული მიტინგი იმ დროისთვის საკმაოდ მასშტაბური იყო. ადგილზე МВД-ს და КГБ-ს ათასობით თანამშრომელი იყო მობილიზებული.

მომზადებულია censor.net.ua-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა