16 წლის მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ძებნაში ინტერპოლი ჩაერთო

16 წლის მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ძებნაში ინტერპოლი ჩაერთო

16 წლის მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ძებნაში ინტერპოლი ჩაერთო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსმა ვალერიან თელიამ განუცხადა. მისი განმარტებით, თურქეთის სამართალდამცველი ორგანოს წარმომადგენლებიც არიან გაფრთხილებული და ეჭვმიტანილის ადგილსამყოფელის დასადგენად და დასაკავებლად ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.

როგორც ვალერი თელიამ აღნიშნა, ირანის მოქალაქე საქართველოში შემოვიდა 23 ივნისს, ხოლო საქართველო დატოვა 22 ივლისს 19:22 საათზე. "გოგონას დაკარგვის შესახებ ოჯახის წევრებმა მოგვმართეს 22 ივლისს 23:00 საათზე. გვამი კი აღმოჩენილ იქნა ღამის 01:00 საათზე. იმ დროისთვის ირანის მოქალაქეს სარფის საბაჟო პუნქტი უკვე დატოვებული ჰქონდა. კერძოდ, მოჰამადამინ რუინთანია სარფის საზღვარი გადაკვეთა 22 ივლისს 19:22 საათზე", - განაცხადა თელიამ.

მისივე თქმით, გამოძიება მიმდინარეობს და მკვლელობის მოტივი დადგინდება. ვალერი თელიას ინფორმაციით, ირანის მოქალაქე ერთი თვის განმავლობაში ახალი ბულვარის ბოლოს ხიდის ქვეშ ცხოვრობდა. "ეს ადამიანი ხიდის ქვეშ ცხოვრობდა. მოწმეები ადასტურებენ, რომ ის მარიამ კოჩალიძის ველოსიპედით გადაადგილდებოდა ბულვარის ტერიტორიაზე, მკვლელობის საღამოს. აღმოჩენილია ველოსიპედი ბათუმში, რაც ერთ-ერთმა მოქალაქემ წარმოუდგინა პოლიციას. მობილური ტელეფონი არ არის ნაპოვნი", - აღნიშნა ვალერი თელიამ.

იხილეთ ვიდეო: მარიამ კოჩალიძის სავარაუდო მკვლელი საზღვარს ტოვებს - შსს-ს ვიდეომასალა

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ