სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მთავარი პროკურატურა მამუკა ივანიაძის საკითხზე განცხადებას ავრცელებს
მთავარი პროკურატურა მამუკა ივანიაძის საკითხზე განცხადებას ავრცელებს

სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს მა­ღალ­ჩი­ნო­სან­თა საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლის მა­მუ­კა ივა­ნი­ა­ძის სა­უბ­რის ამ­სახ­ველ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რის გა­სა­ჯა­რო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

"რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, მიმ­დი­ნა­რე წლის 22 ივ­ნისს, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლი იქნა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს და შპს "მე­ქა­ნი­ზა­ტო­რის" რიგ თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ მა­მუ­კა ივა­ნი­ა­ძის სა­უბ­რის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რის ნა­წი­ლი.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გაც­ნო­ბებთ, რომ ხსე­ნე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რის რო­გორც მო­პო­ვე­ბა, აგ­რეთ­ვე მიმ­დი­ნა­რე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე მისი დარ­თვა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის გა­ნუხ­რე­ლი დაც­ვით და ხსე­ნე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი სრულ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­შია მოქ­მედ საპ­რო­ცე­სო მო­თხოვ­ნებ­თან", - აღ­ნიშ­ნუ­ლია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ამსთან, ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის მტკი­ცე­ბით, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მა­ღალ­ჩი­ნო­სან­თა საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ მა­მუ­კა ივა­ნი­ა­ძე­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის მოხ­დე­ნის მცდე­ლო­ბას გუ­შინ­დელ და­კი­თხვა­ზეც ჰქონ­და ად­გი­ლი.

კახა კო­ჟო­რი­ძის გან­მარ­ტე­ბით, ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცია აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით დღეს პრო­კუ­რა­ტუ­რას გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თავს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

მთავარი პროკურატურა მამუკა ივანიაძის საკითხზე განცხადებას ავრცელებს

მთავარი პროკურატურა მამუკა ივანიაძის საკითხზე განცხადებას ავრცელებს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსანთა საქმეზე ბრალდებულის მამუკა ივანიაძის საუბრის ამსახველ ვიდეოჩანაწერის გასაჯაროებასთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარე წლის 22 ივნისს, საქართველოს პროკურატურის მიერ გასაჯაროებული იქნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შპს ,,მექანიზატორის" რიგ თანამდებობის პირთა საქმეზე ბრალდებულ მამუკა ივანიაძის საუბრის ამსახველი ვიდეოჩანაწერის ნაწილი.

აღნიშნულთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ხსენებული ვიდეოჩანაწერის როგორც მოპოვება, აგრეთვე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მისი დართვა განხორციელებულია საქართველოს კანონმდებლობის განუხრელი დაცვით და ხსენებული მოქმედებები სრულ შესაბამისობაშია მოქმედ საპროცესო მოთხოვნებთან", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

ამსთან, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მტკიცებით, სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსანთა საქმეზე ბრალდებულ მამუკა ივანიაძეზე ზემოქმედების მოხდენის მცდელობას გუშინდელ დაკითხვაზეც ჰქონდა ადგილი.

კახა კოჟორიძის განმარტებით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს პროკურატურას განცხადებით მიმართავს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ