იმედია, რომ კარგი შედეგებით დავბრუნდებით, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს თბილისის აეროპორტში რუსეთში გამგზავრებამდე განაცხადა.
კათოლიკოს-პატრიარქმა ვიზიტთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა.
"ჩვენ მივემგზავრებით მოსკოვში, კიევსა და მინსკში. რუსეთის ეკლესია აღნიშნავს გაქრისტიანების 1025 წელს. ჩვენ შეხვედრები გვექნება რუსეთის პატრიარქ კირილთან და სხვა მღვდელმთავრებთან, ასევე შეხვედრა გვექნება პრეზიდენტებთან, იმედია, რომ კარგი შედეგებით დავბრუნდებით", - განაცხადა აეროპორტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციამ აეროპორტი უკვე დატოვა.
დელეგაციის შემადგენლობაში რამდენიმე მღვდელმთავარი, მაღალი რანგის სასულიერო პირები, ასევე საერო პირებიც არიან.