მესამე რაიხის შთამომავლები

მესამე რაიხის შთამომავლები

როდესაც დოკუმენტალისტმა ტატიანა ფრეიდენსონმა მესამე რაიხის შვილებზე ფილმის გადაღება გადაწყვიტა, ცოტას თუ სჯეროდა, რომ წარმატებას მიაღწევდა.

გასაგებია - ძალიან დელიკატური თემა იყო: საეჭვო იყო, იმ ფაშისტების შვილები, რომლებსაც 25 მილიონი ადამიანის სიკვდილში ედებათ ბრალი, ინტერვიუს დროს გულახდილები ყოფილიყვნენ. საბედნიეროდ, სამწლიანი კვლევითი მუშაობის განმავლობაში ტატიანა მესამე რაიხის მემკვიდრეებისთვის მეგობარი და ფსიქოლოგიც გახდა.

ნაცისტების შვილებზე ფილმი რომ გადაეღო, რეჟისორ ტატიანა ფრეიდენსონს გერმანიაში ათობით ფაქსის გაგზავნამ მოუწია.

მოლაპარაკება გაჭიანურდა, ზოგმა ფილმში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. "ვხედავდი როგორ ეშინოდათ, ფიქრობდნენ: "მოვიდნენ რუსები და მოგვაფსამენო", - იხსენებს ტატიანა.

ჰესი

1940-1943 წლებში ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის კომენდანტის, რომელმაც ადამიანების მასობრივი განადგურების მექანიზმი გამოიგონა და წარმოებაში ჩაუშვა "ციკლონი B", აირი, რომელიც ფაშისტების სიკვდილის ბანაკებში გამოიყენებოდა, შვილიშვილი რაინერ ჰესი იმ პირობით დათანხმდებოდა ფილმში გადაღებაზე, თუკი რეჟისორი არ გაამჟღავნებდა რომელ ქალაქში ცხოვრობდნენ კომენდანტის შვილები. მიზეზი გასაგებია. რუდოლფ ჰესმა 2,5 მილიონი ადამიანი გაანადგურა. ნიურნბერგის პროცესზე მესამე რაიხის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ადამიანი ნორმალურად მიიჩნიეს, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი საკონცენტრაციო ბანაკების კადრების შემდეგ ყველა ბრალდებულს სურდა, რომ ჰესი შეურაცხადად გამოეცხადებინათ.

როგორც გაირკვა, რაინერ ჰესმა 15 წლამდე არ იცოდა ვისი შვილი იყო. იგი ინტერნატში იზრდებოდა, სადაც მამამ გაგზავნა. საშინელი ამბავი მისი წარმომავლობის შესახებ შემთხვევით ადგილობრივი მებაღისგან გაიგო. რაინერმა მეგობრებთან ერთად სამზარეულოდან ბუტერბროდები მოიპარა. მებაღემ ბიჭებს ფაქტზე მიუსწრო და რაინერის გარდა არავინ არ უცემია. მან იცოდა, ბიჭუნა ვისი შვილიშვილი იყო, რადგანაც ოსვენციმის ბანაკში თვითონაც იჯდა. საწყალმა ბიჭუნამ მშობლებს ახსნა-განმარტება მოსთხოვა და თვითმკვლელობა სცადა. ჰესმა ფილმის რეჟისორი მოკრძალებულ მანსარდიან სახლში მიიპატიჟა. ცოლი, ოთხი შვილი და მცირე შემოსავალი მდიდრულად ცხოვრების საშუალებას არ იძლეოდა.

რაინერი მამასთან არ ურთიერთობდა, რადგანაც ომის დამთავრებისა და რუდოლფ ჰესის სიკვდილით დასჯის შემდეგ იგი მაინც ნაცისტად რჩებოდა. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების მრავალი წლის შემდეგ რაინერის მამა ადამიანებს არიელებად და არაარიელებად ყოფდა. ეზიზღებოდა უბრალო ადამიანები, ამბობდა, რომ არ აპირებდა "მდაბიო ცოლის" და შვილების რჩენას. რაინერმა აღიარა, რომ არ იცოდა, ცოცხალი იყო თუ არა მამამისი: "სიკვდილის პირას რომ იყოს და შველას მთხოვდეს, ჭიქა წყალს არ მივაწვდიდი. ბაბუას რომ შევხვედროდი, საკუთარი ხელით მოვკლავდი", - ამბობდა ფაშისტის შვილიშვილი.

... სასამართლოს გადაწყვეტილებით, 1947 წელს, კომენდანტი ჰესი პოლონეთში ოსვენციმის ტერიტორიაზე ჩამოარხჩეს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს