23 ივლისამდე საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება

23 ივლისამდე საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება

დასავლეთ საქართველოში უამინდობით გამოწვეული სტიქიური მოვლენები მოსალოდნელი არ არის. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს, 21 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი. 22 ივლისს კი, დასავლეთისა და აღმოსავლეთის უმეტეს რაიონში სინოპტიკოსები წვიმას პროგნოზირებენ. შესაძლებელია, ლოკალურად, რამდენიმე მონაკვეთში ძლიერი წვიმაც.

წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება 23 ივლისს დასავლეთში, თუმცა ინტენსივობა შემცირდება.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში, 21 და 22 ივლისს, სინოპტიკოსები წვიმასა და 30 გრადუს სითბოს პროგნოზირებენ.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია