რუნი მარა უპირატესობას ბუნებრივ სილამაზეს ანიჭებს

რუნი მარა უპირატესობას ბუნებრივ სილამაზეს ანიჭებს

მსახიობი რუნი მარა, რომელმაც ფილმში "გოგონა დრაკონის ტატუთი" მთავარი როლი შეასრულა, თაყვანისმცემლებს თავისი დახვეწილი და ბუნებრივი იმიჯით აოცებს. ვარსკვლავი აღიარებს, რომ არ არის მკვეთრი მაკიაჟის მომხრე და უპირატესობას ბუნებრივ სილამაზეს ანიჭებს.

"ბუნებრივი სილამაზე ეს ისაა, რისკენაც გამუდმებით მივისწრაფი. ყოველდღიურ ცხოვრებაში საერთოდ არ ვხმარობ მაკიაჟს. როდესაც ვცდილობ მაკიაჟი თავად გავიკეთო, საშინელება გამომდის", - აცხადებს მსახიობი.

რუნის იდეალური კანის საიდუმლო არა ტონალური საშუალებები, არამედ ცხოვრების ჯანსაღი წესი და ჯანსაღი საკვებია.

"უცნაურად მოგეჩვენებათ, მაგრამ ეს ყველაფერი მზისგან დამცავი საცხების დამსახურებაა, რომელსაც გამუდმებით ვხმარობ. კიდევ მივხვდი, რომ სილამაზე იმაზეა დამოკიდებული, რასაც მიირთმევ. ყველაფერი შიგნიდან იწყება", - ამბობს რუნი მარა.

ვარსკვლავი ცოტა ხნის წინ ბრენდ Calvin Klein-ის სარეკლამო სახე გახდა.

მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება