ვინ ბლო­კავს ხა­ტია სი­ჭი­ნა­ვას

ვინ ბლო­კავს ხა­ტია სი­ჭი­ნა­ვას

ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ხა­ტია სი­ჭი­ნა­ვა მა­ყუ­რე­ბელ­მა გა­იც­ნო გა­და­ცე­მით "სა­ნამ შენ გე­ძი­ნა". ტე­ლე­წამ­ყვა­ნი და მი­სი მე­უღ­ლე, სპორ­ტსმე­ნი რა­მაზ ნო­ზა­ძე ორ ქა­ლიშ­ვილს ზრდი­ან. სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებ­თან ერ­თად ხა­ტია ბიზ­ნე­სით არის და­კა­ვე­ბუ­ლი.

- რა­მაზს უყ­ვარს სი­ურ­პრი­ზე­ბის გა­კე­თე­ბა. ის არ მი­ე­კუთ­ვნე­ბა მა­მა­კა­ცე­ბის იმ კა­ტე­გო­რი­ას, ვინც მი­იჩ­ნევს, რომ გათხ­ო­ვე­ბის შემ­დეგ ქა­ლი სახ­ლში უნ­და დაჯ­დეს, ბავ­შვე­ბი აღ­ზარ­დოს და მხო­ლოდ გაზ­ქუ­რას­თან იტ­რი­ა­ლოს. რო­ცა ჩვე­ნი პა­ტა­რე­ბი წა­მო­ი­ზარ­დნენ, რა­მაზ­მა გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი ცენ­ტრი "ბო­დი იმი­ჯი" მა­ჩუ­ქა. ჩე­მი საქ­მეც მაქვს და მი­სი ხარ­ჯე­ბიც გა­ნა­ხევ­რდა. იღ­ბლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი ვარ, ყვე­ლა­ფერ­ში მი­მარ­თლებს და ბიზ­ნეს­საც წარ­მა­ტე­ბით ვუძღ­ვე­ბი.

- ბავ­შვე­ბის აღ­ზრდა­ში ვინ გეხ­მა­რე­ბა?

- ვინ აღარ მეხ­მა­რე­ბა - ჩე­მი და რა­მა­ზის მშობ­ლე­ბი, ჩე­მი და, ძი­ძე­ბი. ჩე­მი შვი­ლე­ბი ისე გა­ი­ზარ­დნენ, არც გა­მი­გი­ა. ახ­ლა ბავ­შვე­ბი ბა­კუ­რი­ან­ში მყავს დე­და­ჩემ­თან ერ­თად და­სას­ვე­ნებ­ლად გაშ­ვე­ბუ­ლი. თვის ბო­ლოს მეც წა­ვალ მათ­თან და აგ­ვის­ტოს ერ­თად გა­ვა­ტა­რებთ.

- შენ და რა­მაზ­მა უკ­ვე მო­ას­წა­რით დას­ვე­ნე­ბა?

- ბა­თუმ­ში ვი­ყა­ვით ჩვენს უფ­როს ქა­ლიშ­ვილ გაბ­რი­ე­ლას­თან ერ­თად. ძა­ლი­ან ცო­ტა დამ­სვე­ნე­ბე­ლი იყო იმ დროს ბა­თუმ­ში და ამინ­დებ­მაც ხე­ლი შეგ­ვიწყ­ო. ჩვე­ნი წა­მოს­ვლი­სას გაწ­ვიმ­და და მგო­ნი დღემ­დე წვიმს.

- ამ­ბო­ბენ, რომ და­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ წყვი­ლის ცხოვ­რე­ბა ერ­თფე­რო­ვა­ნი ხდე­ბა და პრობ­ლე­მე­ბი იქ­მნე­ბა...

- მე და რა­მაზს დღემ­დე შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის პე­რი­ო­დი გვაქვს. მუდ­მი­ვად ვა­ნე­ბივ­რებთ ერ­თმა­ნეთს სი­ურ­პრი­ზე­ბით. ჩე­მი აზ­რით, ურ­თი­ერ­თო­ბის გა­ერ­თფე­როვ­ნე­ბა წყვი­ლის ბრა­ლი­ა. ქა­ლი რომ თხოვ­დე­ბა, რა­ტომ­ღაც ფიქ­რობს, ქმა­რი უკ­ვე და­ჭე­რი­ლი მყავ­სო და აღარ ცდი­ლობს ჰარ­მო­ნი­უ­ლად გა­ნაგ­რძოს ცხოვ­რე­ბა. მე და რა­მაზ­მა ყვე­ლა სტე­რე­ო­ტი­პი და­ვარ­ღვი­ეთ, მათ შო­რის რძლი­სა და დე­დამ­თი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა. მე და ჩე­მი დე­დამ­თი­ლი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ვუ­გებთ ერ­თმა­ნეთს, თით­ქმის და­ქა­ლე­ბი ვართ. ვგიჟ­დე­ბი ჩემს მულ­ზეც, პა­ტა­რა ქა­ლიშ­ვილს სა­ხე­ლი ოლი სწო­რედ მის პა­ტივ­სა­ცე­მად და­ვარ­ქვი. ბევრ ადა­მი­ანს შურს ჩე­მი. ვინც არ მიც­ნობს, მა­თი მეს­მის, მაგ­რამ ვინც მიც­ნობს და ახ­ლოს არის ჩემ­თან, რა­ტომ­ღა ჭო­რა­ობს, ვერ გა­მი­გი­ა. ოქ­როს ტაქ­ტი­კა მაქვს, თუ გა­ვი­გე, რომ ჩემ­მა და­ქალ­მა სად­მე ჩემ­ზე ცუ­დად ილა­პა­რა­კა, მას წყნა­რად, ყო­ველ­გვა­რი ახ­სნა-­გან­მარ­ტე­ბის გა­რე­შე ვშორ­დე­ბი და ვუშ­ვებ ჩე­მი ტე­რი­ტო­რი­ი­დან.

- ხა­ტი­ა, ტე­ლე­სივ­რცე­ში დაბ­რუ­ნე­ბას აღარ აპი­რებ?

- რო­გორ არ ვა­პი­რებ, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც არც ერთ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში აღარ მო­ი­ძებ­ნა ჩემ­თვის ად­გი­ლი, არ ვი­ცი, მბლო­კა­ვენ თუ რა ხდე­ბა. რო­მელ ტე­ლე­ვი­ზი­ა­შიც კი მი­ვე­დი ჩე­მი პრო­ექ­ტე­ბით, ყვე­ლას მო­ე­წო­ნა, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ხვალ ან ზეგ და­გი­რე­კავ­თო, მაგ­რამ ეს ხვალ ან ზეგ აღარ დად­გა. 2008 წელს ქარ­თულ­-ლიტ­ვურ სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექ­ტში გა­ვი­მარ­ჯვე, ლიტ­ვა­ში უნ­და წავ­სუ­ლი­ყა­ვი სა­მუ­შა­ოდ, გა­ფორ­მე­ბუ­ლი იყო კონ­ტრაქ­ტი, ბი­ლე­თი აღე­ბუ­ლი მქონ­და, ბარ­გიც - ჩა­ლა­გე­ბუ­ლი, მაგრამ ერ­თი დღით ად­რე და­მი­რე­კეს და მითხ­რეს, უკაც­რა­ვად, ლიტ­ვა­ში სა­მუ­შა­ოდ თქვენ ვერ წა­მოხ­ვალ­თო. რა იყო ამის მი­ზე­ზი, დღემ­დე არ ვი­ცი. ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა ტე­ლე­ვი­ზი­ა...

- სამ­სა­ხუ­რის და­კარ­გვის შემ­დეგ ფი­ნან­სურ პრობ­ლე­მებს რო­გორ გა­უმ­კლავ­დი?

- მძი­მე პე­რი­ო­დი გა­მო­ვი­ა­რე. სხვა ჩემს ად­გილ­ზე იმ პრობ­ლე­მე­ბის გა­მო თავს მო­იკ­ლავ­და. მაგ­რამ, სა­ბედ­ნი­ე­როდ, დეპ­რე­სია არ მა­ხა­სი­ა­თებს და ალ­ბათ ამან გა­და­მა­ტა­ნი­ნა ყვე­ლა­ფე­რი. ასე­თი გა­მოთ­ქმა არ­სე­ბობს - თუ შენ­თან დეპ­რე­სია მო­ვა, ბევ­რი იცი­ნე, იფიქ­რებს, რომ გი­ჟი ხარ და აუ­ცი­ლებ­ლად დაგ­ტო­ვებ­სო. პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბით ვამ­ბობ, რომ ეს მარ­თა­ლი­ა.

- ხა­ტი­ა, "ფე­ის­ბუქ­ზე" ხში­რად ათავ­სებ მწვა­ვე პო­ლი­ტი­კურ გან­ცხა­დე­ბებს, რა­საც არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი შე­ფა­სე­ბე­ბი მოჰ­ყვე­ბა ხოლ­მე, ასე ხარ ჩარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კა­ში?

- რო­ცა "ფე­ის­ბუქ­ზე და­წე­რილ სტა­ტუსს სა­ჯა­რო გან­ხილ­ვა მოჰ­ყვე­ბა, ამა­ზე ძა­ლი­ან მე­ცი­ნე­ბა, "ფე­ის­ბუქი" ადა­მი­ანს გა­სარ­თო­ბად უნ­და ჰქონ­დეს. ვცდი­ლობ სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბებს არ ვუ­ყუ­რო, მაგ­რამ "ფე­ის­ბუქ­ზე" უამ­რა­ვი პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბა­ვი მხვდე­ბა, ადა­მი­ა­ნი ვარ და მეც გან­ვიც­დი ამ ყვე­ლა­ფერს. რაც გულ­ზე მხვდე­ბა, იმას ვაპ­რო­ტეს­ტებ. გუ­ლი რომ მტკი­ვა, იმი­ტომ ვწერ ამას და არა იმი­ტომ, რომ ვი­ღა­ცამ წა­ი­კითხ­ოს.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები