სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
კრიმინალურ გარჩევებს, "საბას" შემდეგ, "აკვაპარკიც" შეეწირა?
კრიმინალურ გარჩევებს, "საბას" შემდეგ, "აკვაპარკიც" შეეწირა?

თბი­ლი­სის აკ­ვა­პარკში ხან­ძა­რი 16 ივ­ლისს, სა­ღა­მოს გაჩ­ნდა. სამი შე­ნო­ბა და­იწ­ვა, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნე­თის­გან ბი­ლი­კე­ბი­თაა და­შო­რე­ბუ­ლი. აღ­ძრუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე. მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა. არ­სე­ბობს ხან­ძრის გა­მომ­წვე­ვი რამ­დე­ნი­მე ვერ­სია, რა­ზეც სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­მო­ძი­ე­ბა მუ­შა­ობს. თბი­ლი­სის აკ­ვა­პარ­კი შპს "ევ­რო­პარ­კის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, ბიზ­ნეს­მენ­მა აკა­კი სულ­ხა­ნიშ­ვილ­მა აა­შე­ნა. რო­გორც "ვერ­სი­ამ" გა­არ­კვია, აკა­კი სულ­ხა­ნიშ­ვილს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი, კერ­ძოდ, იუს­ტი­ცი­ის ექსმი­ნის­ტრი, ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი აშან­ტა­ჟებ­და. თბი­ლი­სის აკ­ვა­პარ­კის შემ­დეგ, ადე­იშ­ვილ­მა მუ­ქა­რის გა­მო­ყე­ნე­ბით აი­ძუ­ლა სულ­ხა­ნიშ­ვი­ლი, აკ­ვა­პარ­კე­ბი თე­ლავ­ში, ქუ­თა­ის­ში, ბა­თუმ­სა და ანაკ­ლი­ა­შიც აე­შე­ნე­ბი­ნა.

ვინ არის "ევ­რო­პარ­კის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი?

თბი­ლის­ში, ბა­თუმ­ში, ქუ­თა­ის­ში, თე­ლავ­სა და ლა­ზი­კა­შიც აკ­ვა­პარ­კე­ბი კომ­პა­ნია "ევ­რო­პარ­კმა" აა­შე­ნა. კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია ბიზ­ნეს­მე­ნი აკა­კი სულ­ხა­ნიშ­ვი­ლი, მეტ­სა­ხე­ლად "ფეფე", რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სეთ­ში ცხოვ­რობ­და და სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სიც ჰქონ­და. 2005 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და და ყო­ფი­ლი ტრი­კო­ტა­ჟის ქარ­ხნის ტე­რი­ტო­რია შე­ი­ძი­ნა. სულ­ხა­ნიშ­ვილს სურ­და, ამ ად­გილ­ზე დიდი სა­ვაჭ­რო ცენ­ტრი აე­შე­ნე­ბი­ნა, სა­დაც აკ­ვა­პარ­კიც გან­თავ­სდე­ბო­და, სა­ბო­ლო­ოდ კი, მხო­ლოდ აკ­ვა­პარ­კის პრო­ექ­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

თბი­ლი­სის აკ­ვა­პარ­კის აშე­ნე­ბის შემ­დეგ ნაც­მოძ­რა­ო­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს იდეა გა­უჩ­ნდათ, სულ­ხა­ნიშ­ვილს აკ­ვა­პარ­კე­ბი ბა­თუმ­ში, ქუ­თა­ის­სა და თე­ლავ­შიც აე­შე­ნე­ბი­ნა. ბიზ­ნეს­მე­ნი იხ­სე­ნებს, რომ აკ­ვა­პარ­კე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა, ჯამ­ში, 12 000 000 აშშ დო­ლა­რი და­უჯ­და: "ვი­ცო­დი, თე­ლა­ვის აკ­ვა­პარ­კის მშე­ნებ­ლო­ბა წამ­გე­ბი­ა­ნი პრო­ექ­ტი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ სა­ხელ­მწი­ფოს მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ აუქ­ცი­ონ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მა­ინც მი­ვი­ღე და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა შე­ვი­ძი­ნე. ობი­ექ­ტში 1 800 000 აშშ დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია უნდა ჩა­მე­დო და აკ­ვა­პარ­კი ამე­შე­ნე­ბი­ნა. მშე­ნებ­ლო­ბა და­წყე­ბუ­ლი მქონ­და, როცა ჩემს კუთ­ვნილ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უცხო პი­რე­ბი მო­ვიდ­ნენ და გა­მო­მი­ცხა­დეს, ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ვარ­თო. იმის გამო, რომ და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი ვერ წარ­მო­მიდ­გი­ნეს, შევ­კა­მათ­დით და... პო­ლი­ცი­ე­ლის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის მუხ­ლით, ორ­თვი­ა­ნი წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­მი­ფარ­დეს. გლ­და­ნის ცი­ხე­ში თვე­ნა­ხე­ვა­რი გა­ვა­ტა­რე. ბოლო გი­რაო - 50 000 ლარი გა­და­ვი­ხა­დე და გა­მო­მიშ­ვეს. დამ­პირ­დნენ, როცა თე­ლა­ვის აკ­ვა­პარ­კის მშე­ნებ­ლო­ბას და­ას­რუ­ლებ, საქ­მე­საც დავ­ხუ­რავ­თო".

თე­ლა­ვის აკ­ვა­პარ­კის მშე­ნებ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სულ­ხა­ნიშ­ვილს აც­ნო­ბეს, რომ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი, ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი გან­მუ­ხურ­ში იბა­რებ­და. ად­გილ­ზე ჩა­სულს, ადე­იშ­ვილ­თან ერ­თად, სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რი ზაზა გო­რო­ზი­აც დახ­ვდა, რომ­ლებ­მაც პირ­და­პირ უთხრეს, რომ მო­რი­გი აკ­ვა­პარ­კი ანაკ­ლი­ა­ში აე­შე­ნე­ბი­ნა. სულ­ხა­ნიშ­ვილს აკ­ვა­პარ­კის ასა­შე­ნე­ბე­ლი თან­ხა არ ჰქონ­და, მაგ­რამ ადე­იშ­ვილ­მა შე­ახ­სე­ნა, რომ გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ იყო გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი და და­ე­მუქ­რა, ცი­ხე­ში და­გაბ­რუ­ნე­ბო: "სამ დღე­ში ისევ და­მი­რე­კეს და ღა­მის 12 სა­ათ­ზე, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში და­მი­ბა­რეს. ადე­იშ­ვილ­მა ანაკ­ლი­ის აკ­ვა­პარ­კის მშე­ნებ­ლო­ბა შე­მახ­სე­ნა. ვუ­თხა­რი, იმ შემ­თხვე­ვა­ში ავა­შე­ნებ, თუ და­მა­ფი­ნან­სებთ-მეთ­ქი. 2 000 000 აშშ დო­ლა­რი მო­ვი­თხო­ვე. ორ დღე­ში და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, ფულს მოგ­ცემთ, მაგ­რამ პრო­ექ­ტი შე­იც­ვა­ლა და 26-მეტ­რი­ა­ნი ანძა, ანუ წყლის ატ­რაქ­ცი­ო­ნიც უნდა აა­შე­ნოო. ასე­თი სი­მაღ­ლის წყლის ანძა მსოფ­ლი­ო­ში არ არის და თუ ავა­შე­ნებ­დით, მხო­ლოდ უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, ექ­სპერ­ტე­ბის სა­ფუძ­ვლი­ა­ნი დას­კვნის შემ­დეგ, რაც შე­ვუთ­ვა­ლე კი­დეც ადე­იშ­ვილს".

თბი­ლი­სის, თე­ლა­ვი­სა და ანაკ­ლი­ის შემ­დეგ, ადე­იშ­ვი­ლის ზე­წო­ლის შე­დე­გად, აკა­კი სულ­ხა­ნიშ­ვილ­მა აკ­ვა­პარ­კე­ბი ბა­თუმ­სა და ქუ­თა­ის­შიც აა­შე­ნა. 2012 წლის 1 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის მერე კი, ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა ნო­დარ ხა­დურ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა დო­კუ­მენ­ტი, რომ­ლი­თაც დას­ტურ­დე­ბა, რომ ნაც­მოძ­რა­ო­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მა, ბი­უ­ჯე­ტი­დან 17 000 000 ლარი გა­მოყ­ვეს, რათა ლა­ზი­კა­ში "აკ­ვა­ლა­ზი­კა" აშე­ნე­ბუ­ლი­ყო.

რა­ტომ და­იწ­ვა თბი­ლი­სის აკ­ვა­პარ­კი?

შპს "ევ­რო­პარ­კი" ოფი­ცი­ა­ლუ­რად, 2005 წლის 3 ივ­ნისს, სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ­მა ბიზ­ნეს­მენ­მა აკა­კი სულ­ხა­ნიშ­ვილ­მა და­ა­ფუძნა. კომ­პა­ნი­ის სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო კოდი 202267983-ია. თავ­და­პირ­ვე­ლად, კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რი ნო­დარ სულ­ხა­ნიშ­ვი­ლი იყო შე­ზღუ­დუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბით, ხოლო 100%-იან წილს, კვიპ­როს­ში და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი შპს "ნო­მი­ნან­ტე­ბი" S. I. CYLOW SERVICES ფლობ­და. 2011 წელს, სა­მე­წარ­მეო რე­ესტრში ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და, შე­იც­ვა­ლა შპს-ს დი­რექ­ტო­რი, დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და წი­ლის მფლო­ბე­ლი. შე­დე­გად, "ევ­რო­პარ­კის" დი­რექ­ტო­რი ნო­დარ კბი­ლაშ­ვი­ლი, ხოლო დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და 100%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი, ისევ კვიპ­როს­ში და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი სხვა კომ­პა­ნია KRIPTON MANAGEMENT LIMITED გახ­და.

სა­მე­წარ­მეო რე­ესტრში ბოლო ცვლი­ლე­ბა 2013 წლის 2 აპ­რილს შე­ვი­და და შპს-ს დი­რექ­ტო­რი იო­სებ შა­ვიშ­ვი­ლი, ხოლო დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და 100%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი ისევ კვიპ­როს­ში და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნია KRIPTON MANAGEMENT LIMITED-ია. "ვერ­სი­ამ" ერთ-ერთ სა­იტ­ზე (http://www.hoovers.com) მი­აკ­ვლია, რომ უცხო­უ­რი კომ­პა­ნია KRIPTON MANAGEMENT LIMITED კვიპ­როს­ში კი არა, მოს­კოვ­ში, რუბ­ლი­ოვ­სკას გზატ­კე­ცილ­ზე მდე­ბა­რე­ობს.

სა­ა­გენ­ტო­ე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ერთ-ერთი ვერ­სი­ით, თბი­ლი­სის აკ­ვა­პარ­კი იმი­ტომ და­იწ­ვა, რომ მფლო­ბე­ლებს და­ზღვე­ვის თან­ხა მი­ე­ღოთ - შპს "ევ­რო­პარ­კი", ხან­ძრის გა­ჩე­ნამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე და­ა­ზღვი­ეს. ამ ვერ­სი­ას ის ფაქ­ტიც ამ­ყა­რებს, რომ შპს "ევ­რო­პარ­კის" მფლო­ბელს, თბი­ლის­ში, ბა­თუმ­ში, თე­ლავ­ში, ქუ­თა­ის­სა და ანაკ­ლი­ა­ში აკ­ვა­პარ­კე­ბი ადე­იშ­ვილ­მა შან­ტა­ჟით აა­შე­ნე­ბი­ნა. სულ­ხა­ნიშ­ვილს საკ­მა­რი­სი თან­ხა აღარ ჰქონ­და, რის გა­მოც მი­წის იჯა­რის გა­და­სა­ხადსაც ვე­ღარ იხ­დი­და. რაც მთა­ვა­რია, აკ­ვა­პარ­კებს დიდი მო­გე­ბა არ მო­აქვს. მარ­თა­ლია, სე­ზონ­ზე, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი სტუ­მა­რია, მაგ­რამ ეს მა­ინც არ არის საკ­მა­რი­სი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ეს ვერ­სია არ და­დას­ტურ­და, რად­გან ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ირ­კვა, რომ შპს "ევ­რო­პარ­კი" უკვე ხუთი წე­ლია, "ალ­და­გი ბი სი აი"-შია და­ზღვე­უ­ლი, რაც სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მაც და­ა­დას­ტუ­რეს.

მე­ო­რე ვერ­სი­ით, თბი­ლი­სის აკ­ვა­პარკში ხან­ძა­რი მარ­თლაც მფლო­ბე­ლე­ბის ბრა­ლია, ოღონდ იმ მიზ­ნით, რომ კომ­პა­ნი­ის კუთ­ვნი­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი გა­ე­ნად­გუ­რე­ბი­ნათ. ასეთ ხერ­ხს სხვა­დას­ხვა შპს-ს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მა­შინ მი­მარ­თავს, რო­დე­საც ბუ­ღალ­ტე­რია წეს­რიგ­ში არ აქვს, მაგ­რამ ეს ვერ­სი­აც სა­ფუძ­ველ­საა მოკ­ლე­ბუ­ლი - ოფი­ცი­ა­ლუ­რად დად­გინ­და, რომ თბი­ლი­სის აკ­ვა­პარკში ხან­ძა­რი ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე ად­გილ­ზე გაჩ­ნდა. დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის მიზ­ნით კი, სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბო­და, მხო­ლოდ ერთი სა­წყო­ბი, ან ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბა დამ­წვა­რი­ყო. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ეჭ­ვოა, შპს-ს მფლო­ბე­ლებს ხან­ძა­რი სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით გა­ე­ჩი­ნათ.

მე­სა­მე ვერ­სი­ით, თბი­ლი­სის აკ­ვა­პარ­კი შპს "ევ­რო­პარ­კის" მფლო­ბე­ლებს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად და­უწ­ვეს. ამ ვერ­სი­ას არ გა­მო­რი­ცხავს, აკ­ვა­პარ­კის ად­ვო­კა­ტიც. სულ ცოტა ხნის წინ, იმა­ვე რა­ი­ონ­ში (დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თი), სა­ვაჭ­რო სახ­ლი "საბა" და­იწ­ვა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით დად­გინ­და, რომ "საბა" შეგ­ნე­ბუ­ლად გა­დაწ­ვეს, რათა მფლო­ბე­ლე­ბის­თვის ფი­ნან­სუ­რი და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზი­ა­ნი მი­ე­ყე­ნე­ბი­ნათ. ამ­ჯე­რად თბი­ლი­სის აკ­ვა­პარ­კი და­იწ­ვა. სა­ვაჭ­რო სახლ "სა­ბა­სა" და თბი­ლი­სის აკ­ვა­პარ­კის ხან­ძარს ერთი და იგი­ვე ხელ­წე­რა აქვს. გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, რომ წი­ლე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბის მიზ­ნით, ორი­ვე ობი­ექ­ტის მფლო­ბე­ლე­ბი კრი­მი­ნა­ლუ­რი გარ­ჩე­ვის მსხვერ­პლად იქ­ცნენ.

მაია მი­შე­ლა­ძე

გა­ზე­თი "ვერ­სია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

კრიმინალურ გარჩევებს, "საბას" შემდეგ, "აკვაპარკიც" შეეწირა?

კრიმინალურ გარჩევებს, "საბას" შემდეგ, "აკვაპარკიც" შეეწირა?

თბილისის აკვაპარკში ხანძარი 16 ივლისს, საღამოს გაჩნდა. სამი შენობა დაიწვა, რომლებიც ერთმანეთისგან ბილიკებითაა დაშორებული. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება. არსებობს ხანძრის გამომწვევი რამდენიმე ვერსია, რაზეც სავარაუდოდ, გამოძიება მუშაობს. თბილისის აკვაპარკი შპს "ევროპარკის" დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა აკაკი სულხანიშვილმა ააშენა. როგორც "ვერსიამ" გაარკვია, აკაკი სულხანიშვილს "ნაციონალური მოძრაობის" მაღალჩინოსნები, კერძოდ, იუსტიციის ექსმინისტრი, ზურაბ ადეიშვილი აშანტაჟებდა. თბილისის აკვაპარკის შემდეგ, ადეიშვილმა მუქარის გამოყენებით აიძულა სულხანიშვილი, აკვაპარკები თელავში, ქუთაისში, ბათუმსა და ანაკლიაშიც აეშენებინა.

ვინ არის "ევროპარკის" დამფუძნებელი ბიზნესმენი?

თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, თელავსა და ლაზიკაშიც აკვაპარკები კომპანია "ევროპარკმა" ააშენა. კომპანიის დამფუძნებელია ბიზნესმენი აკაკი სულხანიშვილი, მეტსახელად "ფეფე", რომელიც წლების განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა და საკუთარი ბიზნესიც ჰქონდა. 2005 წელს საქართველოში დაბრუნდა და ყოფილი ტრიკოტაჟის ქარხნის ტერიტორია შეიძინა. სულხანიშვილს სურდა, ამ ადგილზე დიდი სავაჭრო ცენტრი აეშენებინა, სადაც აკვაპარკიც განთავსდებოდა, საბოლოოდ კი, მხოლოდ აკვაპარკის პროექტი განახორციელა.

თბილისის აკვაპარკის აშენების შემდეგ ნაცმოძრაობის მაღალჩინოსნებს იდეა გაუჩნდათ, სულხანიშვილს აკვაპარკები ბათუმში, ქუთაისსა და თელავშიც აეშენებინა. ბიზნესმენი იხსენებს, რომ აკვაპარკების მშენებლობა, ჯამში, 12 000 000 აშშ დოლარი დაუჯდა: "ვიცოდი, თელავის აკვაპარკის მშენებლობა წამგებიანი პროექტი იქნებოდა, მაგრამ სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებულ აუქციონში მონაწილეობა მაინც მივიღე და უძრავი ქონება შევიძინე. ობიექტში 1 800 000 აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა ჩამედო და აკვაპარკი ამეშენებინა. მშენებლობა დაწყებული მქონდა, როცა ჩემს კუთვნილ ტერიტორიაზე უცხო პირები მოვიდნენ და გამომიცხადეს, ფინანსური პოლიციის წარმომადგენლები ვართო. იმის გამო, რომ დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ წარმომიდგინეს, შევკამათდით და... პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შემიფარდეს. გლდანის ციხეში თვენახევარი გავატარე. ბოლო გირაო - 50 000 ლარი გადავიხადე და გამომიშვეს. დამპირდნენ, როცა თელავის აკვაპარკის მშენებლობას დაასრულებ, საქმესაც დავხურავთო".

თელავის აკვაპარკის მშენებლობის დასრულების შემდეგ, სულხანიშვილს აცნობეს, რომ იუსტიციის მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი განმუხურში იბარებდა. ადგილზე ჩასულს, ადეიშვილთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ზაზა გოროზიაც დახვდა, რომლებმაც პირდაპირ უთხრეს, რომ მორიგი აკვაპარკი ანაკლიაში აეშენებინა. სულხანიშვილს აკვაპარკის ასაშენებელი თანხა არ ჰქონდა, მაგრამ ადეიშვილმა შეახსენა, რომ გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული და დაემუქრა, ციხეში დაგაბრუნებო: "სამ დღეში ისევ დამირეკეს და ღამის 12 საათზე, იუსტიციის სამინისტროში დამიბარეს. ადეიშვილმა ანაკლიის აკვაპარკის მშენებლობა შემახსენა. ვუთხარი, იმ შემთხვევაში ავაშენებ, თუ დამაფინანსებთ-მეთქი. 2 000 000 აშშ დოლარი მოვითხოვე. ორ დღეში დამირეკეს და მითხრეს, ფულს მოგცემთ, მაგრამ პროექტი შეიცვალა და 26-მეტრიანი ანძა, ანუ წყლის ატრაქციონიც უნდა ააშენოო. ასეთი სიმაღლის წყლის ანძა მსოფლიოში არ არის და თუ ავაშენებდით, მხოლოდ უსაფრთხოების მიზნით, ექსპერტების საფუძვლიანი დასკვნის შემდეგ, რაც შევუთვალე კიდეც ადეიშვილს".

თბილისის, თელავისა და ანაკლიის შემდეგ, ადეიშვილის ზეწოლის შედეგად, აკაკი სულხანიშვილმა აკვაპარკები ბათუმსა და ქუთაისშიც ააშენა. 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების მერე კი, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ ნაცმოძრაობის მაღალჩინოსნებმა, ბიუჯეტიდან 17 000 000 ლარი გამოყვეს, რათა ლაზიკაში "აკვალაზიკა" აშენებულიყო.

რატომ დაიწვა თბილისის აკვაპარკი?

შპს "ევროპარკი" ოფიციალურად, 2005 წლის 3 ივნისს, საქართველოში რუსეთიდან დაბრუნებულმა ბიზნესმენმა აკაკი სულხანიშვილმა დააფუძნა. კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი 202267983-ია. თავდაპირველად, კომპანიის დირექტორი ნოდარ სულხანიშვილი იყო შეზღუდული უფლებამოსილებით, ხოლო 100%-იან წილს, კვიპროსში დარეგისტრირებული შპს "ნომინანტები" S. I. CYLOW SERVICES ფლობდა. 2011 წელს, სამეწარმეო რეესტრში ცვლილებები განხორციელდა, შეიცვალა შპს-ს დირექტორი, დამფუძნებელი და წილის მფლობელი. შედეგად, "ევროპარკის" დირექტორი ნოდარ კბილაშვილი, ხოლო დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი, ისევ კვიპროსში დარეგისტრირებული სხვა კომპანია KRIPTON MANAGEMENT LIMITED გახდა.

სამეწარმეო რეესტრში ბოლო ცვლილება 2013 წლის 2 აპრილს შევიდა და შპს-ს დირექტორი იოსებ შავიშვილი, ხოლო დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი ისევ კვიპროსში დარეგისტრირებული კომპანია KRIPTON MANAGEMENT LIMITED-ია. "ვერსიამ" ერთ-ერთ საიტზე (http://www.hoovers.com) მიაკვლია, რომ უცხოური კომპანია KRIPTON MANAGEMENT LIMITED კვიპროსში კი არა, მოსკოვში, რუბლიოვსკას გზატკეცილზე მდებარეობს.

სააგენტოების მიერ გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიით, თბილისის აკვაპარკი იმიტომ დაიწვა, რომ მფლობელებს დაზღვევის თანხა მიეღოთ - შპს "ევროპარკი", ხანძრის გაჩენამდე რამდენიმე დღით ადრე დააზღვიეს. ამ ვერსიას ის ფაქტიც ამყარებს, რომ შპს "ევროპარკის" მფლობელს, თბილისში, ბათუმში, თელავში, ქუთაისსა და ანაკლიაში აკვაპარკები ადეიშვილმა შანტაჟით ააშენებინა. სულხანიშვილს საკმარისი თანხა აღარ ჰქონდა, რის გამოც მიწის იჯარის გადასახადსაც ვეღარ იხდიდა. რაც მთავარია, აკვაპარკებს დიდი მოგება არ მოაქვს. მართალია, სეზონზე, დღის განმავლობაში ბევრი სტუმარია, მაგრამ ეს მაინც არ არის საკმარისი. მოგვიანებით, ეს ვერსია არ დადასტურდა, რადგან ოფიციალურად გაირკვა, რომ შპს "ევროპარკი" უკვე ხუთი წელია, "ალდაგი ბი სი აი"-შია დაზღვეული, რაც სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებმაც დაადასტურეს.

მეორე ვერსიით, თბილისის აკვაპარკში ხანძარი მართლაც მფლობელების ბრალია, ოღონდ იმ მიზნით, რომ კომპანიის კუთვნილი დოკუმენტები გაენადგურებინათ. ასეთ ხერხს სხვადასხვა შპს-ს დამფუძნებელი მაშინ მიმართავს, როდესაც ბუღალტერია წესრიგში არ აქვს, მაგრამ ეს ვერსიაც საფუძველსაა მოკლებული - ოფიციალურად დადგინდა, რომ თბილისის აკვაპარკში ხანძარი ერთდროულად რამდენიმე ადგილზე გაჩნდა. დოკუმენტების განადგურების მიზნით კი, სრულიად საკმარისი იქნებოდა, მხოლოდ ერთი საწყობი, ან ადმინისტრაციული შენობა დამწვარიყო. აქედან გამომდინარე, საეჭვოა, შპს-ს მფლობელებს ხანძარი საკუთარი სურვილით გაეჩინათ.

მესამე ვერსიით, თბილისის აკვაპარკი შპს "ევროპარკის" მფლობელებს მიზანმიმართულად დაუწვეს. ამ ვერსიას არ გამორიცხავს, აკვაპარკის ადვოკატიც. სულ ცოტა ხნის წინ, იმავე რაიონში (დიდუბე-ჩუღურეთი), სავაჭრო სახლი "საბა" დაიწვა. მოგვიანებით დადგინდა, რომ "საბა" შეგნებულად გადაწვეს, რათა მფლობელებისთვის ფინანსური და მატერიალური ზიანი მიეყენებინათ. ამჯერად თბილისის აკვაპარკი დაიწვა. სავაჭრო სახლ "საბასა" და თბილისის აკვაპარკის ხანძარს ერთი და იგივე ხელწერა აქვს. გამორიცხული არ არის, რომ წილების გადანაწილების მიზნით, ორივე ობიექტის მფლობელები კრიმინალური გარჩევის მსხვერპლად იქცნენ.

მაია მიშელაძე

გაზეთი "ვერსია"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია