სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
დავით ბაქრაძე "ნაციონალური მოძრაობის" შესახებ საკუთარ განცხადებას განმარტავს
დავით ბაქრაძე "ნაციონალური მოძრაობის" შესახებ საკუთარ განცხადებას განმარტავს

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი და­ვით ბაქ­რა­ძე პარ­ტი­ის შე­სა­ხებ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ მის გან­ცხა­დე­ბას "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გან­მარ­ტავს:

"მე­გობ­რე­ბო! მინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­რო ჩემს დღე­ვან­დელ ინ­ტერ­ვი­უს, რო­მელ­მაც დიდი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა გა­მო­იწ­ვია სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო­ებ­ში. კერ­ძოდ, მთა­ვა­რი გან­სა­ხილ­ვე­ლი გახ­და თით­ქოს ჩემი ნათ­ქვა­მი ფრა­ზა, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა დამ­თავ­რდა". მინ­და მკა­ფი­ოდ გან­ვმარ­ტო: ჩემი ამ წი­ნა­და­დე­ბის კონ­ტექ­სტიც, ში­ნა­არ­სიც და კონ­კრე­ტუ­ლი ფორ­მაც ეხე­ბო­და იმას, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ძვე­ლი სა­ხით დამ­თავ­რდა, პარ­ტი­ა­ში მი­დის გა­ნახ­ლე­ბის პრო­ცე­სი და ჩვენ ვყა­ლიბ­დე­ბით ახა­ლი ტი­პის პარ­ტი­ად, რისი დას­ტუ­რი­ცაა მიმ­დი­ნა­რე პრა­ი­მე­რიც, გუ­ლახ­დი­ლი დე­ბა­ტე­ბიც წარ­სულ­ზე და პარ­ტი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე სხვა ცვლი­ლე­ბე­ბიც. ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, ვინც წა­ი­კი­თხავ­და ინ­ტერ­ვი­უს, დარ­წმუნ­დე­ბო­და, რომ კონ­ტექ­სტი­დან ამოგ­ლე­ჯი­ლად და თან ასე­თი შე­მოკ­ლე­ბუ­ლი და უზუს­ტო სა­ხით ეს ფრა­ზა სრუ­ლი­ად არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ინ­ტერ­ვი­უს ზო­გად სუ­ლის­კვე­თე­ბას, რომ­ლის აზ­რიც არის ის, რომ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა", რო­მე­ლიც გულ­წრფე­ლად და ობი­ექ­ტუ­რად აფა­სებს მტკივ­ნე­ულ თე­მებს, რო­მე­ლიც მზად არის, ითა­ნამ­შრომ­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი­დან ქვეყ­ნის გა­მო­საყ­ვა­ნად და რო­მე­ლიც რჩე­ბა პრინ­ცი­პულ და აქ­ტი­ურ ოპო­ზი­ცი­ად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბის პერ­სპექ­ტი­ვით - ასე­თი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" არის პარ­ტია, რო­მელ­საც აქვს მო­მა­ვა­ლი და იმ­სა­ხუ­რებს ხალ­ხის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რას. სწო­რედ ასე­თი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" საპ­რე­ზი­დენ­ტო პრა­ი­მერ­ში ვი­ღებ მე მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და იმე­დი მაქვს, ყვე­ლა თქვენ­გან­თან ერ­თად ბევრ კე­თილ საქ­მეს გა­ვა­კე­თებთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის!", - წერს ბაქ­რა­ძე.

იხი­ლეთ ასე­ვე: და­ვით ბაქ­რა­ძე - "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" დამ­თავ­რდა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

დავით ბაქრაძე "ნაციონალური მოძრაობის" შესახებ საკუთარ განცხადებას განმარტავს

დავით ბაქრაძე "ნაციონალური მოძრაობის" შესახებ საკუთარ განცხადებას განმარტავს

"ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე პარტიის შესახებ  მედიაში გავრცელებულ მის განცხადებას "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განმარტავს:

"მეგობრებო! მინდა გამოვეხმაურო ჩემს დღევანდელ ინტერვიუს, რომელმაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია საინფორმაციო სააგენტოებში. კერძოდ, მთავარი განსახილველი გახდა თითქოს ჩემი ნათქვამი ფრაზა, "ნაციონალური მოძრაობა დამთავრდა". მინდა მკაფიოდ განვმარტო: ჩემი ამ წინადადების კონტექსტიც, შინაარსიც და კონკრეტული ფორმაც ეხებოდა იმას, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ძველი სახით დამთავრდა, პარტიაში მიდის განახლების პროცესი და ჩვენ ვყალიბდებით ახალი ტიპის პარტიად, რისი დასტურიცაა მიმდინარე პრაიმერიც, გულახდილი დებატებიც წარსულზე და პარტიაში მიმდინარე სხვა ცვლილებებიც. ნებისმიერი ადამიანი, ვინც წაიკითხავდა ინტერვიუს, დარწმუნდებოდა, რომ კონტექსტიდან ამოგლეჯილად და თან ასეთი შემოკლებული და უზუსტო სახით ეს ფრაზა სრულიად არ შეესაბამება ინტერვიუს ზოგად სულისკვეთებას, რომლის აზრიც არის ის, რომ განახლებული "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც გულწრფელად და ობიექტურად აფასებს მტკივნეულ თემებს, რომელიც მზად არის, ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან ეკონომიკური კრიზისიდან ქვეყნის გამოსაყვანად და რომელიც რჩება პრინციპულ და აქტიურ ოპოზიციად, ხელისუფლებაში დაბრუნების პერსპექტივით - ასეთი "ნაციონალური მოძრაობა" არის პარტია, რომელსაც აქვს მომავალი და იმსახურებს ხალხის და საზოგადოების მხარდაჭერას. სწორედ ასეთი "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო პრაიმერში ვიღებ მე მონაწილეობას და იმედი მაქვს, ყველა თქვენგანთან ერთად ბევრ კეთილ საქმეს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის!", - წერს ბაქრაძე.

იხილეთ ასევე: დავით ბაქრაძე - "ნაციონალური მოძრაობა" დამთავრდა

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა