სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
სალომე ბაკურაძე - არ მინდა, რომ ახალ ბინაში მარტო ვიყო
სალომე ბაკურაძე - არ მინდა, რომ ახალ ბინაში მარტო ვიყო

მომ­ღე­რა­ლი სა­ლო­მე ბა­კუ­რა­ძე ცოტა ხნის წინ სა­ცხოვ­რებ­ლად ახალ ბი­ნა­ში გა­და­ვი­და. რო­გორც ჩვენ­მა რეს­პონ­დენ­ტმა გვი­თხრა, რე­მონ­ტი და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­უ­კე­თე­ბია, თან ეცა­და, ყვე­ლა­ფე­რი ისე გა­მო­სუ­ლი­ყო, რომ ყვე­ლას გე­მოვ­ნე­ბა მეტ-ნაკ­ლე­ბად და­ეკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­ნა და მგო­ნი გა­მო­უ­ვი­და კი­დეც, რად­გან მისი ბინა უკვე იქცა მისი მე­გობ­რე­ბის თავ­შეყ­რის საყ­ვა­რელ ად­გი­ლად.

- მშე­ნე­ბა­რე ბინა ვი­ყი­დე, ცოტა ხნის წინ დას­რულ­და, ნელ-ნელა გა­ვა­რე­მონ­ტე და გა­და­ვე­დი კი­დეც. ექ­ვსი თვე მო­ვუნ­დი რე­მონტს, არ ავჩ­ქარ­დი, რათა ის მო­მე­ღო, რაც ნამ­დვი­ლად მინ­დო­და და მომ­წონ­და. ბო­ლომ­დე კმა­ყო­ფი­ლი არა­ვინ არაფ­რით არის, მაგ­რამ სა­ერ­თო ჯამ­ში, მა­ინც კმა­ყო­ფი­ლი ვარ. ვინც მო­დის, ყვე­ლა ამ­ბობს, რომ თავს კარ­გად გრძნობს და აღ­ნიშ­ნავს, რომ კარ­გი აუ­რაა. ამას­თან, ჩემი ბინა არ არის მხო­ლოდ ერთი ადა­მი­ა­ნის გე­მოვ­ნე­ბის შე­დე­გი, რამე სპე­ცი­ფი­კუ­რი არ გა­მი­კე­თე­ბია, უფრო თა­ნა­მედ­რო­ვე სტილ­შია გა­და­წყვე­ტი­ლი. რე­მონ­ტი ფი­ნან­სუ­რი თვალ­საზ­რი­სით და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­ვა­კე­თე, ალ­ბათ ამი­ტო­მაც მო­ვან­დო­მე ამ­დე­ნი ხანი.

მარ­თა­ლია, მარ­ტო ვცხოვ­რობ, მაგ­რამ ჩემი დი­ე­ტე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­ზ­ქუ­რას­თან დიდ­ხანს ყოფ­ნა არ მი­წევს, თა­ნაც ჩემს სა­დარ­ბა­ზო­ში სულ ხუთი თუ ექ­ვსი ოჯა­ხი ვართ შე­სახ­ლე­ბუ­ლი, ჯერ ბუ­ნებ­რი­ვი აირი არ გვაქვს შე­მოყ­ვა­ნი­ლი, ამი­ტომ მიკ­რო­ტალ­ღურ ღუ­მელს ვი­ყე­ნებ. თუ არა­და სა­ლა­თებს ვამ­ზა­დებ, რაც ძა­ლი­ან მიყ­ვარს. თან აღ­მოჩ­ნდა, რომ გემ­რი­ე­ლად კე­თე­ბაც შემ­ძლე­ბია. თუ ვინ­მე მო­დის ჩემ­თან, რე­კავს და მე­უბ­ნე­ბა, შენი სა­ლა­თა გა­ა­კე­თეო, რო­მე­ლიც ბოსტნე­უ­ლის­გან, სა­ლა­თის ფურ­ცლე­ბის­გან, კიტ­რი­სა და პო­მიდვ­რის­გან მზად­დე­ბა. ჩემი აუ­ცი­ლე­ბე­ლი ატ­რი­ბუ­ტია ბალ­ზა­მი­კოს ძმა­რი და ზეთი, რად­გან არ მიყ­ვარს მა­ი­ო­ნე­ზი, თან სა­ლა­თი ხომ მსუ­ბუ­ქი საჭ­მე­ლია, არ უნდა და­გამ­ძი­მოს. ამას ვა­მა­ტებ მწვა­ნილს და სა­სა­ლა­თე თი­ნუსს, შე­დე­გად კი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­დის. გარ­და დი­ა­სახ­ლი­სო­ბი­სა, ასე­ვე მიყ­ვარს ბი­ნის გუ­ლი­ა­ნად და­ლა­გე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ორო­თა­ხი­ა­ნია და სულ 55 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რია, მის და­ლა­გე­ბას შე­იძ­ლე­ბა ხუთი სა­ა­თი მო­ვან­დო­მო.

- რამ­დე­ნა­დაც ვიცი, აქამ­დე დე­ი­დას­თან ცხოვ­რობ­დი, მარ­ტო­ო­ბას რო­გორ ეგუ­ე­ბი?

- ვინ დამ­ტო­ვა მარ­ტო, ჩემო კარ­გო, ვინ? ძა­ლი­ან არ მინ­და, რომ მარ­ტო ვიყო, ალ­ბათ შე­მე­შინ­დე­ბა კი­დეც, რად­გან მში­შა­რა ვარ. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩემი და­ქა­ლე­ბი სულ ჩემ­თან არი­ან, ხში­რად რჩე­ბი­ან კი­დეც. რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­ბა­დე­ბის დღე მქონ­და და ჩემი და და დის­შვი­ლე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ. ისე კი ჩემი და­ქა­ლე­ბი­დან ერთ-ერთი ყო­ველ­თვის რჩე­ბა ჩემ­თან.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

სალომე ბაკურაძე - არ მინდა, რომ ახალ ბინაში მარტო ვიყო

სალომე ბაკურაძე - არ მინდა, რომ ახალ ბინაში მარტო ვიყო

მომღერალი სალომე ბაკურაძე ცოტა ხნის წინ საცხოვრებლად ახალ ბინაში გადავიდა. როგორც ჩვენმა რესპონდენტმა გვითხრა, რემონტი დამოუკიდებლად გაუკეთებია, თან ეცადა, ყველაფერი ისე გამოსულიყო, რომ ყველას გემოვნება მეტ-ნაკლებად დაეკმაყოფილებინა და მგონი გამოუვიდა კიდეც, რადგან მისი ბინა უკვე იქცა მისი მეგობრების თავშეყრის საყვარელ ადგილად.

- მშენებარე ბინა ვიყიდე, ცოტა ხნის წინ დასრულდა, ნელ-ნელა გავარემონტე და გადავედი კიდეც. ექვსი თვე მოვუნდი რემონტს, არ ავჩქარდი, რათა ის მომეღო, რაც ნამდვილად მინდოდა და მომწონდა. ბოლომდე კმაყოფილი არავინ არაფრით არის, მაგრამ საერთო ჯამში, მაინც კმაყოფილი ვარ. ვინც მოდის, ყველა ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს და აღნიშნავს, რომ კარგი აურაა. ამასთან, ჩემი ბინა არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის გემოვნების შედეგი, რამე სპეციფიკური არ გამიკეთებია, უფრო თანამედროვე სტილშია გადაწყვეტილი. რემონტი ფინანსური თვალსაზრისით დამოუკიდებლად გავაკეთე, ალბათ ამიტომაც მოვანდომე ამდენი ხანი.

მართალია, მარტო ვცხოვრობ, მაგრამ ჩემი დიეტებიდან გამომდინარე, გაზქურასთან დიდხანს ყოფნა არ მიწევს, თანაც ჩემს სადარბაზოში სულ ხუთი თუ ექვსი ოჯახი ვართ შესახლებული, ჯერ ბუნებრივი აირი არ გვაქვს შემოყვანილი, ამიტომ მიკროტალღურ ღუმელს ვიყენებ. თუ არადა სალათებს ვამზადებ, რაც ძალიან მიყვარს. თან აღმოჩნდა, რომ გემრიელად კეთებაც შემძლებია. თუ ვინმე მოდის ჩემთან, რეკავს და მეუბნება, შენი სალათა გააკეთეო, რომელიც ბოსტნეულისგან, სალათის ფურცლებისგან, კიტრისა და პომიდვრისგან მზადდება. ჩემი აუცილებელი ატრიბუტია ბალზამიკოს ძმარი და ზეთი, რადგან არ მიყვარს მაიონეზი, თან სალათი ხომ მსუბუქი საჭმელია, არ უნდა დაგამძიმოს. ამას ვამატებ მწვანილს და სასალათე თინუსს, შედეგად კი არაჩვეულებრივი გამოდის. გარდა დიასახლისობისა, ასევე მიყვარს ბინის გულიანად დალაგება. მიუხედავად იმისა, რომ ოროთახიანია და სულ 55 კვადრატული მეტრია, მის დალაგებას შეიძლება ხუთი საათი მოვანდომო.

- რამდენადაც ვიცი, აქამდე დეიდასთან ცხოვრობდი, მარტოობას როგორ ეგუები?

- ვინ დამტოვა მარტო, ჩემო კარგო, ვინ? ძალიან არ მინდა, რომ მარტო ვიყო, ალბათ შემეშინდება კიდეც, რადგან მშიშარა ვარ. საბედნიეროდ, ჩემი დაქალები სულ ჩემთან არიან, ხშირად რჩებიან კიდეც. რამდენიმე დღის წინ დაბადების დღე მქონდა და ჩემი და და დისშვილები ჩამოვიდნენ. ისე კი ჩემი დაქალებიდან ერთ-ერთი ყოველთვის რჩება ჩემთან.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება