სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ტინა ტერნერი გათხოვდა
ტინა ტერნერი გათხოვდა

მომ­ღე­რა­ლი ტინა ტერ­ნე­რი ცო­ლად გერ­მა­ნელ პრო­დუ­სერ ერ­ვინ ბახს გაჰ­ყვა. სა­მო­ქა­ლა­ქო ცე­რე­მო­ნია შვე­ი­ცა­რი­ა­ში გა­ი­მარ­თა.

73 წლის მომ­ღე­რა­ლი და 57 წლის პრო­დუ­სე­რი ცი­უ­რი­ხის კან­ტო­ნი­ში, ქა­ლაქ კი­უსნახ­ტში და­ქორ­წინ­დნენ. 21 ივ­ლისს ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბულ­თა მა­მულ­ში, ტერ­ნე­რი­სა და ბა­ხის ქო­რი­წი­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ზე­ი­მი გა­ი­მარ­თე­ბა. იგი ბუ­დის­ტუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბით ჩა­ტარ­დე­ბა. მომ­ღე­რალს ჯორ­ჯო არ­მა­ნის კაბა ეც­მე­ვა.

ღო­ნის­ძი­ე­ბას დე­ვიდ ბოუი, ეროს რა­მა­ზო­ტი, შადე, ოპრა უინფრი და სხვა ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და­ეს­წრე­ბი­ან. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახ­ლად­შე­უღ­ლე­ბუ­ლებ­მა მო­სა­ლოდ­ნელ ხმა­ურ­ზე მე­ზობ­ლებს გაფრ­თხი­ლე­ბა უკვე გა­უგ­ზავ­ნეს.

თა­ვად ტერ­ნერს და ბახს ქორ­წი­ნე­ბა­ზე კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ. წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი 1985 წელს გა­იც­ნო. ერ­ვი­ნი ტი­ნა­ზე 16 წლით პა­ტა­რაა.

ეს ტერ­ნე­რის რი­გით მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა იქ­ნე­ბა. მომ­ღერ­ლის პირ­ვე­ლი ქმა­რი ამე­რი­კე­ლი მუ­სი­კო­სი აიკ ტერ­ნე­რი იყო. ტი­ნას 4 ვა­ჟიშ­ვი­ლი ჰყავს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Agence France-Presse-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ტინა ტერნერი გათხოვდა

ტინა ტერნერი გათხოვდა

მომღერალი ტინა ტერნერი ცოლად გერმანელ პროდუსერ ერვინ ბახს გაჰყვა. სამოქალაქო ცერემონია შვეიცარიაში გაიმართა.

73 წლის მომღერალი და 57 წლის პროდუსერი ციურიხის კანტონიში, ქალაქ კიუსნახტში დაქორწინდნენ. 21 ივლისს ახალდაქორწინებულთა მამულში, ტერნერისა და ბახის ქორიწინებასთან დაკავშირებით ზეიმი გაიმართება. იგი ბუდისტური ტრადიციებით ჩატარდება. მომღერალს ჯორჯო არმანის კაბა ეცმევა.

ღონისძიებას დევიდ ბოუი, ეროს რამაზოტი, შადე, ოპრა უინფრი და სხვა ცნობილი ადამიანები დაესწრებიან. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ახლადშეუღლებულებმა მოსალოდნელ ხმაურზე მეზობლებს გაფრთხილება უკვე გაუგზავნეს.

თავად ტერნერს და ბახს ქორწინებაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.  წყვილმა ერთმანეთი 1985 წელს გაიცნო. ერვინი ტინაზე 16 წლით პატარაა.

ეს ტერნერის რიგით მეორე ქორწინება იქნება. მომღერლის პირველი ქმარი ამერიკელი მუსიკოსი აიკ ტერნერი იყო. ტინას 4 ვაჟიშვილი ჰყავს.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება