შეკვეთილში ავტოავარიას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

შეკვეთილში ავტოავარიას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

შეკვეთილში, გასართობ ცენტრ "ციცინათელასთან" ავტოავარიას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაგან ერთი ბავშვია. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, არსებული ინფორმაციით, თბილისისკენ მიმავალი თურქული ტრაილერი გზის მოპირდაპირე მხარეს გადავიდა და "06" მარკის ავტომანქანას შეეჯახა.

მსუბუქ ავტომანქანაში მყოფი ოთხი ადამიანიდან სამი ადგილზე დაიღუპა, ბავშვი კი ქობულეთის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ამ დროისთვის ტრაილერის მძღოლისა და მსუბუქი ავტომანქანის მგზავრების ვინაობა დადგენილი არ არის. ტრაილერის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია