რა­ტომ ყი­დუ­ლო­ბენ მძღო­ლე­ბი ან­ტი­სა­რა­და­რო სის­ტე­მებს

რა­ტომ ყი­დუ­ლო­ბენ მძღო­ლე­ბი ან­ტი­სა­რა­და­რო სის­ტე­მებს

თბი­ლის­ში უკ­ვე გან­თავ­სდა 12 სპე­ცი­ა­ლუ­რი რა­და­რი, რო­მე­ლიც დე­და­ქა­ლა­ქის გზებ­ზე ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის სწო­რად გა­დაად­გი­ლე­ბა­სა და სიჩ­ქა­რეს აკონ­ტრო­ლებს. დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, რა­და­რის მო­ნა­ცე­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მო­ქა­ლა­ქე­ებს არა­ერ­თი ჯა­რი­მა ოპე­რა­ტი­უ­ლად მის­დით, სპე­ცი­ა­ლუ­რი რა­და­რე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლე­ბი და­დი­ან ასე­ვე პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც, მაგ­რამ ქარ­თვე­ლი რი­სი ქარ­თვე­ლი­ა, თუ შეზღ­უდ­ვის სა­წი­ნააღ­მდე­გო გზას არ მი­აგ­ნო.

რო­გორც "ყვე­ლა სი­ახ­ლის­თვის" გახ­და ცნო­ბი­ლი, პატ­რუ­ლის რა­და­რე­ბით აღ­ჭურ­ვი­სა და დე­და­ქა­ლა­ქის გზებ­ზე ასე­ვე სათ­ვალ­თვა­ლო რა­და­რე­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბის შემ­დეგ თბი­ლი­სელ­მა მძღო­ლებ­მა მა­სობ­რი­ვად და­იწყ­ეს რა­და­რის ამომ­ცნო­ბი მოწყ­ო­ბი­ლო­ბის შე­ძე­ნა.

ლე­ვა­ნი: მას შემ­დეგ, რაც საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის რა­და­რე­ბით გა­კონ­ტრო­ლე­ბა და­იწყ­ო, თა­ვი­დან საკ­მა­ოდ ბევ­რი ჯა­რი­მა მომ­დი­ო­და. მე­რე საზღ­ვარ­გა­რე­თი­დან სპე­ცი­ა­ლუ­რი მოწყ­ო­ბი­ლო­ბა ჩა­მო­ვი­ტა­ნე, რო­მე­ლიც რა­და­რის შე­სა­ხებ მაფ­რთხი­ლებს და იმ ად­გილ­ზე ვცდი­ლობ მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბი არ და­ვარ­ღვი­ო. მოწყ­ო­ბი­ლო­ბა­ში 45 დო­ლა­რი გა­და­ვი­ხა­დე და ცო­ტა სუს­ტი­ა. ზოგ­ჯერ დრო­უ­ლად ვერ რე­ა­გი­რებს რა­დარ­ზე­, პატ­რუ­ლის რა­და­რის და­ფიქ­სი­რე­ბაც უჭირს. 100 და 200-დო­ლა­რი­ა­ნი მოწყ­ო­ბი­ლო­ბე­ბი შე­და­რე­ბით ძლი­ე­რი­ა. ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა გა­მო­ი­წე­რეს და ვი­ცი, რომ კარ­გად მუ­შა­ობს, პატ­რუ­ლის რა­და­რებ­საც კი აფიქ­სი­რებს. არის ასე­ვე 1.000-დო­ლა­რი­ა­ნი მოწყ­ო­ბი­ლო­ბე­ბი, რო­მე­ლიც უფ­რო შორ მან­ძილ­ზე გაფ­რთხი­ლებს.

ირაკ­ლი: თა­ვი­დან სა­რა­და­რო სის­ტე­მა ხარ­ვე­ზე­ბით მუ­შა­ობ­და. მა­გა­ლი­თად, თუ ავ­ტო­მო­ბი­ლი 100 კმ//სთ სიჩ­ქა­რით გა­ივ­ლი­და, რა­და­რი აფიქ­სი­რებ­და, მაგ­რამ თუ ძა­ლი­ან მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რით გა­იქ­რო­ლებ­და, ვერ ხე­დავ­და. მძღო­ლებ­მა ეს შე­ნიშ­ნეს, ბევ­რმა აზარ­ტის გა­მოც კი და­იწყო ამის შე­მოწ­მე­ბა. ახ­ლა სის­ტე­მა გა­უმ­ჯო­ბეს­და და ეს ხარ­ვე­ზი აღ­მო­იფ­ხვრა. ბევრს კი დღემ­დე ჰგო­ნი­ა, რომ დი­დი სიჩ­ქა­რით გავ­ლის შემ­თხვე­ვა­ში ჯა­რი­მას გა­და­ურ­ჩე­ბა, ამი­ტომ ჯო­ბია დრო­უ­ლად მი­ი­ღონ ინ­ფორ­მა­ცია და სიჩ­ქა­რე აკონ­ტრო­ლონ.

შო­თი­კო: ქა­ლაქ­ში ყო­ველ­დღე სის­ტე­მა­ტუ­რად ვმოძ­რა­ობ და უკ­ვე ვი­ცი, რა­და­რე­ბი სად დგას. რა­და­რე­ბის ად­გილ­ზე ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, არა­ფე­რი და­ვარ­ღვი­ო, ერთ დღეს კი მო­მი­ვი­და ჯა­რი­მა ისეთ ად­გილ­ზე ჩა­დე­ნი­ლი დარ­ღვე­ვის გა­მო, სა­დაც ზუს­ტად ვი­ცო­დი, რომ რა­და­რი იდ­გა და არა­ნა­ი­რი წე­სი არ და­მირ­ღვე­ვი­ა. რა თქმა უნ­და, ეს ფაქ­ტი შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნოს ვაც­ნო­ბე და ჩა­ნა­წე­რის გა­და­მოწ­მე­ბა მო­ვითხ­ო­ვე. რო­გორც ჩანს, სის­ტე­მა ჯერ გა­უ­მარ­თა­ვია და ხარ­ვე­ზე­ბით მუ­შა­ობს. მე ნამ­დვი­ლად ვი­ცო­დი, რომ იქ არა­ნა­ი­რი წე­სი არ და­მირ­ღვე­ვი­ა, მაგ­რამ ვი­საც არ ახ­სოვს და ყუ­რადღ­ე­ბა არ გა­უ­მახ­ვი­ლე­ბი­ა, ჯა­რი­მას და­უ­ფიქ­რებ­ლად იხ­დის. თავ­და­პირ­ვე­ლად ჩემს ნაც­ნობ მძღო­ლებ­საც ჯა­რი­მა ჯა­რი­მებ­ზე მის­დი­ო­დათ. ბი­უ­ჯეტ­ში ალ­ბათ დი­დი ფუ­ლი შე­ვი­და. ­კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ სხვა მძღო­ლე­ბიც ჩემ­სა­ვით გა­ა­კონ­ტრო­ლე­ბენ რა­და­რე­ბის მუშაობას.

მარი ონეზაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია