სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"დემოგრაფიული აღორძინების ფონდის" სამეთვალყურეო საბჭოს ლევან ვასაძე უხელმძღვანელებს
"დემოგრაფიული აღორძინების ფონდის" სამეთვალყურეო საბჭოს ლევან ვასაძე უხელმძღვანელებს

"დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი აღორ­ძი­ნე­ბის ფონ­დის" სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს ბიზ­ნეს­მე­ნი ლე­ვან ვა­სა­ძე უხელ­მძღვა­ნე­ლებს. ფონ­დის დამ­ფუძ­ნებ­ლებ­მა დი­მიტ­რი ხუნ­და­ძემ და თა­მარ ჩი­ბურ­და­ნი­ძემ სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს წევ­რე­ბი "სას­ტუმ­რო თბი­ლი­სი" მა­რი­ოტ­ში წა­რად­გი­ნეს. ფონ­დის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არი­ან სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა "ბაგ­რა­ტი­ო­ნი 1882"-ის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე ლე­ვან ვა­სა­ძე, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლი­ტი, მე­უ­ფე შიო, სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა "თი­ბი­სი ბან­კის" სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე, სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა "თი­ბი­სი ბან­კის" სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე, კომ­პა­ნია "რე­დიქ­სის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ლაშა პა­პაშ­ვი­ლი, "მე­ი­დან ჯგუ­ფის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ზაზა ნიშ­ნი­ა­ნი­ძე და "მე­დია-პა­ლიტ­რის" ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი გოგა თევ­დო­რაშ­ვი­ლი.

რო­გორც ფონ­დის ერთ-ერ­თმა დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, ჯან­დაც­ვის სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე დი­მიტ­რი ხუნ­და­ძემ გა­ნა­ცხა­და, ფონ­დის მი­ზა­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლო გა­და­არ­ჩი­ნოს მო­სა­ლოდ­ნე­ლი დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი კა­ტას­ტრო­ფის­გან, რა­საც უცხო­ე­ლი ექპ­სერ­ტე­ბი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბენ. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­ე­როს მო­ნა­ცე­მე­ბით, 2050 წლის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა 28%-ით შემ­ცირ­დე­ბა და ქარ­თულ გე­ნო­ფონდს სა­შიშ­რო­ე­ბა ექ­მნე­ბა.

ამას­თან, რო­გორც სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს წევ­რე­ბის წარ­დგე­ნი­სას თა­მარ ჩი­ბურ­და­ნი­ძემ გა­ნა­ცხა­და, საბ­ჭოს წევ­რე­ბი ღირ­სე­უ­ლი ქარ­თვე­ლე­ბი, მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი, ღრმად მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან.

სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის ლე­ვან ვა­სა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მის­თვის პა­ტი­ვია აღ­ნიშ­ნუ­ლი ფონ­დის საბ­ჭოს წევ­რო­ბა. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, საბ­ჭოს ფუნ­ქცია სტრა­ტე­გი­ის გან­სა­ზღვრა იქ­ნე­ბა. ვა­სა­ძის გან­მარ­ტე­ბით, საბ­ჭოს ფუნ­ქცი­აა, რომ ის შე­ე­ხი­დოს ფონ­დის საქ­მი­ა­ნო­ბას მარ­თვის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით.

ლე­ვან ვა­სა­ძის გან­ცხა­დე­ბით, საბ­ჭოს წევ­რებს პრო­ექ­ტე­ბის მარ­თვის კო­ლო­სა­ლუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს და ისი­ნი და­ეხ­მა­რე­ბი­ან ფონ­დის დამ­ფუძ­ნებ­ლებ­სა და მე­ნე­ჯმენტს არ­სე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბის სწო­რად ხარ­ჯვა­სა და რე­სურ­სე­ბის გაზ­რდა­ში.

ამას­თან, რო­გორც გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის" მთა­ვარ­მა რე­დაქ­ტორ­მა გოგა თევ­დო­რაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბაა, რომ რაჭა-ლე­ჩხუმ­ში, მთა-თუ­შეთ­ში, სვა­ნეთ­ში სე­რი­ო­ზუ­ლი დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბია. მი­სი­ვე თქმით, სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, ეკ­ლე­სი­ი­სა და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ვა­ლია, რომ ეს სი­ტუ­ა­ცია გა­მო­ვას­წო­როთ და სი­კე­თის­კენ რა­დი­კა­ლუ­რად შე­მო­ვაბ­რუ­ნოთ, რათა ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა გაძ­ლი­ერ­დეს. გოგა თევ­დო­რაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ამ ყვე­ლა­ფერს ეკო­ნო­მი­კის გაძ­ლი­ე­რე­ბა მოჰ­ყვე­ბა და ხალ­ხი ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბა.

ფონ­დის სურ­ვი­ლია, რომ 2014 წლი­დან, ოჯახ­ში ყო­ვე­ლი მე­სა­მე შვი­ლი ყო­ველ­თვი­უ­რი დახ­მა­რე­ბით და­ფი­ნანსდეს, რად­გან ერის რი­ცხოვ­ნო­ბას მე­სა­მე ბავ­შვი გან­სა­ზღვრავს. ამას­თან, ფონ­დის გეგ­მებ­ში შე­დის, რომ გან­ხორ­ცი­ელ­დეს რე­გი­ო­ნა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კა, გა­იხ­სნას აბორ­ტე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო და ფეხ­მძი­მე­თა და ორ­სულ­თა ცენ­ტრე­ბი. ასე­ვე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა და­ეთ­მოს ახალ­გაზ­რდებ­თან და ემიგ­რან­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას.

ფონ­დის და­ფი­ნან­სე­ბა შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბი­თა და საქ­ველ­მოქ­მე­დო ღო­ნის­ძი­ე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

"დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი აღორ­ძი­ნე­ბის ფონ­დი" 2013 წლის 3 მარტს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ილია მე­ო­რის ლოც­ვა-კურ­თხე­ვი­თა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭე­რით და­ფუძნ­და. ფონ­დის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი არი­ან: დი­მიტ­რი ხუნ­და­ძე, თა­მარ ჩი­ბურ­და­ნი­ძე, მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძე, ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვი­ლი, ან­ზორ თო­თა­ძე და თაკო ჩხე­ი­ძე.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"დემოგრაფიული აღორძინების ფონდის" სამეთვალყურეო საბჭოს ლევან ვასაძე უხელმძღვანელებს

"დემოგრაფიული აღორძინების ფონდის" სამეთვალყურეო საბჭოს ლევან ვასაძე უხელმძღვანელებს

"დემოგრაფიული აღორძინების ფონდის" სამეთვალყურეო საბჭოს ბიზნესმენი ლევან ვასაძე უხელმძღვანელებს. ფონდის დამფუძნებლებმა დიმიტრი ხუნდაძემ და თამარ ჩიბურდანიძემ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები "სასტუმრო თბილისი" მარიოტში წარადგინეს. ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში არიან სააქციო საზოგადოება "ბაგრატიონი 1882"-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან ვასაძე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, მეუფე შიო, სააქციო საზოგადოება "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, სააქციო საზოგადოება "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი ჯაფარიძე, კომპანია "რედიქსის" გენერალური დირექტორი ლაშა პაპაშვილი, "მეიდან ჯგუფის" დამფუძნებელი ზაზა ნიშნიანიძე და "მედია-პალიტრის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და გაზეთ "კვირის პალიტრის" მთავარი რედაქტორი გოგა თევდორაშვილი.

როგორც ფონდის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, ფონდის მიზანია, რომ საქართველო გადაარჩინოს მოსალოდნელი დემოგრაფიული კატასტროფისგან, რასაც უცხოელი ექპსერტები წინასწარმეტყველებენ. მისივე ინფორმაციით, გაეროს მონაცემებით, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 28%-ით შემცირდება და ქართულ გენოფონდს საშიშროება ექმნება.

ამასთან, როგორც სამეთვალყურეო საბჭოს წევრების წარდგენისას თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა, საბჭოს წევრები ღირსეული ქართველები, მრავალშვილიანი, ღრმად მორწმუნე ადამიანები არიან.

სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ლევან ვასაძის განცხადებით, მისთვის პატივია აღნიშნული ფონდის საბჭოს წევრობა. მისივე ინფორმაციით, საბჭოს ფუნქცია სტრატეგიის განსაზღვრა იქნება. ვასაძის განმარტებით, საბჭოს ფუნქციაა, რომ ის შეეხიდოს ფონდის საქმიანობას მართვის გამოცდილების გამოყენებით.

ლევან ვასაძის განცხადებით, საბჭოს წევრებს პროექტების მართვის კოლოსალური გამოცდილება აქვს და ისინი დაეხმარებიან ფონდის დამფუძნებლებსა და მენეჯმენტს არსებული რესურსების სწორად ხარჯვასა და რესურსების გაზრდაში.

ამასთან, როგორც გაზეთ "კვირის პალიტრის" მთავარმა რედაქტორმა გოგა თევდორაშვილმა განაცხადა, არსებული რეალობაა, რომ რაჭა-ლეჩხუმში, მთა-თუშეთში, სვანეთში სერიოზული დემოგრაფიული პრობლემებია. მისივე თქმით, საზოგადოების, ხელისუფლების, ეკლესიისა და მთელი საქართველოს ვალია, რომ ეს სიტუაცია გამოვასწოროთ და სიკეთისკენ რადიკალურად შემოვაბრუნოთ, რათა ჩვენი ქვეყანა გაძლიერდეს. გოგა თევდორაშვილის განცხადებით, ამ ყველაფერს ეკონომიკის გაძლიერება მოჰყვება და ხალხი ბედნიერი იქნება.

ფონდის სურვილია, რომ 2014 წლიდან, ოჯახში ყოველი მესამე შვილი ყოველთვიური დახმარებით დაფინანსდეს, რადგან ერის რიცხოვნობას მესამე ბავშვი განსაზღვრავს. ამასთან, ფონდის გეგმებში შედის, რომ განხორციელდეს რეგიონალური პოლიტიკა, გაიხსნას აბორტების საწინააღმდეგო და ფეხმძიმეთა და ორსულთა ცენტრები. ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს ახალგაზრდებთან და ემიგრანტებთან ურთიერთობას.

ფონდის დაფინანსება შემოწირულობებითა და საქველმოქმედო ღონისძიებით განხორციელდება.

"დემოგრაფიული აღორძინების ფონდი" 2013 წლის 3 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერით დაფუძნდა. ფონდის დამფუძნებლები არიან: დიმიტრი ხუნდაძე, თამარ ჩიბურდანიძე, მანანა კობახიძე, ზაქარია ქუცნაშვილი, ანზორ თოთაძე და თაკო ჩხეიძე.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია