სოზარ სუბარი: "ბუთლიაშვილს პასუხისგება მოუწევს"

სოზარ სუბარი: "ბუთლიაშვილს პასუხისგება მოუწევს"

"სასჯელაღსრულების სისტემაში ჩვეულებრივი რამ იყო პატიმრების წამება, სისტემას მართლაც სჭირდებოდა უფლებადამცველის ხელი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უკვე დასრულებულია პირველი ეტაპი - სისტემის გაადამიანურება. ახლა დადგა სტრუქტურული და ინფრასტრუქტურული ცვლილებების პერიოდი. ამას მეტი დროს სჭირდება", - განაცხადა სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა:

- წინა ხელისუფლება ლამის ყოველ კვარტალში "ევროპული სტანდარტების" ციხეს ხსნიდა, თქვენ ამბობთ, დაქცეულია ყველაფერიო.

- ამდენი ფული დაიხარჯა ციხეებზე და სად წავიდა?! ასე განადგურებული ინფრასტრუქტურა არც წარმომედგინა. პატიმრების კვებაზე დაახლოებით 30 მლნ ლარი იყო წელიწადში გამოყოფილი, დღეს იმავე ფასად სამჯერ უკეთესად იკვებებიან.

- როგორც ვიცი, კვებას მაინც უჩივიან პატიმრები.

- სასაცილო შენიშვნები შემოდის - წიწიბურაში შავი მარცვლები ურევიაო, ვიღაცას შეიძლება პური არ ეყოს, მაგრამ ზედმეტი ულუფაც საშიშია, შეიძლება პატიმარმა მისგან ბრაგა მოხარშოს. არ არის გამორიცხული, ჩვენს ციხეში ბრაგა მოიხარშოს, მაშინ როცა მწერალმა მერაბ რატიშვილმა ყველაზე მკაცრ რუსთავის მე-6 დაწესებულებაში ყველაზე მკაცრ პერიოდში საკანში არაყი გამოხადა(?!).

...როდესაც სახალხო დამცველი ვიყავი, ჩემმა თანამშრომლებმა აღმოაჩინეს შიშველი პატიმრები, რომლებიც კარცერში 15 დღის განმავლობაში ჰყავდათ. გამოძიება კი გვეუბნებოდა, ტყუილიაო. დღესაც არ გამოვრიცხავ, ვინმემ იძალადოს პატიმარზე, ან ექიმმა სათანადოდ არ უმკურნალოს, მაგრამ სისტემური დანაშაული აღმოფხვრილია.

სააკაშვილის ხელისუფლება ამბობდა, "კანონიერ ქურდებს" ვებრძვიო და ჩემთვის გამაოგნებელი იყო, როცა აღმოვაჩინე, რომ კვლავ "მაყურებლები" მართავდნენ ციხეს.

სპეცრაზმი, ძალადობა და "მაყურებლები" - ამ სამი რამით იმართებოდა ციხე.

ვიცოდით კორუფციის შესახებ ზედა დონეზე, მაგრამ სასჯელაღსრულების სისტემაში ქვედა დონეზეც ყოფილა. პატიმრის ერთი საკნიდან მეორეში გადაყვანა ფული ღირდა და ეს ადმინისტრაციისგან დაშვებული იყო.

- მსმენია, წინა ხელმძღვანელობის დროს პატიმარი დაფეხმძიმდა კოლონიის ადმინისტრაციის ერთ-ერთი თანამდებობის პირისგანო.

- მეც გამიგია, მაგრამ ამაზე საჩივარი არ ყოფილა... მალე შევქმნით ახალ, ღია ტიპის დაწესებულებებს, სადაც პატიმარს შაბათ-კვირას სახლში წასვლის საშუალება ექნება.

რუსთავში შემოდგომაზე გაიხსნება დაწესებულება, სადაც პატიმრებს ექნებათ დასაქმებისა და პროფესიის დაუფლების საშუალება. პროფსასწავლებელსაც ვხსნით. ვინც იმუშავებს, გამომუშავებაც ექნება. წლის ბოლომდე გაკეთდება ციხის ფსიქიატრიული დაწესებულება, სექტემბრის ბოლოს - ციხის რესპუბლიკური საავადმყოფო.

"კვირის პალიტრა" წერდა ციხის ადმინისტრაციის ყოფილ თანამშრომელზე, გოგა ბუთლიაშვილზე, რომელსაც პატიმრები სასტიკ წამებაში ამხელდნენ. თუ გსმენიათ მასზე? ის ახლა გამოჩნდა და ყველა ბრალდება უარყო.

- ათეულობით საჩივარია ბუთლიაშვილზე, როგორც ერთ-ერთ მწამებელზე. დაუსჯელი არც ერთი დამნაშავე არ დარჩება. ბუთლიაშვილზე ჩვენს გენინსპექციას გამოძიება არ ჩაუტარებია, რადგან რომ მოვედით, ის უკვე აღარ იყო სისტემის თანამშრომელი. როცა მტკიცებულებები დაგროვდება, ბუთლიაშვილს პასუხისგება მოუწევს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა