ჰოლი ბერი საფრანგეთში გათხოვდა

ჰოლი ბერი საფრანგეთში გათხოვდა

ამერიკელი მსახიობი ჰოლი ბერი 13 ივლისს ცოლად კოლეგა ოლივიე მარტინესს გაჰყვა.

წყვილის ქორწილი მე-17 საუკუნის ისტორიულ ციხე შატო კონდეში გაიმართა. ცერემონიას წყვილის მხოლოდ ყველაზე ახლობელი ადამიანები ესწრებოდნენ - სულ რაღაც 60 სტუმარი.

46 წლის ბერიმ და 47 წლის მარტინესმა ხელი მერიაში მოაწერეს. მოგვიანებით კი ჯვარი ციხის ტერიტორიაზე მდებარე სამლოცველოში დაიწერეს. საზეიმო ვახშმის შემდეგ სტუმრებს ფერადი ფოიერვერკები ელოდათ.

ჰოლივუდის ვარსკვლავისთვის ეს მესამე ქორწინებაა. მსახიობი პირველად 1993 წელს გათხოვდა ბეისბოლისტ დევიდ ჯუსტიზე. მისი მეორე ქმარი კომპოზიტორი ერიკ ბენეტი იყო. წყვილი 2003 წელს განქორწინდა. 2005 წელს ვარსკვლავმა ახალი საყვარელი, მოდელი გაბრიელ ობრი გაიჩინა და მისგან ქალიშვილი, ნაილა შეეძინა. 2010 წელს ბერი საყვარელს დაშორდა.

რამდენიმე თვეში რიანამ საზოგადოებას ახალი საყვარელი, ფრანგი მსახიობი ოლივიე მარტინესი გააცნო. 2012 წელს მათ გრანდიოზული ნიშნობა გამართეს. ამჟამად მსახიობი საქმროსგან ბავშვს ელოდება.

მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება