სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
საქართველოში რუსეთიდან ტურისტული ნაკადი გაიზარდა
საქართველოში რუსეთიდან ტურისტული ნაკადი გაიზარდა

სა­ქარ­თვე­ლოს წელს, პირ­ვე­ლი ექ­ვსი თვის მან­ძილ­ზე რუ­სე­თი­დან 260 000-ზე მეტი სტუ­მა­რი ეწ­ვია.

ქარ­თუ­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბი რუ­სუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ნა­კა­დის დი­ნა­მი­უ­რი ზრდის გამო რუ­სებ­ში დიდი მო­თხოვ­ნით სარ­გებ­ლობს. ამის შე­სა­ხებ პორ­ტა­ლი www.prohotel.ru წერს და სტა­ტის­ტი­კურ მო­ნა­ცე­მებს იშ­ვე­ლი­ებს.

მიმ­დი­ნა­რე წლის პირ­ვე­ლი ექ­ვსი თვის მო­ნა­ცე­მე­ბით, 2012 წლის იმა­ვე პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ნა­კა­დის ზრდამ 70%-ს მი­აღ­წია.

ჯერ კი­დევ ახ­ლა­ხან რუ­სულ ტუ­რის­ტულ ბა­ზარ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა პო­პუ­ლა­რუ­ლად არ ით­ვლე­ბო­და. მაგ­რამ 2013 წელს ტუ­რიზ­მის სა­კი­თხმა დი­ნა­მი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბა და­ი­წყო. ივ­ნის­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში 2012 წლის ზა­ფხუ­ლის პირ­ველ თვეს­თან შე­და­რე­ბით 51%-ით მეტი რუსი სტუ­მა­რი იმ­ყო­ფე­ბო­და.

წელს ივ­ნი­სის თვე­ში ქვე­ყა­ნა­ში 76 000-ზე მეტი რუსი ჩა­მო­ვი­და. ქვე­ყა­ნა­ში უცხო­უ­რი ტუ­რის­ტუ­ლი ნა­კა­დის ზრდამ ამ წლის პირ­ვე­ლი ექ­ვსი თვის მან­ძილ­ზე თით­ქმის 30% შე­ად­გი­ნა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია prohotel.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

საქართველოში რუსეთიდან ტურისტული ნაკადი გაიზარდა

საქართველოში რუსეთიდან ტურისტული ნაკადი გაიზარდა

საქართველოს წელს, პირველი ექვსი თვის მანძილზე რუსეთიდან 260 000-ზე მეტი სტუმარი ეწვია.

ქართული სასტუმროები რუსული ტურისტული ნაკადის დინამიური ზრდის გამო რუსებში დიდი მოთხოვნით სარგებლობს. ამის შესახებ პორტალი www.prohotel.ru წერს და სტატისტიკურ მონაცემებს იშველიებს.

მიმდინარე წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, 2012 წლის იმავე პერიოდთან  შედარებით საქართველოში რუსული ტურისტული ნაკადის ზრდამ 70%-ს მიაღწია.

ჯერ კიდევ ახლახან რუსულ ტურისტულ ბაზარზე საქართველოში მოგზაურობა პოპულარულად არ ითვლებოდა. მაგრამ 2013 წელს ტურიზმის საკითხმა დინამიური განვითარება დაიწყო. ივნისში საქართველოში 2012 წლის ზაფხულის პირველ თვესთან შედარებით 51%-ით მეტი რუსი სტუმარი იმყოფებოდა.

წელს ივნისის თვეში ქვეყანაში 76 000-ზე მეტი რუსი ჩამოვიდა. ქვეყანაში უცხოური ტურისტული ნაკადის ზრდამ ამ წლის პირველი ექვსი თვის მანძილზე თითქმის 30% შეადგინა.

მომზადებულია prohotel.ru-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია