სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ნანუკა ლითანიშვილი - 22 წლის შემდეგ ზურა იმაზე მეტად მიყვარს, ვიდრე ურთიერთობის დასაწყისში
ნანუკა ლითანიშვილი - 22 წლის შემდეგ ზურა იმაზე მეტად მიყვარს, ვიდრე ურთიერთობის დასაწყისში

თე­ატ­რა­ლე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­და, მისი ბე­ბია სა­ლო­მე ყან­ჩე­ლი იყო, მამა ოთარ ლი­თა­ნიშ­ვი­ლი გახ­ლავთ, რა გა­საკ­ვი­რია, რომ ნა­ნუ­კა ლი­თა­ნიშ­ვილ­საც ეს პრო­ფე­სია აერ­ჩია, მით უმე­ტეს, რომ მსა­ხი­ობ ბე­ბი­ას ძა­ლი­ან უნ­დო­და, შვი­ლიშ­ვი­ლი მის გზას გაჰ­ყო­ლო­და.

ნა­ნუ­კა სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ მიშა თუ­მა­ნიშ­ვი­ლის ჯგუფ­ში სწავ­ლობ­და, მე­ო­რე კურ­სზე მსა­ხი­ო­ბი და რე­ჟი­სო­რი ზურა გე­წა­ძე გა­იც­ნო და ცო­ლა­დაც გაჰ­ყვა, წყვილს 4 შვი­ლი ჰყავს. ზურა დღეს თუ­მა­ნიშ­ვი­ლის კი­ნომ­სა­ხი­ობ­თა თე­ატ­რის მმარ­თვე­ლია. რო­გორც ნა­ნუ­კა ამ­ბობს, 22 წლის შემ­დეგ ზურა იმა­ზე მე­ტად უყ­ვარს, ვიდ­რე ურ­თი­ერ­თო­ბის და­სა­წყის­ში.

კად­რად დარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შვო­ბა...

- ჩემ­თვის ბავ­შვო­ბა ასო­ცირ­დე­ბა ფაქტთან, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ბა­ბუ­ა­სა და მა­მას­თან, კად­რი­ვით მახ­სოვს, რო­გორ ვყა­ვარ ხელ­ში აყ­ვა­ნი­ლი და მა­სე­ირ­ნე­ბენ, მარ­თა­ლია, ამ დროს საკ­მა­ოდ დიდი, 4-5 წლის ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ავად გახ­ლდით თუ კარ­გად, ასე და­მა­ტა­რებ­დნენ. დღე­ვან­დე­ლი გად­მო­სა­ხე­დი­დან მგო­ნია, რომ საკ­მა­ოდ ჩუმი და წყნა­რი ბავ­შვი ვი­ყა­ვი, თუმ­ცა სა­წი­ნა­აღ­მდე­გოს მე­უბ­ნე­ბი­ან. კარ­გად მახ­სენ­დე­ბა ბა­ღის პე­რი­ო­დი, ჩემ­და უნე­ბუ­რად მუდ­მი­ვად ლი­დე­რის პო­ზი­ცი­ა­ში ვხვდე­ბო­დი, მა­გა­ლი­თად, სა­დი­ლის დროს მას­წავ­ლე­ბელს მე ვეხ­მა­რე­ბო­დი ბავ­შვე­ბის­თვის სა­დი­ლის და­რი­გე­ბა­ში და ა.შ. დი­დად გა­და­რე­უ­ლი, ინ­ტრი­გა­ნი და მტი­რა­ლა არ ვყო­ფილ­ვარ.

ბე­ბი­ე­ბი

- ბე­ბი­ის ფაქ­ტო­რი ალ­ბათ ყვე­ლა ბავ­შვის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია. სა­ლო­მეს­თან ერ­თად ჩემი მე­ო­რე ბე­ბია რომ არ ვახ­სე­ნო, არ ვიქ­ნე­ბი სწო­რი, რუ­სუ­დან ბახ­ტა­ძე პრო­ფე­სი­ით ქი­მი­კო­სი გახ­ლდათ, არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ ჰქონ­და ხე­ლოვ­ნე­ბის ამ სფე­როს­თან და უნ­დო­და, ექი­მი გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, სა­ლო­მეს კი ნამ­დვი­ლად სურ­და, მის გზას გავ­ყო­ლო­დი, მის საგ­რი­მი­ო­რო­ში არ­სე­ბულ ნივ­თებ­ზე მე­უბ­ნე­ბო­და ხო­ლმე, მერე ესე­ნი შენი გახ­დე­ბაო. ისე, სი­მარ­თლე გი­თხრათ, რაც წლე­ბი მე­მა­ტე­ბა, უფრო და უფრო მე­ნატ­რე­ბი­ან ბე­ბი­ე­ბი. ჩემი ორი­ვე ბე­ბია და­კა­ვე­ბუ­ლი იყო, სა­ლო­მე თუ გას­ტრო­ლებ­ზე არ იყო წა­სუ­ლი, კვი­რა­ში ორ დღეს მას­თან ვა­ტა­რებ­დით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მუდ­მი­ვად და­კა­ვე­ბუ­ლი იყო, არ მახ­სოვს მისი დე­ფი­ცი­ტი მეგ­რძნოს. თუ გას­ტრო­ლებ­ზე იყო წა­სუ­ლი, დიდი ამ­ბით ვე­ლო­დე­ბო­დით, რად­გან ვი­ცო­დით, უამ­რა­ვი სა­ჩუქ­რით დაბ­რუნ­დე­ბო­და. დიდ მო­ნატ­რე­ბას უფრო ზა­ფხუ­ლო­ბით ვგრძნობ­დით, მა­შინ, როცა და­სას­ვე­ნებ­ლად მივ­დი­ო­დით. სწავ­ლა­სა და კი­თხვას­თან და­კავ­ში­რე­ბით ორი­ვე ბე­ბია სიმ­კაც­რით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, ძა­ლი­ან მომ­თხოვ­ნე­ბი იყ­ვნენ ამ თვალ­საზ­რი­სით, გან­სა­კუთ­რე­ბით ჩემ მი­მართ. ერთხელ სა­ლო­მემ მა­ი­ძუ­ლა, მთე­ლი ზო­ო­ლო­გი­ის წიგ­ნი მეს­წავ­ლა, რად­გან ჩამ­ჭრა, რომ ბა­ყა­ყის აგე­ბუ­ლე­ბა არ ვი­ცო­დი. ქი­მი­კო­სი ბე­ბია კი ჩამ­კე­ტავ­და ოთახ­ში და მთე­ლი სა­ღა­მო ქი­მი­ას მა­მე­ცა­დი­ნებ­და, ეს, რა თქმა უნდა, ჩემი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ხდე­ბო­და, შე­დე­გად, არა­ორ­გა­ნუ­ლი ქი­მია კარ­გად ვის­წავ­ლე. კი­თხვას­თან და­კავ­ში­რე­ბით ძა­ლი­ან შე­უ­პოვ­რე­ბი იყ­ვნენ, თუ ერთი წიგ­ნის კი­თხვას და­ვამ­თავ­რებ­დი, სას­წრა­ფოდ მე­ო­რე უნდა და­მე­წყო, გარ­და ამი­სა, ზრდი­ლო­ბი­სა და ეთი­კის ნორ­მე­ბის დაც­ვა­საც დიდი სიმ­კაც­რით ეკი­დე­ბოდ­ნენ.

რა­ტომ სცე­მა სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა

- ამო­ჩე­მე­ბუ­ლი მქონ­და საგ­ნე­ბი, რო­მელ­თაც მას­წავ­ლებ­ლის სიმ­პა­თი­ის გამო ვსწავ­ლობ­დი, ეს ძი­რი­თა­დად ჰუ­მა­ნი­ტა­რულ საგ­ნებს ეხე­ბო­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქი­მი­ას ბე­ბი­ა­ჩე­მი ასე მა­მე­ცა­დი­ნებ­და, მას­წავ­ლებ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე დი­დად მა­ინც არ მიყ­ვარ­და. არ ვი­ყა­ვი სწავ­ლას მო­წყუ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და შა­ტა­ლო­ზე სი­ა­რუ­ლი, არ არ­სე­ბობ­და დღე, რომ გაკ­ვე­თი­ლი­დან არ გავ­პა­რუ­ლი­ყა­ვი, გან­სა­კუთ­რე­ბით ზედა კლა­სებ­ში, ამის გამო მაგ­რად ვის­ჯე­ბო­დი, სკო­ლის დი­რექ­ტორს, ქალ­ბა­ტონ ტა­ტუ­ლი­ას ვუ­ცე­მი­ვარ კი­დეც, მაგ­რამ ისე და­ვამ­თავ­რე სკო­ლა, ამას ვერ გა­და­ვეჩ­ვიე. მარ­თა­ლია, სა­უ­კე­თე­სო ატეს­ტა­ტი არ გა­მი­ტა­ნია, მაგ­რამ გა­მოც­დე­ბი ყვე­ლა სა­გან­ში ჩა­ვა­ბა­რე, მგო­ნი 20-20 ბი­ლე­თი მაქვს თითო სა­გან­ში ნას­წავ­ლი, სა­გა­მოც­დო სა­კი­თხებს ტვინს ვას­ხამ­დი, რად­გან ძა­ლი­ან მკაც­რად ტარ­დე­ბო­და გა­მოც­და და ვნერ­ვი­უ­ლობ­დი.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ნანუკა ლითანიშვილი - 22 წლის შემდეგ ზურა იმაზე მეტად მიყვარს, ვიდრე ურთიერთობის დასაწყისში

ნანუკა ლითანიშვილი - 22 წლის შემდეგ ზურა იმაზე მეტად მიყვარს, ვიდრე ურთიერთობის დასაწყისში

თეატრალების ოჯახში დაიბადა, მისი ბებია სალომე ყანჩელი იყო, მამა ოთარ ლითანიშვილი გახლავთ, რა გასაკვირია, რომ ნანუკა ლითანიშვილსაც ეს პროფესია აერჩია, მით უმეტეს, რომ მსახიობ ბებიას ძალიან უნდოდა, შვილიშვილი მის გზას გაჰყოლოდა.

ნანუკა სკოლის დამთავრების შემდეგ მიშა თუმანიშვილის ჯგუფში სწავლობდა, მეორე კურსზე მსახიობი და რეჟისორი ზურა გეწაძე გაიცნო და ცოლადაც გაჰყვა, წყვილს 4 შვილი ჰყავს. ზურა დღეს თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მმართველია. როგორც ნანუკა ამბობს, 22 წლის შემდეგ ზურა იმაზე მეტად უყვარს, ვიდრე ურთიერთობის დასაწყისში.

კადრად დარჩენილი ბავშვობა...

- ჩემთვის ბავშვობა ასოცირდება ფაქტთან, რომელიც დაკავშირებულია ბაბუასა და მამასთან, კადრივით მახსოვს, როგორ ვყავარ ხელში აყვანილი და მასეირნებენ, მართალია, ამ დროს საკმაოდ დიდი, 4-5 წლის ვიყავი, მაგრამ ავად გახლდით თუ კარგად, ასე დამატარებდნენ. დღევანდელი გადმოსახედიდან მგონია, რომ საკმაოდ ჩუმი და წყნარი ბავშვი ვიყავი, თუმცა საწინააღმდეგოს მეუბნებიან. კარგად მახსენდება ბაღის პერიოდი, ჩემდა უნებურად მუდმივად ლიდერის პოზიციაში ვხვდებოდი, მაგალითად, სადილის დროს მასწავლებელს მე ვეხმარებოდი ბავშვებისთვის სადილის დარიგებაში და ა.შ. დიდად გადარეული, ინტრიგანი და მტირალა არ ვყოფილვარ.

ბებიები

- ბებიის ფაქტორი ალბათ ყველა ბავშვისთვის განსაკუთრებულია. სალომესთან ერთად ჩემი მეორე ბებია რომ არ ვახსენო, არ ვიქნები სწორი, რუსუდან ბახტაძე პროფესიით ქიმიკოსი გახლდათ, არანაირი შეხება არ ჰქონდა ხელოვნების ამ სფეროსთან და უნდოდა, ექიმი გამოვსულიყავი, სალომეს კი ნამდვილად სურდა, მის გზას გავყოლოდი, მის საგრიმიოროში არსებულ ნივთებზე მეუბნებოდა ხო­ლმე, მერე ესენი შენი გახდებაო. ისე, სიმართლე გითხრათ, რაც წლები მემატება, უფრო და უფრო მენატრებიან ბებიები. ჩემი ორივე ბებია დაკავებული იყო, სალომე თუ გასტროლებზე არ იყო წასული, კვირაში ორ დღეს მასთან ვატარებდით, მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად დაკავებული იყო, არ მახსოვს მისი დეფიციტი მეგრძნოს. თუ გასტროლებზე იყო წასული, დიდი ამბით ველოდებოდით, რადგან ვიცოდით, უამრავი საჩუქრით დაბრუნდებოდა. დიდ მონატრებას უფრო ზაფხულობით ვგრძნობდით, მაშინ, როცა დასასვენებლად მივდიოდით. სწავლასა და კითხვასთან დაკავშირებით ორივე ბებია სიმკაცრით გამოირჩეოდა, ძალიან მომთხოვნები იყვნენ ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით ჩემ მიმართ. ერთხელ სალომემ მაიძულა, მთელი ზოოლოგიის წიგნი მესწავლა, რადგან ჩამჭრა, რომ ბაყაყის აგებულება არ ვიცოდი. ქიმიკოსი ბებია კი ჩამკეტავდა ოთახში და მთელი საღამო ქიმიას მამეცადინებდა, ეს, რა თქმა უნდა, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ხდებოდა, შედეგად, არაორგანული ქიმია კარგად ვისწავლე. კითხვასთან დაკავშირებით ძალიან შეუპოვრები იყვნენ, თუ ერთი წიგნის კითხვას დავამთავრებდი, სასწრაფოდ მეორე უნდა დამეწყო, გარდა ამისა, ზრდილობისა და ეთიკის ნორმების დაცვასაც დიდი სიმკაცრით ეკიდებოდნენ.

რატომ სცემა სკოლის დირექტორმა

- ამოჩემებული მქონდა საგნები, რომელთაც მასწავლებლის სიმპათიის გამო ვსწავლობდი, ეს ძირითადად ჰუმანიტარულ საგნებს ეხებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ქიმიას ბებიაჩემი ასე მამეცადინებდა, მასწავლებლიდან გამომდინარე დიდად მაინც არ მიყვარდა. არ ვიყავი სწავლას მოწყურებული, მაგრამ ძალიან მიყვარდა შატალოზე სიარული, არ არსებობდა დღე, რომ გაკვეთილიდან არ გავპარულიყავი, განსაკუთრებით ზედა კლასებში, ამის გამო მაგრად ვისჯებოდი, სკოლის დირექტორს, ქალბატონ ტატულიას ვუცემივარ კიდეც, მაგრამ ისე დავამთავრე სკოლა, ამას ვერ გადავეჩვიე. მართალია, საუკეთესო ატესტატი არ გამიტანია, მაგრამ გამოცდები ყველა საგანში ჩავაბარე, მგონი 20-20 ბილეთი მაქვს თითო საგანში ნასწავლი, საგამოცდო საკითხებს ტვინს ვასხამდი, რადგან ძალიან მკაცრად ტარდებოდა გამოცდა და ვნერვიულობდი.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება