უკრაინაში მომხდარი ავტოავარიის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა

უკრაინაში მომხდარი ავტოავარიის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა

შვიდი ადამიანი დაიღუპა და 22 დაშავდა უკრაინაში მომხდარი ავტოავარიის შედეგად. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი სამგზავრო ავტობუსი შეეჯახა, რომელთაგან ერთი ადგილობრივი იყო, მეორეს კი ბულგარელი ტურისტები გადაჰყავდა.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, ადგილზე დაიღუპა, სამი კი მოგვიანებით გარდაიცვალა. თუმცა, პოლიცია არ გამორიცხავს ავარიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვის გაზრდას.

მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მიმდინარეობს გარდაცვლილთა ინდენტიფიცირება.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა