ილია მეორე - "არც მეფეს, არც პრეზიდენტს და არც პატრიარქს არ აქვს უფლება მიწები გაყიდოს"

ილია მეორე - "არც მეფეს, არც პრეზიდენტს და არც პატრიარქს არ აქვს უფლება მიწები გაყიდოს"

არც მეფეს, არც პრეზიდენტს და არც პატრიარქს არ აქვს უფლება მიწები გაყიდოს, - ამის შესახებ საქართველოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს, სამთაწყაროს მუსლიმი და მართლმადიდებელი ქრისტიანი მოსახლეობის ნაწილთან შეხვედრისას განაცხადა.

სამთაწყაროელებმა პატრიარქს მთავრობასთან შუამდგომლობა სთხოვეს, რათა გაყიდული სახნავ-სათესი მიწები ისევ მოსახლეობას დაუბრუნდეს. "სოფელში 480 კომლი ვცხოვრობთ. წინა მთავრობამ კი 280 ჰექტარი მიწა გაგვიყიდა. სოფელში არ გვაქვს სახნავ-სათესი და საძოვარი მიწები, ამიტომ ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ეს მიწები თუ არ დაბრუნდება, ჩვენს იქ ცხოვრებას აზრი ეკარგება", - აღნიშნა სამთაწყაროში მცხოვრებმა სიმონ ცინცაძემ.

მისივე თქმით, სამთაწყაროს მოსახლეობა მიწაზე მუშაობით არსებობს, ამიტომ ეს საკითხი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სიმონ ცინცაძე ამბობს, რომ მათ წყლის პრობლემაც აქვთ. "სოფელში ძალიან ბევრი სოციალური პრობლემაა. არ გვაქვს წყალი. გზები, რომელიც საინგილოსთან გვაკავშირებს, არის ჩაკეტილი, ამიტომ ძალიან რთული სოციალური მდგომარეობაა", - განაცხადა სიმონ ცინცაძემ.

პატრიარქმა სამთაწყაროს მოსახლეობის წარმომადგენლებს უთხრა, რომ პრობლემები აუცილებლად მოგვარდება. "ღვთის დახმარებით ყველაფერი კარგად იქნება. არც მეფეს, არც პრეზიდენტს და არც პატრიარქს არ აქვს უფლება მიწები გაყიდოს. უნდა ვილოცოთ ჩვენ ყველამ ერთად და ღმერთი აუცილებლად დაგვეხმარება", - ბრძანა პატრიარქმა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია