110 წლის ბრიტანელი 70 წლამდე სიგარეტს ეწეოდა და დღემდე სვამს ვისკის

110 წლის ბრიტანელი 70 წლამდე სიგარეტს ეწეოდა და დღემდე სვამს ვისკის

ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე ხნიერი მოქალაქე, 110 წლის რალფ ტარანტი განსაკუთრებულს არაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ დიდხანს ეცოცხლა. მისი თქმით, ის აქტიურად ეწეოდა 70 წლამდე და დღემდე სვამს ვისკის.

ბრიტანელი, რომელსაც უკვე ზრდასრული შვილთაშვილები ჰყავს, დღემდე ყველას დახმარების გარეშე, თავად უვლის საკუთარ თავს და ვერ ხვდება, რატომ დაინტერესდა პრესა მისი პიროვნებით ასე ძალიან.

"ვერ ვგრძნობ ჩემს ასაკს, ყოველ შემთხვევაში, გონებით. ზოგჯერ რაღაც მტკივდება, მაგრამ ძალა ყოველთვის მიბრუნდება", - აღნიშნა ტარანტმა.

2011 წელს ტარანტი და მისი მეუღლე ფელისი ბრიტანეთის ყველაზე "წარმატებულ წყვილად" აღიარეს. მათ ერთად 79 წელი იცხოვრეს. ფელისი 103 წლის ასაკში, გასულ წელს გარდაიცვალა. რალფს 2 შვილი, 7 შვილიშვილი, 11 შვილთაშვილი და 3 შვილთაშვილის შვილი ჰყავს.

მომზადებულია news.am-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს