"მძიმე ეკოლოგიური ფონი გვაქვს და ეს ეხება ტურისტულ ზონებსაც"

"მძიმე ეკოლოგიური ფონი გვაქვს და ეს ეხება ტურისტულ ზონებსაც"

დასვენების სეზონი დაიწყო, მაგრამ უდავოა, რომ ამ პერიოდში უამრავი პრობლემა იჩენს თავს. მოუწესრიგებელი ეკოლოგიური ფონი ქართველი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის ნაცნობი თემაა, თუმცა წლების განმავლობაში, არაერთი დაპირების მიუხედავად, მოუგვარებელია.

გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი მიიჩნევს, ამ პრობლემას მხოლოდ ხელისუფლება ვერ გაუმკლავდება და საზოგადოების აქტიურობაა საჭირო. რა სიახლეებს გეგმავს ახალი ხელისუფლება, ამის შესახებ პარლამენტარი ჩვენთან ინტერვიუში საუბრობს...

- წლების განმავლობაში პრობლემად რჩებოდა საკურორტო ზონები, განსაკუთრებით ზღვის კურორტები, კანალიზაციის მოუწესრიგებლობა და ა.შ.

- დიახ, საკმაოდ მძიმე ეკოლოგიური ფონი გვაქვს და ეს ეხება ტურისტულ ზონებსაც. ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს, მათ შორის არის მოსახლეობა, რომელიც გარემოს დაცვას არანაირ ყურადღებას არ აქცევს. რაც უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, არ შეიძლება, სადაც ისვენებ და ცხოვრობ, ის ადგილები დაანაგვიანო და გააპარტახო. ამას ხელისუფლება ვერ გასწავლის, თუმცა პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც სხვადასხვა ტურისტული ზონის დაბინძურებისთვის გარკვეული ადმინისტრაციული სასჯელის, ჯარიმებისა და სანქციების შემოღებას გულისხმობს, აუცილებელია და ამას ვაკეთებთ კიდეც. მიმდინარე კვირიდან პარლამენტი დაიწყებს ჩემ მიერ ინიცირებული ახალი პაკეტის განხილვას, რომელიც დაცული ტერიტორიების დაბინძურებაზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას ეხება. ყველაფერს გავაკეთებთ, რაც წინა ხელისუფლების პირობებში გაუგებარი და გაურკვეველი მიზეზების გამო ვერ კეთდებოდა. ვგულისხმობ ჩემი კომიტეტის საკეთებელ საქმეს. შემდეგი ეტაპი უკვე აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, მერე კი საზოგადოებაზე გადადის.

- ამის შესახებ ოპოზიციისაა და საზოგადოების ნაწილისგან ხშირად მოისმენთ, რომ ახალ ხელისუფლებას პიარი არ უვარგა...

- არ არის ასე... რაც შეეხება ზღვის კურორტებს, ჩამდინარე წყლებსა და კანალიზაციას - წინა ხელისუფლებამ ვითომდა დაიწყო ბათუმის კეთილმოწყობის გრანდიოზული პროექტი, მათ შორის ქალაქის საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება. საქმე ისაა, ამ პროექტში რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაიხარჯა, ეს პროექტი არა თუ დასრულდა, ჯერ კიდევ შუა გზაშია. გამდინარე წყლები ისევ შავ ზღვაში ჩაედინება, რაც ძალიან ცუდია. რა თქმა უნდა, იქ არის კოლექტორები, საკანალიზაციო ჭები, მაგრამ ჩვენ ახლა ბუნებრივი, ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობების მშენებლობაზე უნდა ვიფიქროთ. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ ერთი გამწმენდი ნაგებობა არსებობს და ისიც საჩხერის რაიონში, რომელიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა. არადა, ყველას ახსოვს მათი დაუსრულებელი ტყუილები, თუ როგორ აშენებდნენ ქვეყანას... საკითხი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. მეტსაც გეტყვით, თბილისს არ გააჩნია ბუნებრივი გამწმენდი ნაგებობა, მხოლოდ ერთი, ამორტიზებული ტექნიკური ნაგებობის ამარა ვართ, რომლის შეკეთების ვალდებულებაც თავის დროზე ხელშეკრულებით საკუთარ თავზე აიღო ''თბილისის წყალმა'' . ეს ვალდებულება წინა ხელისუფლებამ ამ კომპანიას, თუ არ ვცდები, 2017 წლამდე გადაუვადა... სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ეს წყლები ჩაედინება მტკვარში და ამის გამო ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, კონკრეტულად აზერბაიჯანთან, გარკვეული პრობლემები გვექმნება.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ