სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
დამოუკიდებელმა ექსპერტმა მამუკა მიქაუტაძის ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა
დამოუკიდებელმა ექსპერტმა მამუკა მიქაუტაძის ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა

ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის მი­ხედ­ვით, მა­მუ­კა მი­ქა­უ­ტა­ძეს ცხვი­რის არე­ში სის­ხლნაჟ­ღენ­თე­ბი, ხოლო ტერ­ფებ­ზე მო­ლურ­ჯო, მო­ი­ის­ფრო ლა­ქე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა. ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა ჟურ­ნა­ლის­ტებს საია-ს ხელ­მძღვა­ნელ­მა კახა კო­ჟო­რი­ძემ გა­აც­ნო.

მისი გან­ცხა­დე­ბით, ექ­სპერ­ტი­ზა და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა ექ­სპერ­ტმა ალექ­სან­დრე გე­ჯა­ძემ ჩა­ა­ტა­რა და ის გა­რეგ­ნულ დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას ემ­ყა­რე­ბა. კო­ჟო­რი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნი­თი ნა­წი­ლი გა­აც­ნო.

"გა­სა­გე­ბია, რომ ჩა­მოხ­რჩო­ბილ ადა­მი­ანს კის­რის არე­ში აქვს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. გა­რე­გა­ნი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით, მი­ქა­უ­ტა­ძეს, გარ­და კის­რის მიმ­დე­ბა­რე არე­ში არ­სე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბი­სა, აღე­ნიშ­ნე­ბა და­ზი­ა­ნე­ბა ცხვი­რის მარ­ცხე­ნა ნეს­ტოს მი­და­მო­ში სის­ხლნაჟ­ღენ­თის სა­ხით. და­ზი­ა­ნე­ბა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია რა­ი­მე მკვრი­ვი, ბლაგ­ვი საგ­ნის მოქ­მე­დე­ბით სიკ­ვდი­ლის დად­გო­მამ­დე დრო­ის ახლო მო­ნაკ­ვეთ­ში. ორი­ვე ტერ­ფის გუ­ლის შიგ­ნით, გვერ­დით ზე­და­პი­რებ­ზე არ­სე­ბუ­ლი თით­ქმის იდენ­ტუ­რი, უს­წო­რო, სიგ­რძი­ვი ფორ­მის მუქი მო­ლურ­ჯო-მო­ი­ის­ფრო უბ­ნე­ბი მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით არატ­რავ­მუ­ლი წარ­მო­შო­ბი­საა. თუმ­ცა, არის თუ არა ეს სის­ხლნაჟ­ღენ­თი თუ ნა­ად­რე­ვი გვა­მუ­რი მოვ­ლე­ნაა, დას­კვნის გა­მო­ტა­ნა გვა­მის გა­რე­გა­ნი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით ძნე­ლია", - გა­ნა­ცხა­და კო­ჟო­რი­ძემ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მას არ შე­უძ­ლია 100%-იანი სი­ზუს­ტით გა­ნა­ცხა­დოს ზუს­ტად რა მოხ­და, თუმ­ცა, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის მი­ხედ­ვით, ვა­რა­უ­დობს, რომ მი­ქა­უ­ტა­ძე­ზე ფი­ზი­კუ­რი ზე­წო­ლა გან­ხორ­ცი­ელ­და.

"და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ემ­თხვე­ვა სა­ვა­რა­უ­დოდ იმ პე­რი­ოდს, რო­დე­საც ის და­კი­თხეს. ეს გა­რე­მო­ე­ბე­ბი ამ­ყა­რებს იმ ალ­ბა­თო­ბას, რომ მას­ზე და­კი­თხვის დროს, ფი­ზი­კუ­რი ზე­წო­ლა გან­ხორ­ცი­ელ­და. სხვა სა­კი­თხია და­ზი­ა­ნე­ბის სიმ­ძი­მე და ა.შ. ჩემ­თვის, რო­გორც იუ­რის­ტის­თვის, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­კის­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით, მარ­ტო ცხვირ­ზე ექ­ნე­ბა და­ზი­ა­ნე­ბა თუ სხვა­გან, გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბის არ აქვს", - გა­ნა­ცხა­და კო­ჟო­რი­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

დამოუკიდებელმა ექსპერტმა მამუკა მიქაუტაძის ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა

დამოუკიდებელმა ექსპერტმა მამუკა მიქაუტაძის ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მამუკა მიქაუტაძეს ცხვირის არეში სისხლნაჟღენთები, ხოლო ტერფებზე მოლურჯო, მოიისფრო ლაქები აღენიშნება. ექსპერტიზის დასკვნა ჟურნალისტებს საია-ს ხელმძღვანელმა კახა კოჟორიძემ გააცნო.

მისი განცხადებით, ექსპერტიზა დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ ჩაატარა და ის გარეგნულ დათვალიერებას ემყარება. კოჟორიძემ ჟურნალისტებს ექსპერტიზის დასკვნითი ნაწილი გააცნო.

"გასაგებია, რომ ჩამოხრჩობილ ადამიანს კისრის არეში აქვს დაზიანებები. გარეგანი დათვალიერებით, მიქაუტაძეს, გარდა კისრის მიმდებარე არეში არსებული დაზიანებისა, აღენიშნება დაზიანება ცხვირის მარცხენა ნესტოს მიდამოში სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით სიკვდილის დადგომამდე დროის ახლო მონაკვეთში. ორივე ტერფის გულის შიგნით, გვერდით ზედაპირებზე არსებული თითქმის იდენტური, უსწორო, სიგრძივი ფორმის მუქი მოლურჯო-მოიისფრო უბნები მაღალი ალბათობით არატრავმული წარმოშობისაა. თუმცა, არის თუ არა ეს სისხლნაჟღენთი თუ ნაადრევი გვამური მოვლენაა, დასკვნის გამოტანა გვამის გარეგანი დათვალიერებით ძნელია", - განაცხადა კოჟორიძემ.

მისივე განმარტებით, მას არ შეუძლია 100%-იანი სიზუსტით განაცხადოს ზუსტად რა მოხდა, თუმცა, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ვარაუდობს, რომ მიქაუტაძეზე ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა.

"დაზიანებები ემთხვევა სავარაუდოდ იმ პერიოდს, როდესაც ის დაკითხეს. ეს გარემოებები ამყარებს იმ ალბათობას, რომ მასზე დაკითხვის დროს, ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა. სხვა საკითხია დაზიანების სიმძიმე და ა.შ. ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, პასუხისმგებლობის დაკისრების თვალსაზრისით, მარტო ცხვირზე ექნება დაზიანება თუ სხვაგან, გადამწყვეტი მნიშვნელობის არ აქვს", - განაცხადა კოჟორიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ