სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
დავით უსუფაშვილი - ვერ ვიხსენებ კოალიციაში პიროვნებას, რომელიც კბილაშვილის გადაწყვეტილებას სწორად მიიჩნევს
დავით უსუფაშვილი - ვერ ვიხსენებ კოალიციაში პიროვნებას, რომელიც კბილაშვილის გადაწყვეტილებას სწორად მიიჩნევს

ვერ ვიხ­სე­ნებ პი­როვ­ნე­ბას, რო­მე­ლიც მი­იჩ­ნევს, რომ არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სწო­რი იყო, - ამის შე­სა­ხებ ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტში დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ერ­თმა­ნე­თის­გან უნდა გა­ი­მიჯ­ნოს უკა­ნო­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მელ­ზეც ვინ­მეს შე­საძ­ლოა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხედ­ვა აღ­მო­აჩ­ნდეს.

"ერთ რა­მე­ზე უნდა შევ­თან­ხმდეთ, რო­დე­საც რო­მე­ლი­მე მო­სა­მარ­თლის, ან პრო­კუ­რო­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ მოგ­ვე­წო­ნე­ბა, იმ­დენ­ჯერ მო­სა­მარ­თლე, ან პრო­კუ­რო­რი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლოთ, მა­შინ სად მი­ვალთ? რამ­დე­ნი პარ­ლა­მენ­ტის მიერ მი­ღე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი ვინ­მეს არ მო­ე­წო­ნე­ბა იმ­დენ­ჯერ პარ­ლა­მენ­ტი გა­დად­გეს?" - აღ­ნიშ­ნა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ.

მი­სი­ვე თქმით, არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილს ბე­დუ­კა­ძის საქ­მე­ზე კა­ნო­ნი არ და­ურ­ღვე­ვია და ამის მთა­ვა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არის ის, რომ გა­ფორ­მე­ბუ­ლი საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა მო­სა­მარ­თლემ და­ამ­ტკი­ცა. პრო­კუ­რო­რის საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა კი ძა­ლა­ში მას შემ­დეგ შე­ვი­და, რაც ის მო­სა­მარ­თლემ გა­ნი­ხი­ლა და და­ამ­ტკი­ცა.

"მე ვის­თა­ნაც მო­მი­წია აზ­რთა ურ­თი­ერ­თგაც­ვლა კო­ა­ლი­ცი­ის შიგ­ნით ამ თე­მა­ზე, მე ვერ ვიხ­სე­ნებ პი­როვ­ნე­ბას, რო­მე­ლიც თვლის, რომ ეს იყო სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. უმ­რავ­ლე­სო­ბა მი­იჩ­ნევს და მეც ვთვლი, რომ ამ ტი­პის საქ­მე­ზე მსგავ­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ალ­ბათ, არ არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი", - მი­აჩ­ნია უსუ­ფაშ­ვილს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

დავით უსუფაშვილი - ვერ ვიხსენებ კოალიციაში პიროვნებას, რომელიც კბილაშვილის გადაწყვეტილებას სწორად მიიჩნევს

დავით უსუფაშვილი - ვერ ვიხსენებ კოალიციაში პიროვნებას, რომელიც კბილაშვილის გადაწყვეტილებას სწორად მიიჩნევს

ვერ ვიხსენებ პიროვნებას, რომელიც მიიჩნევს, რომ არჩილ კბილაშვილის გადაწყვეტილება სწორი იყო, - ამის შესახებ ქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პარლამენტში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს უკანონო გადაწყვეტილება და კანონის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება, რომელზეც ვინმეს შესაძლოა განსხვავებული ხედვა აღმოაჩნდეს.

"ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ, როდესაც რომელიმე მოსამართლის, ან პროკურორის გადაწყვეტილება არ მოგვეწონება, იმდენჯერ მოსამართლე, ან პროკურორი თანამდებობიდან გავათავისუფლოთ, მაშინ სად მივალთ? რამდენი პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი ვინმეს არ მოეწონება იმდენჯერ პარლამენტი გადადგეს?" - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, არჩილ კბილაშვილს ბედუკაძის საქმეზე კანონი არ დაურღვევია და ამის მთავარი მტკიცებულება არის ის, რომ გაფორმებული საპროცესო შეთანხმება მოსამართლემ დაამტკიცა. პროკურორის საპროცესო შეთანხმება კი ძალაში მას შემდეგ შევიდა, რაც ის მოსამართლემ განიხილა და დაამტკიცა.

"მე ვისთანაც მომიწია აზრთა ურთიერთგაცვლა კოალიციის შიგნით ამ თემაზე, მე ვერ ვიხსენებ პიროვნებას, რომელიც თვლის, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. უმრავლესობა მიიჩნევს და მეც ვთვლი, რომ ამ ტიპის საქმეზე მსგავსი გადაწყვეტილება, ალბათ, არ არის მიზანშეწონილი", - მიაჩნია უსუფაშვილს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა