სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
არჩილ კბილაშვილი ბედუკაძის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების გადაწყვეტილებას არ დაუბრუნდება
არჩილ კბილაშვილი ბედუკაძის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების გადაწყვეტილებას არ დაუბრუნდება

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლი ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძის სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას აღარ და­უბ­რუნ­დე­ბა.

რო­გორც კბი­ლაშ­ვილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის შე­სა­ბა­მის თხოვ­ნა­ზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას ჟურ­ნა­ლის­ტებს დღეს გა­ნუ­ცხა­და, საპ­რო­ცე­სო კა­ნო­ნი აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­საძ­ლე­ბო­ბას არ უშ­ვებს, რის გა­მოც დარ­ჩე­ბა ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც მი­ღე­ბუ­ლია.

"შეც­ვლას რაც შე­ე­ხე­ბა, ამ მხრივ საპ­რო­ცე­სო კა­ნო­ნი არ უშ­ვებს რა­ი­მე შე­საძ­ლე­ბო­ბას, ამი­ტომ სურ­ვი­ლიც რომ მქონ­დეს რა­ი­მეს შეც­ვლის, ამის შე­საძ­ლე­ბო­ბა არ არ­სე­ბობს, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დარ­ჩე­ბა ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც მი­ღე­ბუ­ლია", - გა­ნა­ცხა­და არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ბე­დუ­კა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი საქ­მის კურ­სში არც პრე­მი­ე­რი და არც მთავ­რო­ბის სხვა წევ­რე­ბი არ ყო­ფი­ლან.

"პრე­მი­ე­რი არ იყო საქ­მის კურ­სში იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც მი­ვი­ღე. ესაა კა­ნო­ნით კონ­კრე­ტუ­ლად მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის მიერ მი­სა­ღე­ბი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. მას წინ უძღო­და თათ­ბი­რი ჩემს კო­ლე­გებ­თან, მაგ­რამ ეს არ ყო­ფი­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის მსჯე­ლო­ბის სა­გა­ნი, მათ შო­რის, საქ­მის კურ­სში არ იყო არც იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი", - აღ­ნიშ­ნა მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა პრე­მი­ე­რის კრი­ტი­კას, არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ზი­ცია არის მო­რა­ლის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტი­დან გა­ცხა­დე­ბუ­ლი პო­ზი­ცია.

"მე მას­თან ორი სამი დღის წინ მქონ­და სა­უ­ბა­რი და არ­გუ­მე­ნე­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ახლა თქვენ მო­ის­მი­ნეთ, გა­ვა­ცა­ნით მა­საც. მისი პო­ზი­ცია ისე­თია, რომ წა­მე­ბა არის და­ნა­შა­უ­ლი, რო­მე­ლიც არ შე­იძ­ლე­ბა შე­წყნა­რე­ბულ იქ­ნას. არ შე­მიძ­ლია, მის აზრს პა­ტი­ვი არ ვცე, რად­გან ეს არის მო­რა­ლის ზედა ზღვა­რი, მაგ­რამ მე ჩავ­თვა­ლე, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში ძა­ლი­ან მა­ღა­ლი მო­რა­ლუ­რი სტან­დარ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა არ უნდა მომ­ხდა­რი­ყო და სა­მარ­თლი­ა­ნი იქ­ნე­ბო­და ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც მი­ვი­ღე", - აღ­ნიშ­ნა კბი­ლაშ­ვილ­მა.

პრე­მი­ერ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილს ბე­დუ­კა­ძის საქ­მის გა­და­ხედ­ვის თხოვ­ნით გუ­შინ მი­მარ­თა.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

არჩილ კბილაშვილი ბედუკაძის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების გადაწყვეტილებას არ დაუბრუნდება

არჩილ კბილაშვილი ბედუკაძის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების გადაწყვეტილებას არ დაუბრუნდება

საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ვლადიმერ ბედუკაძის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების გადაწყვეტილებას აღარ დაუბრუნდება.

როგორც კბილაშვილმა პრემიერ-მინისტრის შესაბამის თხოვნაზე კომენტირებისას ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, საპროცესო კანონი აღნიშნულის შესაძლებობას არ უშვებს, რის გამოც დარჩება ის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია.

"შეცვლას რაც შეეხება, ამ მხრივ საპროცესო კანონი არ უშვებს რაიმე შესაძლებობას, ამიტომ სურვილიც რომ მქონდეს რაიმეს შეცვლის, ამის შესაძლებობა არ არსებობს, აქედან გამომდინარე, დარჩება ის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

მისივე განმარტებით, ბედუკაძესთან დაკავშირებით მის მიერ გამოცხადებული საქმის კურსში არც პრემიერი და არც მთავრობის სხვა წევრები არ ყოფილან.

"პრემიერი არ იყო საქმის კურსში იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც მივიღე. ესაა კანონით კონკრეტულად მთავარი პროკურორის მიერ მისაღები გადაწყვეტილება. მას წინ უძღოდა თათბირი ჩემს კოლეგებთან, მაგრამ ეს არ ყოფილა პოლიტიკური გუნდის მსჯელობის საგანი, მათ შორის, საქმის კურსში არ იყო არც იუსტიციის მინისტრი", - აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.

რაც შეეხება პრემიერის კრიტიკას, არჩილ კბილაშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის პოზიცია არის მორალის მაღალი სტანდარტიდან გაცხადებული პოზიცია.

"მე მასთან ორი სამი დღის წინ მქონდა საუბარი და არგუმენეტები, რომლებიც ახლა თქვენ მოისმინეთ, გავაცანით მასაც. მისი პოზიცია ისეთია, რომ წამება არის დანაშაული, რომელიც არ შეიძლება შეწყნარებულ იქნას. არ შემიძლია, მის აზრს პატივი არ ვცე, რადგან ეს არის მორალის ზედა ზღვარი, მაგრამ მე ჩავთვალე, რომ ამ შემთხვევაში ძალიან მაღალი მორალური სტანდარტის გამოყენება არ უნდა მომხდარიყო და სამართლიანი იქნებოდა ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე", - აღნიშნა კბილაშვილმა.

პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა არჩილ კბილაშვილს ბედუკაძის საქმის გადახედვის თხოვნით გუშინ მიმართა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ