"ბუთლიაშვილი თავისუფლად დადის, ეს კბილაშვილის უწყების უუნარობის შედეგია"

"ბუთლიაშვილი თავისუფლად დადის, ეს კბილაშვილის უწყების უუნარობის შედეგია"

ამონარიდი:

გოგა ბუთლიაშვილი კატეგორიულად უარყოფს ყველა ბრალდებას და მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ მიზანმიმართული ბრძოლაა გაჩაღებული. ჩვენ კიდევ ერთხელ ვცადეთ იმ პირებთან გასაუბრება, რომლებიც მას პატიმრების წამებაში ამხელენ.

ცოტნე გამსახურდია, ყოფილი პატიმარი: - ბუთლიაშვილი ფიზიკურად უსწორდებოდა პატიმრებს: წერეთელს, საყვარელიძეს, ზედელაშვილს. გაითვალისწინეთ, მე სამარტოო საკანში ვიჯექი და ჩემი ხედვის არეალი შეზღუდული იყო. ამიტომ მოგახსენებთ მხოლოდ იმას, რასაც იმ პატარა კორიდორში ვხედავდი. მე ვერ ვხედავდი, რა ხდებოდა მორგში. ბევრი პატიმარი ერთსა და იმავე გარემოებაზე საუბრობს: ცხვედიანს, ავთო პოპიაშვილს, ბუთლიაშვილს და სხვებს ჩაჰყავდათ პატიმრები იქ და ხშირად პატიმრის სიკვდილითაც მთავრდებოდა...

სამარტოო საკანში გამოკეტილმა გამსახურდიამ 4-5 ფაქტი ნახა და თქვენ წარმოიდგინეთ, რა ხდებოდა მთელ ტერიტორიაზე? შეგიძლიათ გამოითხოვოთ მონაცემები, რამდენი პატიმარი იღუპებოდა ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. დამერწმუნეთ, ასეთი იყო ათეულობით პატიმარი. არჩევნების შემდეგ 6-ჯერ შემცირდა პატიმრების სიკვდილიანობა ციხეში. ნანახი მაქვს ბუთლიაშვილი და მისი რამდენიმე თანამშრომელი, როგორ გაუსწორდნენ საყვარელიძეს. შემდეგ პროკურატურის თანამშრომელი მოვიდა და ყველა პატიმარს ჩამოართვა განმარტება, რომ მსგავს შემთხვევას არ ჰქონია ადგილი. ბუთლიაშვილი თავს იმართლებს, აბა რას იტყვის. ამდენი პატიმარი ადებს ხელს, მაგრამ მაინც თავისუფლად დადის, ეს კბილაშვილის უწყების უუნარობის შედეგია. წარმოგიდგენიათ ჯალათი, რომელიც აღიარებს დანაშაულს? ამაზე ლაპარაკი დღეს არ დამიწყია, თქვენ ესწრებოდით 4 წლის წინ ჩემს სასამართლო პროცესებს და ისმენდით ჩემს განცხადებებს ამ ფაქტებზე. არავითარი პირადი ინტერესი მე არ მაქვს, უბრალოდ, დამნაშავე ჯალათები უნდა დაისაჯონ.

ლადო ბედუკაძე, ციხის ყოფილი თანამშრომელი: - სხვა რა უნდა თქვას? ის სისტემის პირველი დამრტყმელი ძალა იყო, მუხაძის მარჯვენა ხელი. ორი ფაქტი უკვე გითხარით... შეგიძლიათ ხაინდრავაც მოინახულოთ და დარწმუნდებით, რომ ხერხემალი დაუზიანა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

იხილეთ ვიდეო: რას პასუხობს პატიმრების მიერ "ციხის ჯალათად" შერაცხილი გოგა ბუთლიაშვილი ბრალდებებზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ