"ნიკორას" სუპერმარკეტების ქსელში თბილისის მასშტაბით ივლისის თვის აქცია დაიწყო. კომპანია მომხმარებელს საუკეთესო ფასად სთავაზობს ზაფხულის სეზონისა და მარხვის პერიოდში აქტუალურ პროდუქციას. შესაბამისად, მიმდინარე თვის ბოლომდე, აქცია შემდეგ პროდუქტებს შეეხება: მარგარინი "ონა", მაიონეზი "სლობოდა", ნაყინი "პლომბირი" კარამელით, ხსნადი ყავა "მაკკოფე" ორიგინალი და "ნესკაფე" გოლდი.
"ნიკორას" სუპერმარკეტი, ზაფხულში, ლუდით გაგრილების მოყვარულებსაც სთავაზობს აქციას. კომპანიის ქსელში 5 ქილა გერმანული ლუდი "ბექსის" შეძენა მხოლოდ 4-ის ფასადაა შესაძლებელი. აქცია ვრცელდება ნედლადშებოლილ ძეხვ "ჩორიზოზეც", რომელიც დელიკატესადაა ცნობილი, ლუდის საუკეთესო თანაპროდუქტად მოიაზრება და რომელსაც საქართველოში ექსკლუზიურად "ნიკორა" აწარმოებს.
გარდა ამისა, ივლისის განმავლობაში "ნიკორას" სუპერმარკეტებში საუკეთესო ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ არაჟანი "პრეზიდენტი", სხვადასხა სახის კრეკერი "ტუკი", ორცხობილა "საიუბილეო", პური "დიეტური", "პინარის" წარმოების რძე და საბავშვო რძე "კიდო".
"ნიკორას" სუპერმარკეტების ქსელში უკვე რამდენიმე წელია ყოველთვიურად, მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით, სხვადასხვა კატეგორიის პროდუქციაზე მოქმედებს აქცია. დღეს "ნიკორას" სუპერმარკეტების ქსელი ყველაზე მრავალრიცხოვანია ქართულ ბაზარზე. კომპანია საქართველოს მასშტაბით 85 სავაჭრო ობიექტს ფლობს, სადაც ხუთი ათასზე მეტი დასახელების მაღალი ხარისხის ადგილობრივი თუ იმპორტირებული პროდუქცია იყიდება.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9