სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ინვესტორები მოლოდინის რეჟიმში არიან
ინვესტორები მოლოდინის რეჟიმში არიან

ექ­სპერტთა ნა­წი­ლი ეკო­ნო­მი­კის გა­ჯან­სა­ღე­ბას სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა­ში ხე­დავს. მათი აზ­რით, ეკო­ნო­მი­კის დი­ნა­მი­კის შე­ნე­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტორ­მა გა­ნა­პი­რო­ბა, მათ შო­რის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტე­ბის შე­ჩე­რე­ბაა.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, ინ­ვეს­ტო­რე­ბი კვლავ მო­ლო­დი­ნის რე­ჟიმ­ში არი­ან. მო­ლო­დი­ნის რე­ჟიმ­შია მომ­ხმა­რე­ბე­ლიც. ბოლო პე­რი­ოდ­ში თან­ხე­ბის და­ზოგ­ვის ტენ­დენ­ცია შე­ი­ნიშ­ნე­ბა.

ინ­ფორ­მა­ცი­ას ავე­ჯი­სა და მო­სა­პირ­კე­თე­ბე­ლი მა­სა­ლე­ბის მა­ღა­ზი­ებ­ში ადას­ტუ­რე­ბენ. ავე­ჯის კომ­პა­ნი­ებ­ში ამ­ბო­ბენ, რომ გა­ყიდ­ვე­ბი ბოლო თვე­ებ­ში 15%-ით არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი. სამ­შე­ნებ­ლო და მო­სა­პირ­კე­თე­ბე­ლი მა­სა­ლე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ამ კი 10%-ით იკლო. შე­და­რე­ბით სტა­ბი­ლუ­რი ვი­თა­რე­ბაა მე­ო­რა­დი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ბა­ზარ­ზე, სა­დაც გა­ყიდ­ვე­ბის დი­ნა­მი­კა არა­და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი, თუმ­ცა სტა­ბი­ლუ­რია.

სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის, ნო­დარ ხა­დუ­რის გან­ცხა­დე­ბით კი "არის ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის ტემ­პე­ბი, მაგ­რამ ისი­ნი შე­ფერ­ხე­ბუ­ლია და ამის მო­ნა­ცე­მე­ბი არ­სე­ბობს".

"არ შე­იძ­ლე­ბა, იმ სი­ტუ­ა­ცი­ას, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში არის, კრი­ზი­სი და­ვარ­ქვათ. არის ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის ტემ­პე­ბი, მაგ­რამ ისი­ნი შე­ფერ­ხე­ბუ­ლია და ამის მო­ნა­ცე­მე­ბი არ­სე­ბობს, თუმ­ცა არის ძა­ლი­ან ბევ­რი კარ­გი პერ­სპექ­ტი­ვა, მათ შო­რის ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით. მე პრაქ­ტი­კუ­ლად, ყო­ველ­დღი­უ­რად მაქვს შეხ­ვედ­რა პო­ტენ­ცი­ურ ინ­ვეს­ტო­რებ­თან, ადა­მი­ა­ნებ­თან, რომ­ლებ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­კუ­თა­რი კა­პი­ტა­ლის და­ბან­დე­ბა სურთ. იქ, სა­დაც კრი­ზი­სია, ინ­ვეს­ტო­რე­ბი არ მი­დი­ან. ასე­ვე, თქვენ იცით, რომ თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბის ფონ­დი იქ­მნე­ბა, რო­მელ­შიც პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით, 10 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი შე­მოდ­გო­მის­თვის იქ­ნე­ბა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი და ეს არის უპ­რე­ცე­დენ­ტოდ მა­ღა­ლი თან­ხა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, რო­მე­ლიც უახ­ლო­ე­სი 3-4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ქარ­თულ ეკო­ნო­მი­კა­ში და­ბანდდე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ხა­დურ­მა.

რა? სად? რა ფა­სად?

გა­ი­გეთ "რა­დიო მარ­კეტ­ში"

ყო­ველ სა­მუ­შაო დღეს 10:50 და 11:50 სა­ათ­ზე

რა­დიო "პა­ლიტ­რის" ეთერ­ში - FM 103.9

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ინვესტორები მოლოდინის რეჟიმში არიან

ინვესტორები მოლოდინის რეჟიმში არიან

ექსპერტთა ნაწილი ეკონომიკის გაჯანსაღებას საინვესტიციო პროექტების გააქტიურებაში ხედავს. მათი აზრით, ეკონომიკის დინამიკის შენელება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტების შეჩერებაა.

სპეციალისტების შეფასებით, ინვესტორები კვლავ მოლოდინის რეჟიმში არიან. მოლოდინის რეჟიმშია მომხმარებელიც. ბოლო პერიოდში თანხების დაზოგვის ტენდენცია შეინიშნება.

ინფორმაციას ავეჯისა და მოსაპირკეთებელი მასალების მაღაზიებში ადასტურებენ. ავეჯის კომპანიებში ამბობენ, რომ გაყიდვები ბოლო თვეებში 15%-ით არის შემცირებული. სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების რეალიზაციამ კი 10%-ით იკლო. შედარებით სტაბილური ვითარებაა მეორადი ავტომობილების ბაზარზე, სადაც გაყიდვების დინამიკა არადამაკმაყოფილებელი, თუმცა სტაბილურია.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით კი "არის ეკონომიკური ზრდის ტემპები, მაგრამ ისინი შეფერხებულია და ამის მონაცემები არსებობს".

"არ შეიძლება, იმ სიტუაციას, რომელიც საქართველოში არის, კრიზისი დავარქვათ. არის ეკონომიკური ზრდის ტემპები, მაგრამ ისინი შეფერხებულია და ამის მონაცემები არსებობს, თუმცა არის ძალიან ბევრი კარგი პერსპექტივა, მათ შორის ინვესტიციების თვალსაზრისით. მე პრაქტიკულად, ყოველდღიურად მაქვს შეხვედრა პოტენციურ ინვესტორებთან, ადამიანებთან, რომლებსაც საქართველოში საკუთარი კაპიტალის დაბანდება სურთ. იქ, სადაც კრიზისია, ინვესტორები არ მიდიან. ასევე, თქვენ იცით, რომ თანადაფინანსების ფონდი იქმნება, რომელშიც პრემიერის განცხადებით, დაახლოებით, 10 მილიარდი დოლარი შემოდგომისთვის იქნება მობილიზებული და ეს არის უპრეცედენტოდ მაღალი თანხა საქართველოსთვის, რომელიც უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში ქართულ ეკონომიკაში დაბანდდება", - განაცხადა ხადურმა.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ