კეტრინ ზეტა-ჯონს ბრიტანულმა კოლეჯმა საპატიო სამეცნიერო ხარისხი მიანიჭა

კეტრინ ზეტა-ჯონს ბრიტანულმა კოლეჯმა საპატიო სამეცნიერო ხარისხი მიანიჭა

საპატიო სამეცნიერო ხარისხების მინიჭება კულტურის მოღვაწეებისთვის უკვე ჩვეულებრივი საქმეა. ცოტა ხნის წინ სამეცნიერო ხარისხები მიიღეს ევა ლონგორიამ, ბენ აფლეკმა და დენიელ დეი ლუისმა. გუშინ კი ასეთი პატივი წილად კეტრინ ზეტა-ჯონსსაც ხვდა.

მსახიობს საპატიო სამეცნიერო ხარისხი მისი მშობლიური ბრიტანეთის მუსიკისა და დრამის უელსის სამეფო კოლეჯმა მიანიჭა.

"ჩვენ მოხარულნი ვართ, პატივი მივაგოთ ასეთ გამოჩენილ მსახიობს, რომელმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა. მან უელსის კულტურის განვითარებაში დიდი წლილი შეიტანა და ხელოვნების ინდუსტრიაში მისი სტატუსი აამაღლა", - განაცხადა კოლეჯის რექტორმა ჰილარი ბოლდინგმა.

თავად კეტრინი ღონისძიებას არ დასწრებია. როგორც ცნობილია, მსახიობი დაახლოებით 1 თვის წინ გამოწერეს კლინიკიდან, სადაც ბიპოლარულ აშლილობას მკურნალობდა.

რამდენიმე დღეში ეკრანზე კეტრინის მონაწილეობით ახალი ფილმი "რედ 2" გამოვა, სადაც მსახიობმა ბრუს იულისის პერსონაჟის მეგობარი ქალი განასახიერა.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება