მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ჯავშნოსანი

მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ჯავშნოსანი

მდიდარი ადამიანების სიყვარული ძვირადღირებული სათამაშოების მიმართ საყოველთაოდ ცნობილია. მილიონერები და მილიარდელები ფულს არ ზოგავენ, რომ საკუთარ საავტომობილო კოლექციას რამდენიმე მილიონიანი სპორტული ავტომობილი შემატონ ან ფეშენებელური იახტა შეიძინონ.

სხვადასხვა სახის ტექნიკის და აქსესუარების მწარმოებლებიც მაქსიმალურად ცდილობენ შეძლებული ხალხის გემოვნების დაკმაყოფილებას. ალმასებით და ძვირფასი ქვებით მორთული მობილური ტელეფონები, ლეპტოპები, პლანშეტები, საათები ხშირ შემთხვევაში ექსკლუზიურად კონკრეტული დამკვეთის გემოვნებით მიხედვით იქმნება.

მდიდარი ადამიანები საკუთარ ავტომობილებშიც თავს დაცულად უნდა გრძნობდნენ. თუმცა ამვე დროს კომფორტი და ფუფუნება დაცვის განუყრელი თანამგზავრი უნდა იყოს. სპეციალურად ასეთი ადამიანებისთვის კომპანია Dartz-მა რუსული ჯიპის Комбат-ის ბაზაზე მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული დაჯავშნული ყველგანმავალი შექმნა.

მანქანის კორპუსი პისტოლეტის და ავტომატის ტყვიებსაც უძლებს. 7 სანტიმერიანი ჯავშანმინები კი მანქანაში მყოფ პერსონებს საიმედოდ იცავენ. დამატებითი დაცვისთვის გარედან მანქანა კევლარითაა დაფარული. ამ მასალას ჯავშანჟილეტებში იყენებენ.

ექსკლუზიური ჯავშნოსნის მინები ოქროს შემცვლელი თხელი აპკითაა დაფარული. ავტომობილის ინტერიერში უხვადაა გამოყენებული ოქრო, პლატინა, ბრილიანტები და ლალის ქვები. მეტი კომფორტისთვის ავტომობილის სალონში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სტერეოსისტემა Rogue და ბარია დამონტაჟებული, რომელშიც ასევე მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული არყის ბოთლი დევს. 840 ცხენის ძრავიანი ძრავა 3,7 ტონიან ჯავშნოსანს მაქსიმალურ, 240 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებინებს.

მწარმოებლები ამ ექსკლიუზიურ ნაკეთობაში "მხოლოდ" 1 მილიონ ევროს ითხოვენ. კომპანია Dartz-ის წინა ქმნილება, ლუქს კლასის დაჯავშნული ავტომობილი Dartz Kombat T98 ხუთჯერ ნაკლები - 200 ათასი ევრო ღირდა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ censor.net.ua-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე