"დინამო არენაზე" მიმდინარე თბილისის "დინამოსა" და მოსკოვის "დინამოს" ამხანაგურ მატჩს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, პორტუგალიისა და მადრიდის რეალის ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუც ესწრება.
კრიშტიანუ რონალდუ თამაშს თავის მეგობარ გოგონასთან, ირინა შეიკთან ერთად უყურებს. მას ასევე ესწრება ანდრეი შევჩენკო, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი კახი კალაძე, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და "დინამოს" პრეზიდენტი რომან ფიფია. "ინტერპრესნიუსი"