სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
7 ივლისს ეკლესია წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღეს აღნიშნავს
7 ივლისს ეკლესია წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღეს აღნიშნავს

მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია 7 ივ­ლისს უფ­ლის წი­ნა­მორ­ბე­დი­სა და ნათ­ლის­მცემ­ლის, წმინ­და იო­ა­ნე წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის შო­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო­დან აც­ნო­ბეს, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია მე­ო­რე დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით წირ­ვა-ლოც­ვას აღავ­ლენს.

სა­ხა­რე­ბის თა­ნახ­მად, წმინ­და იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის მშობ­ლე­ბი მღვდელმთა­ვა­რი ზა­ქა­რია და ელი­სა­ბე­დი იყ­ვნენ. იო­ა­ნე მათ სი­ბე­რის ასაკ­ში შე­ე­ძი­ნათ. იე­რუ­სა­ლი­მის ტა­ძარ­ში ღვთის­მსა­ხუ­რე­ბის აღ­სრუ­ლე­ბი­სას წმინ­და ან­გე­ლოზ­მა ამ­ცნო მღვდელმთა­ვარ ზა­ქა­რი­ას, რომ მას ვაჟი შე­ე­ძი­ნე­ბო­და და უწო­დებ­და იო­ა­ნეს.

ყრმა იო­ა­ნე უდაბ­ნო­ში იზ­რდე­ბო­და. იესო ქრის­ტეს გა­მო­ჩე­ნამ­დე, იგი ხალ­ხს სი­ნა­ნუ­ლის­კენ მო­უ­წო­დებ­და და მათ იორ­და­ნეს წყალ­ში ნათ­ლავ­და. წმინ­და ნათ­ლის­მცე­მელ­მა იცნო მის­კენ მი­მა­ვა­ლი უფა­ლი, რო­მელ­მაც ნა­თე­ლი­ღო მის­გან.

უზ­ნეო საქ­ცი­ე­ლის გამო უფ­ლის წი­ნა­მორ­ბე­დი ებ­რა­ელ­თა მეფე ჰე­რო­დე­საც ამ­ხელ­და. წმინ­და ნათ­ლის­მცე­მელს თავი ჰე­რო­დეს ბრძა­ნე­ბით მოკ­ვე­თეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

7 ივლისს ეკლესია წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღეს აღნიშნავს

7 ივლისს ეკლესია წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია 7 ივლისს უფლის წინამორბედისა და ნათლისმცემლის, წმინდა იოანე წინასწარმეტყველის შობის დღეს აღნიშნავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა-ლოცვას აღავლენს.

სახარების თანახმად, წმინდა იოანე ნათლისმცემლის მშობლები მღვდელმთავარი ზაქარია და ელისაბედი იყვნენ. იოანე მათ სიბერის ასაკში შეეძინათ. იერუსალიმის ტაძარში ღვთისმსახურების აღსრულებისას წმინდა ანგელოზმა ამცნო მღვდელმთავარ ზაქარიას, რომ მას ვაჟი შეეძინებოდა და უწოდებდა იოანეს.

ყრმა იოანე უდაბნოში იზრდებოდა. იესო ქრისტეს გამოჩენამდე, იგი ხალხს სინანულისკენ მოუწოდებდა და მათ იორდანეს წყალში ნათლავდა. წმინდა ნათლისმცემელმა იცნო მისკენ მიმავალი უფალი, რომელმაც ნათელიღო მისგან.

უზნეო საქციელის გამო უფლის წინამორბედი ებრაელთა მეფე ჰეროდესაც ამხელდა. წმინდა ნათლისმცემელს თავი ჰეროდეს ბრძანებით მოკვეთეს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია