სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ყოფილი პატიმრები ისევ ციხეში ბრუნდებიან
ყოფილი პატიმრები ისევ ციხეში ბრუნდებიან

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მყო­ფი 23000 პა­ტიმ­რი­დან უმ­რავ­ლე­სო­ბამ ცი­ხის კედ­ლე­ბი და­ტო­ვა. ამ­ნის­ტი­ით სულ 8704 ადა­მი­ა­ნი გა­თა­ვი­სუფ­ლდა, აქე­დან 432 ქალი, 25 კი - არას­რულ­წლო­ვა­ნია. ყვე­ლა პა­ტი­მარს სას­ჯე­ლი ერთი მე­ო­თხე­დით შე­უმ­ცირ­და. სას­ჯელ­თა შეკ­რე­ბი­თო­ბის უპი­რო­ბო გა­უქ­მე­ბა­მაც ბევ­რს ოც­ნე­ბა აუს­რუ­ლა - ისი­ნი უკვე გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ, ბევ­რი კი ნა­ნატრ თა­ვი­სუფ­ლე­ბას დღე-დღე­ზე ელო­დე­ბა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთი ნა­წი­ლი ცი­ხი­დან პა­ტიმ­რე­ბის გა­მოს­ვლას ში­შით ელო­და და მი­იჩ­ნევ­და, რომ ეს ქვე­ყა­ნა­ში კრი­მი­ნო­გე­ნულ ვი­თა­რე­ბას გა­არ­თუ­ლებ­და. თუმ­ცა ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ ვერც ერთი ამ­ნის­ტია, ცი­ხი­დან გა­მო­სუ­ლი ვერც ერთი პა­ტი­მა­რი ვერ შე­უქ­მნის საფრ­თხეს სა­ზო­გა­დო­ე­ბას. "თუ რო­მე­ლი­მე შე­წყა­ლე­ბუ­ლი პა­ტი­მა­რი გა­ბე­დავს მსგავ­სი ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნას, ჩვენ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ვაბ­რუ­ნებთ მას ცი­ხე­ში. მინ­და, გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი მე­სი­ჯი გა­ვუგ­ზავ­ნო თი­თო­ე­ულს: ისი­ნი კა­ნო­ნის წი­ნა­შე ძა­ლი­ან მკაც­რად და­ის­ჯე­ბი­ან", - გა­ნა­ცხა­და მა­შინ შს მი­ნის­ტრმა. მისი მუ­ქა­რის მი­უ­ხე­და­ვად, ზო­გი­ერთ დამ­ნა­შა­ვეს მკაც­რად დას­ჯის არ შე­ში­ნე­ბია და ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა. სა­მი­ნის­ტრო და­ნა­პი­რებს მკაც­რად ას­რუ­ლებს და დამ­ნა­შა­ვე­ებს ისევ უკან, ცი­ხე­ში აბ­რუ­ნებს.

შს სა­მი­ნის­ტროს ანა­ლი­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის უფ­რო­სის, და­ვით კო­ბა­ხი­ძის თქმით, ამ­ნის­ტი­ი­თა და შე­წყა­ლე­ბით სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან გა­მო­სულ­მა 495-მა პირ­მა ისევ ჩა­ი­დი­ნა სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი და­ნა­შა­უ­ლი. აქე­დან ამ­ნის­ტი­რე­ბულ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის 4,35% ანუ 378 ამ­ნის­ტი­რე­ბუ­ლი პირი კვლავ სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­შია, ხოლო პრე­ზი­დენ­ტის შე­წყა­ლე­ბულ­თა 5,79%-ს, 117 პა­ტი­მარ­საც წა­უ­ყე­ნეს ახა­ლი ბრა­ლი. "რაც შე­ე­ხე­ბა სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა გა­და­ნა­წი­ლე­ბას სა­ხე­ო­ბე­ბის მი­ხედ­ვით, დღეს არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, სულ სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი 363 და­ნა­შა­უ­ლია მათი ჩა­დე­ნი­ლი, ხოლო ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი კო­დექ­სის 278 სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა და­ფიქ­სირ­და. ამა თუ იმ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის გამო ამ­ნის­ტი­რე­ბუ­ლი და შე­წყა­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბი­დან წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში 312 ადა­მი­ა­ნი მოხ­ვდა. ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს მუხ­ლობ­რი­ვად იმის და­მუ­შა­ვე­ბა, კონ­კრე­ტუ­ლად რა სა­ხის და­ნა­შა­ულს სჩა­დი­ან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლე­ბი და ამ მო­ნა­ცე­მებს შე­ჯა­მე­ბის შემ­დეგ და­მა­ტე­ბით გაც­ნო­ბებთ", - მი­თხრა და­ვით კო­ბა­ხი­ძემ.

სამ­წუ­ხა­როდ, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­თა მიერ ჩა­დე­ნი­ლია ძა­ლა­დობ­რი­ვი და­ნა­შა­უ­ლე­ბი.

ცოტა ხნის წინ, ხელ­ვა­ჩა­ურ­ში 33 წლის მა­მა­კა­ცი, ჯუმ­ბერ თ. და­ა­კა­ვეს და მას სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ძალ­მომ­რე­ო­ბით ქმე­დე­ბა­ში დას­დეს ბრა­ლი. აღ­ნიშ­ნულ­მა პირ­მა 2013 წლის 15 მა­ისს ხელ­ვა­ჩა­ურ­ში, სამ­ხედ­რო და­სახ­ლე­ბა­ში 17 წლის მო­ზარ­დი გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა. გა­ირ­კვა, რომ ჯუმ­ბე­რი წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი იყო და 2005 წლი­დან სას­ჯელს ყა­ჩა­ღო­ბის­თვის იხ­დი­და. შემ­თხვე­ვა ღა­მის 11-ის ნა­ხე­ვარ­ზე მოხ­და. მო­ზარ­დი ეჭ­ვმი­ტა­ნილ­მა სახ­ლი­დან მო­ტყუ­ე­ბით გა­მო­იყ­ვა­ნა და კორ­პუ­სი­დან მო­შო­რე­ბით ავ­ტო­ფა­რე­ხე­ბის­კენ წა­იყ­ვა­ნა. 17 წლის გო­გო­ნას სხე­ულ­ზე სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბა და ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი აღე­ნიშ­ნე­ბო­და. გა­მო­ძი­ე­ბა 137-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით და­ი­წყო და სა­სა­მარ­თლო ბრალ­დე­ბულს მალე გა­ნა­ჩენს გა­მო­უ­ტანს, მას 9 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა.

მსგავ­სი და­ნა­შა­უ­ლი კა­ხეთ­შიც მოხ­და. გურ­ჯა­ა­ნის ერთ-ერთ სო­ფელ­ში 10 წლის ბიჭი გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს. და­ნა­შა­ულ­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლიც პა­ტიმ­რო­ბი­დან მა­სობ­რი­ვი ამ­ნის­ტი­ის შე­დე­გად გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი პი­რია. და­ფიქ­სირ­და ყა­ჩა­ღო­ბის, ძარ­ცვის შემ­თხვე­ვე­ბიც და სა­ზო­გა­დო­ბა­ში პა­ნი­კის სა­ფუძ­ვე­ლი გაჩ­ნდა.

ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ასე­ვე ვე­სა­უბ­რეთ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის, პრო­ბა­ცი­ი­სა და იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა მი­ნის­ტრის პირ­ველ მო­ად­გი­ლეს, გიგა გი­ორ­გა­ძეს. ის ამ­ბობს, რომ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­უ­ლებ­ში ჭარ­ბობს ძა­ლა­დობ­რი­ვი ფაქ­ტე­ბი.

გიგა გი­ორ­გა­ძე:

- პი­რის პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სხვა­დას­ხვა მე­ქა­ნიზ­მი არ­სე­ბობს. ერთ-ერ­თია პი­რო­ბით ვა­დამ­დე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ამას სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბას­თან არ­სე­ბუ­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი საბ­ჭო­ე­ბი ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. ოქ­ტომ­ბრი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ამ კო­მი­სი­ამ 1500 პა­ტი­მა­რი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. აქე­დან 161 ქალი იყო და უკან შებ­რუნ­და 24 ადა­მი­ა­ნი, ანუ 1,6%. ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს, ეს კო­მი­სია ფაქ­ტობ­რი­ვად, არ მუ­შა­ობ­და, საბ­ჭო­ებს აზრს არა­ვინ ეკი­თხე­ბო­და და გა­სა­თა­ვი­სუფ­ლე­ბელ პა­ტი­მარ­თა სიას პრო­კუ­რა­ტუ­რა ად­გენ­და. წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს, 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სულ 841 ადა­მი­ა­ნი გა­თა­ვი­სუფ­ლდა, აქე­დან - 40 ქალი, უკან შებ­რუნ­და 41 ანუ - გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­თა 5%. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სი­ე­ბი პრო­კუ­რა­ტუ­რის შედ­გე­ნი­ლი იყო, პრო­ცენ­ტუ­ლად და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა მა­შინ უფრო მეტი იყო, ვიდ­რე - დღეს. მაქ­სი­მა­ლუ­რად ყუ­რა­დღე­ბი­თა და სიფრ­თხი­ლით ვე­კი­დე­ბით ამ სა­კითხს. რის­კებს ვა­ფა­სებთ, ვმსჯე­ლობთ, ხომ არ არის სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­მა გან­მე­ო­რე­ბით ჩა­ი­დი­ნოს და­ნა­შა­უ­ლი. ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ვი­ღებთ მათ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

- მე­ო­რე მე­ქა­ნიზ­მი - შე­წყა­ლე­ბაა. პრე­ზი­დენ­ტმა რამ­დე­ნი პირი შე­ი­წყა­ლა ბოლო დროს?

- პრე­ზი­დენტს ეს უფ­ლე­ბა კა­ნო­ნით აქვს. არ­სე­ბობს შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სია, რო­მელ­საც შე­ფა­სე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვე კრი­ტე­რი­უ­მე­ბი აქვს, რაც პი­რო­ბით ვა­დამ­დე ადრე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის კო­მი­სი­ას. იქ საქ­მე­ე­ბის შეს­წავ­ლა სა­ფუძ­ვლი­ა­ნად ხდე­ბა და შემ­დეგ შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სია პრე­ზი­დენტს უგ­ზავ­ნის შე­სა­წყა­ლე­ბელ პირ­თა მო­ნა­ცე­მებს. ბოლო დროს არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის გვერ­დის ავ­ლით პრე­ზი­დენ­ტი იწყა­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დენ პი­რებს. მას შემ­დეგ, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა, პრე­ზი­დენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე დამ­ნა­შა­ვე, 32 ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რი გა­მო­ვი­და ცი­ხი­დან. 2012 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან სულ 1810 ადა­მი­ა­ნი გა­თა­ვი­სუფ­ლდა პრე­ზი­დენ­ტის შე­წყა­ლე­ბით და აქე­დან გან­მე­ო­რე­ბი­თი და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა 72 პირ­მა, ანუ 4%-მა. მიმ­დი­ნა­რე, 2013 წელს, ასეთ მოკ­ლე დრო­ში, პრე­ზი­დენ­ტმა 611 პა­ტი­მა­რი შე­ი­წყა­ლა. აქე­დან უმე­ტე­სო­ბა - 455 ადა­მი­ა­ნი გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის­თვის იყო გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი. მხო­ლოდ 56 არის ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის­თვის გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, ამ შე­წყა­ლე­ბუ­ლე­ბი­დან თით­ქმის 7-მა პრო­ცენ­ტმა კვლავ ჩა­ი­დი­ნა და­ნა­შა­უ­ლი, რაც მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. შე­წყა­ლე­ბულ პირ­თა მიერ ჩა­დე­ნი­ლი ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლი ძი­რი­თა­დად არის ძა­ლა­დობ­რი­ვი: ქურ­დო­ბე­ბი, ძარ­ცვა, ყა­ჩა­ღო­ბა ანუ ის, რაც გა­ნე­კუთ­ვნე­ბა მძი­მე კა­ტე­გო­რი­ას.

- ფიქ­რობთ, რომ კო­მი­სი­ის გვერ­დის ავ­ლით უშ­ვებს პრე­ზი­დენ­ტი პა­ტიმ­რებს?

- ამას ფაქ­ტე­ბი ადას­ტუ­რებს. მან ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რე­ბი შე­ი­წყა­ლა. რო­გორც წესი, შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სია ასეთ ადა­მი­ა­ნებ­ზე რე­კო­მენ­და­ცი­ას არ იძ­ლე­ვა.

- კონ­კრე­ტუ­ლი მა­გა­ლი­თე­ბის მოყ­ვა­ნა შე­გიძ­ლი­ათ?

- 22 წლის გი­ორ­გი ხა­ხი­აშ­ვი­ლი 2012 წლის დე­კემ­ბერ­ში შე­ი­წყა­ლა პრე­ზი­დენ­ტმა. მას დაბა ნო­რი­ო­ში ნივ­თე­ბის მო­პარ­ვა­სა და მცი­რე­წლოვ­ნის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის გა­რე­შე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ გარ­ყვნილ ქმე­დე­ბა­ში ედე­ბო­და ბრა­ლი. 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თორ­ნი­კე კიკ­ნა­ვე­ლი­ძე ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით ციცქიშ­ვი­ლის დაჭ­რის­თვის იყო მსჯავ­და­დე­ბუ­ლი. სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რომ ის პრე­ზი­დენ­ტმა ორ­ჯერ შე­ი­წყა­ლა. პირ­ვე­ლად შე­წყა­ლე­ბის აქ­ტით გა­უ­ნა­ხევ­რდა სას­ჯე­ლი და მე­ო­რე შე­წყა­ლე­ბის აქ­ტით, 2012 წლის 4 დე­კემ­ბერს სა­ერ­თოდ გა­თა­ვი­სუფ­ლდა პა­ტიმ­რო­ბი­დან. მან შე­ი­წყა­ლა ასე­ვე რამ­დე­ნი­მე მუხ­ლით გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი ელ­გუ­ჯა გურ­ჩი­ა­ნი, რო­მე­ლიც ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბის­თვი­საც იყო მსჯავ­და­დე­ბუ­ლი და 2010 წლი­დან იხ­დი­და სას­ჯელს. გურ­ჩი­ანს 21 წელი ჰქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი და 2012 წლის 28 დე­კემ­ბერს შე­ი­წყა­ლა. მე­რაბ შან­გუა ნარ­კო­ტი­კის უკა­ნო­ნოდ გა­სა­ღე­ბის ბრალ­დე­ბით იხ­დი­და სას­ჯელს 2008 წლი­დან და 2022 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა­ში უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ანა­ლო­გი­უ­რი ბრალ­დე­ბით იხ­დიდ­ნენ სას­ჯელს პრე­ზი­დენ­ტის მიერ შე­წყა­ლე­ბულ­ნი: ავ­თან­დილ ტვილ­დი­ა­ნი, ნიკა შა­მა­დი­ნი, ოთარ ქავ­თა­რა­ძე, ელ­გუ­ჯა ფირ­ცხა­ლაშ­ვი­ლი და სხვე­ბი. ალ­ბათ ჩა­მოთ­ვლა შორს წაგ­ვიყ­ვანს, ძა­ლი­ან გრძე­ლი სიაა.

- რაც შე­ე­ხე­ბა ამ­ნის­ტი­რე­ბუ­ლებს: ამ­ბო­ბენ, რომ ბოლო დროს ისი­ნი სჩა­დი­ან და­ნა­შა­ულს. გან­მე­ო­რე­ბი­თი და­ნა­შა­უ­ლი რამ­დენ­მა ამ­ნის­ტი­რე­ბულ­მა ჩა­ი­დი­ნა?

- ამ­ნის­ტი­ით სულ 9000 პირი გა­თა­ვი­სუფ­ლდა და აქე­დან 200-ს ჩა­დე­ნი­ლი აქვს ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლი. აქაც არის ქურ­დო­ბის, ძარ­ცვის, ხუ­ლიგ­ნო­ბის, დაჭ­რის ფაქ­ტე­ბი. ეს არ არის ძა­ლი­ან დიდი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და ამი­ტომ თი­თის გაშ­ვე­რა და თქმა, რომ ამ­ნის­ტი­რე­ბუ­ლე­ბი სჩა­დი­ან და­ნა­შა­ულს, სწო­რი არ იქ­ნე­ბა. ამ­ნის­ტი­ის შე­დე­გად, ძი­რი­თა­დად, ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის­თვის გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლე­ბი გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ. გან­მე­ო­რე­ბი­თი და­ნა­შა­უ­ლი პრო­ცენ­ტუ­ლად ყვე­ლა­ზე მე­ტად, პრე­ზი­დენ­ტის მიერ შე­წყა­ლე­ბუ­ლებს აქვთ ჩა­დე­ნი­ლი.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ყოფილი პატიმრები ისევ ციხეში ბრუნდებიან

ყოფილი პატიმრები ისევ ციხეში ბრუნდებიან

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი 23000 პატიმრიდან უმრავლესობამ ციხის კედლები დატოვა. ამნისტიით სულ 8704 ადამიანი გათავისუფლდა, აქედან 432 ქალი, 25 კი - არასრულწლოვანია. ყველა პატიმარს სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდა. სასჯელთა შეკრებითობის უპირობო გაუქმებამაც ბევრს ოცნება აუსრულა - ისინი უკვე გათავისუფლდნენ, ბევრი კი ნანატრ თავისუფლებას დღე-დღეზე ელოდება.

საზოგადოების ერთი ნაწილი ციხიდან პატიმრების გამოსვლას შიშით ელოდა და მიიჩნევდა, რომ ეს ქვეყანაში კრიმინოგენულ ვითარებას გაართულებდა. თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ვერც ერთი ამნისტია, ციხიდან გამოსული ვერც ერთი პატიმარი ვერ შეუქმნის საფრთხეს საზოგადოებას. "თუ რომელიმე შეწყალებული პატიმარი გაბედავს მსგავსი ქმედების ჩადენას, ჩვენ დაუყოვნებლივ დავაბრუნებთ მას ციხეში. მინდა, გამაფრთხილებელი მესიჯი გავუგზავნო თითოეულს: ისინი კანონის წინაშე ძალიან მკაცრად დაისჯებიან", - განაცხადა მაშინ შს მინისტრმა. მისი მუქარის მიუხედავად, ზოგიერთ დამნაშავეს მკაცრად დასჯის არ შეშინებია და ახალი დანაშაული ჩაიდინა. სამინისტრო დანაპირებს მკაცრად ასრულებს და დამნაშავეებს ისევ უკან, ციხეში აბრუნებს.

შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის უფროსის, დავით კობახიძის თქმით, ამნისტიითა და შეწყალებით სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გამოსულმა 495-მა პირმა ისევ ჩაიდინა სხვადასხვაგვარი დანაშაული. აქედან ამნისტირებულთა საერთო რაოდენობის 4,35% ანუ 378 ამნისტირებული პირი კვლავ სისხლის სამართლის პასუხისგებაშია, ხოლო პრეზიდენტის შეწყალებულთა 5,79%-ს, 117 პატიმარსაც წაუყენეს ახალი ბრალი. "რაც შეეხება სამართალდარღვევათა გადანაწილებას სახეობების მიხედვით, დღეს არსებული მონაცემებით, სულ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 363 დანაშაულია მათი ჩადენილი, ხოლო ადმინისტრაციული კოდექსის 278 სამართალდარღვევა დაფიქსირდა. ამა თუ იმ სამართალდარღვევის გამო ამნისტირებული და შეწყალებული პირებიდან წინასწარი დაკავების იზოლატორში 312 ადამიანი მოხვდა. ახლა მიმდინარეობს მუხლობრივად იმის დამუშავება, კონკრეტულად რა სახის დანაშაულს სჩადიან გათავისუფლებულები და ამ მონაცემებს შეჯამების შემდეგ დამატებით გაცნობებთ", - მითხრა დავით კობახიძემ.

სამწუხაროდ, გათავისუფლებულთა მიერ ჩადენილია ძალადობრივი დანაშაულები.

ცოტა ხნის წინ, ხელვაჩაურში 33 წლის მამაკაცი, ჯუმბერ თ. დააკავეს და მას სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით ქმედებაში დასდეს ბრალი. აღნიშნულმა პირმა 2013 წლის 15 მაისს ხელვაჩაურში, სამხედრო დასახლებაში 17 წლის მოზარდი გააუპატიურა. გაირკვა, რომ ჯუმბერი წარსულში ნასამართლევი იყო და 2005 წლიდან სასჯელს ყაჩაღობისთვის იხდიდა. შემთხვევა ღამის 11-ის ნახევარზე მოხდა. მოზარდი ეჭვმიტანილმა სახლიდან მოტყუებით გამოიყვანა და კორპუსიდან მოშორებით ავტოფარეხებისკენ წაიყვანა. 17 წლის გოგონას სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება და ძალადობის კვალი აღენიშნებოდა. გამოძიება 137-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო და სასამართლო ბრალდებულს მალე განაჩენს გამოუტანს, მას 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი დანაშაული კახეთშიც მოხდა. გურჯაანის ერთ-ერთ სოფელში 10 წლის ბიჭი გააუპატიურეს. დანაშაულში ეჭვმიტანილიც პატიმრობიდან მასობრივი ამნისტიის შედეგად გათავისუფლებული პირია. დაფიქსირდა ყაჩაღობის, ძარცვის შემთხვევებიც და საზოგადობაში პანიკის საფუძველი გაჩნდა.

ამ საკითხთან დაკავშირებით ასევე ვესაუბრეთ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიგა გიორგაძეს. ის ამბობს, რომ ჩადენილ დანაშაულებში ჭარბობს ძალადობრივი ფაქტები.

გიგა გიორგაძე:

- პირის პატიმრობიდან გათავისუფლების სხვადასხვა მექანიზმი არსებობს. ერთ-ერთია პირობით ვადამდე გათავისუფლება და ამას სასჯელაღსრულებასთან არსებული ადგილობრივი საბჭოები ახორციელებენ. ოქტომბრიდან მოყოლებული, ამ კომისიამ 1500 პატიმარი გაათავისუფლა. აქედან 161 ქალი იყო და უკან შებრუნდა 24 ადამიანი, ანუ 1,6%. ძველი ხელისუფლების დროს, ეს კომისია ფაქტობრივად, არ მუშაობდა, საბჭოებს აზრს არავინ ეკითხებოდა და გასათავისუფლებელ პატიმართა სიას პროკურატურა ადგენდა. წინა ხელისუფლების დროს, 2 წლის განმავლობაში, სულ 841 ადამიანი გათავისუფლდა, აქედან - 40 ქალი, უკან შებრუნდა 41 ანუ - გათავისუფლებულთა 5%. მიუხედავად იმისა, რომ სიები პროკურატურის შედგენილი იყო, პროცენტულად დანაშაულის ჩადენა მაშინ უფრო მეტი იყო, ვიდრე - დღეს. მაქსიმალურად ყურადღებითა და სიფრთხილით ვეკიდებით ამ საკითხს. რისკებს ვაფასებთ, ვმსჯელობთ, ხომ არ არის საშიშროება, რომ გათავისუფლებულმა განმეორებით ჩაიდინოს დანაშაული. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვიღებთ მათ გათავისუფლებაზე გადაწყვეტილებას.

- მეორე მექანიზმი - შეწყალებაა. პრეზიდენტმა რამდენი პირი შეიწყალა ბოლო დროს?

- პრეზიდენტს ეს უფლება კანონით აქვს. არსებობს შეწყალების კომისია, რომელსაც შეფასების დაახლოებით იგივე კრიტერიუმები აქვს, რაც პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების კომისიას. იქ საქმეების შესწავლა საფუძვლიანად ხდება და შემდეგ შეწყალების კომისია პრეზიდენტს უგზავნის შესაწყალებელ პირთა მონაცემებს. ბოლო დროს არის შემთხვევები, როცა შეწყალების კომისიის გვერდის ავლით პრეზიდენტი იწყალებს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირებს. მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, განსაკუთრებით მძიმე დამნაშავე, 32 ნარკორეალიზატორი გამოვიდა ციხიდან. 2012 წლის ოქტომბრიდან სულ 1810 ადამიანი გათავისუფლდა პრეზიდენტის შეწყალებით და აქედან განმეორებითი დანაშაული ჩაიდინა 72 პირმა, ანუ 4%-მა. მიმდინარე, 2013 წელს, ასეთ მოკლე დროში, პრეზიდენტმა 611 პატიმარი შეიწყალა. აქედან უმეტესობა - 455 ადამიანი განსაკუთრებით მძიმე და მძიმე დანაშაულისთვის იყო გასამართლებული. მხოლოდ 56 არის ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული. სამწუხაროდ, ამ შეწყალებულებიდან თითქმის 7-მა პროცენტმა კვლავ ჩაიდინა დანაშაული, რაც მაღალი მაჩვენებელია. შეწყალებულ პირთა მიერ ჩადენილი ახალი დანაშაული ძირითადად არის ძალადობრივი: ქურდობები, ძარცვა, ყაჩაღობა ანუ ის, რაც განეკუთვნება მძიმე კატეგორიას.

- ფიქრობთ, რომ კომისიის გვერდის ავლით უშვებს პრეზიდენტი პატიმრებს?

- ამას ფაქტები ადასტურებს. მან ნარკორეალიზატორები შეიწყალა. როგორც წესი, შეწყალების კომისია ასეთ ადამიანებზე რეკომენდაციას არ იძლევა.

- კონკრეტული მაგალითების მოყვანა შეგიძლიათ?

- 22 წლის გიორგი ხახიაშვილი 2012 წლის დეკემბერში შეიწყალა პრეზიდენტმა. მას დაბა ნორიოში ნივთების მოპარვასა და მცირეწლოვნის მიმართ ძალადობის გარეშე განხორციელებულ გარყვნილ ქმედებაში ედებოდა ბრალი. 1986 წელს დაბადებული თორნიკე კიკნაველიძე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღით ციცქიშვილის დაჭრისთვის იყო მსჯავდადებული. საყურადღებოა, რომ ის პრეზიდენტმა ორჯერ შეიწყალა. პირველად შეწყალების აქტით გაუნახევრდა სასჯელი და მეორე შეწყალების აქტით, 2012 წლის 4 დეკემბერს საერთოდ გათავისუფლდა პატიმრობიდან. მან შეიწყალა ასევე რამდენიმე მუხლით გასამართლებული ელგუჯა გურჩიანი, რომელიც ქურდული სამყაროს წევრობისთვისაც იყო მსჯავდადებული და 2010 წლიდან იხდიდა სასჯელს. გურჩიანს 21 წელი ჰქონდა დარჩენილი და 2012 წლის 28 დეკემბერს შეიწყალა. მერაბ შანგუა ნარკოტიკის უკანონოდ გასაღების ბრალდებით იხდიდა სასჯელს 2008 წლიდან და 2022 წლამდე პატიმრობაში უნდა ყოფილიყო. ანალოგიური ბრალდებით იხდიდნენ სასჯელს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულნი: ავთანდილ ტვილდიანი, ნიკა შამადინი, ოთარ ქავთარაძე, ელგუჯა ფირცხალაშვილი და სხვები. ალბათ ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ძალიან გრძელი სიაა.

- რაც შეეხება ამნისტირებულებს: ამბობენ, რომ ბოლო დროს ისინი სჩადიან დანაშაულს. განმეორებითი დანაშაული რამდენმა ამნისტირებულმა ჩაიდინა?

- ამნისტიით სულ 9000 პირი გათავისუფლდა და აქედან 200-ს ჩადენილი აქვს ახალი დანაშაული. აქაც არის ქურდობის, ძარცვის, ხულიგნობის, დაჭრის ფაქტები. ეს არ არის ძალიან დიდი მაჩვენებელი და ამიტომ თითის გაშვერა და თქმა, რომ ამნისტირებულები სჩადიან დანაშაულს, სწორი არ იქნება. ამნისტიის შედეგად, ძირითადად, ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებულები გათავისუფლდნენ. განმეორებითი დანაშაული პროცენტულად ყველაზე მეტად, პრეზიდენტის მიერ შეწყალებულებს აქვთ ჩადენილი.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ